ხვედურეთიქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ხვედურეთისა და ქვემო ხვედურეთის ძველი სახელწოდება. ხვედურეთის ხევში ადამიანის ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. შუა საუკუნეებში ხვედურეთში იყო ფეოდალური საგვარეულოს — ციციშვილთა ერთ-ერთი რეზიდენცია. ზემო ხვედურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები, ქვემო ხვედურეთში — შუა საუკუნეების სასახლისა და ციხის ნანგრევები. აქვეა XIX საუკუნის ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება