სამწევრისის ციხე
სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. საერთო ფართობი დაახლოებით 2000 მ². გეგმით მოგრძო მრავალწახნაგას ფორმის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე (82 X 42,3 მ)ამჟამად ორი ეზოა. გამოირჩევა ხუთი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა დიდი კოშკი. ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტები, რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან. შემდეგი სამშენებლო ფენის (XVI-XVIII სს.) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება მეორე (სამხრეთ მონაკვეთი), ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა ეკლესიისა). გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ-ციციშვილების (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.
დიდი კოშკი
რედაქტირებადიდ კოშკს (10,8 X 11,2 მ) გარედან კუთხეები მომრგვალებული აქვს, კედლები სქელია (2,05-2.5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მოღწეულია სამი სართული. აკლია ზედა ნაწილი. შესასვლელი II სართულზეა. ფანჯრები და საბრძოლო ხვრელები დიდი ზომისაა. I, ყრუკედლებიანი სართული დამხმარე სათავსი იყო. სართულშუა გადახურვა ხისაა. II სართულის (სიმ. 3,65 მ) ჩრდილოე-დასავლეთის კედლის კუთხეში გაჭრილია კარი, დანარჩენი სამი კედელი ყრუა. III სართულის სამი კედელი ყრუა, მეოთხე, ჩრდილო-დასავლეთის კედელში დატანებულია კარი დაკიბე, რომელიც ადიოდა IV სართულზე. III სართული (სიმ. 5,5 მ) განკუთვნილი უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად და თავდასაცავად. კოშკის შიგნით ყველა ხვრელობი გადახურულია ისრული თაღით. კარის გადახურვა ნახევაწრიულია, სათოფურებისა და სარკმლებისა არქიტრავული. ფასადების ზედაპირი გასწორებულია დუღაბის სქელი ფენით. კოშკი უნიკალური საფორტიფიკაციო ნაგებობაა.
ეკლესია
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს ციხე-დარბაზის განაპირას, დასავლეთით, გორაზე, ჩართულია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, მეორე XVI-XVII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (13,2 X 8,8 მ, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. შესავლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმლები — აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის ორივე გვერდზე, კედელში გაჭრილია მცირე სათავსებში შესასვლელები. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღებს. სადაპროფილიანი ლავგარდანი ქვისაა.
გალავანი
რედაქტირებაXV-XVII საუკუნეების გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით. ასევე ნატეხი ქვითაა ნაშენი მშენებლობის ბოლო ორი პერიოდის (XVI და XVIII სს.) სასახლე და სხვა შენობები, რომელთა ფრაგმენტებია შემორჩენილი.
სასახლე
რედაქტირებასასახლე კედლის ფრაგმენტის მიხედვით სამსართულიანი იყო. I სართულის დონეზე კონტრფორსში ნახევრად მომრგვალებული ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 389-390.