პატარა სატივე
პატარა სატივე — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 16 კმ.
სოფელი | |
---|---|
პატარა სატივე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°01′09″ ჩ. გ. 43°41′20″ ა. გ. / 42.01917° ჩ. გ. 43.68889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 68[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % რუსები 1,5 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 68 კაცი, საიდანაც 36 მამაკაცია, ხოლო 32 ქალი.[4]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[5][6] | 90 |
2014[4] | 68 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება მომდინარეობს ტივისაგან. გადმოცემით აქ ტივების სადგომი ყოფილა.[7] სატივე თავად ამირეჯიბების კუთვნილი მამული იყო. შემდგომში კი ბაგრატიონ-დავითაშვილების ხელში გადავიდა.[8]
არსებობს როსტომ მეფის 1634 წლის 23 ოქტომბრის დოკუმენტი, სადაც მოხსენებულია სოფელი სატივე. ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახი ფცაში ცხოვრობდა და ხშირად ჩამოდიოდნენ სატივეში. მათვე გამოუყვანიათ სოფელში წყარო, რომელიც დღესაც მოქმედებს და ხალხი „ბატონიანთ წყაროს“ უწოდებს.
როგორც ირკვევა სამეფო კარისგან გარკვეული დახმარება და ღონისძიებები გატარდა სატივის გასაცოცხლებლად. ერეკლე მეფე ბრძანებს: „ჩვენი ბრძანება არის, ვინც სატივეს დგახართ მერმე თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატიებია... ღმერთმა ნუ ქნას, თუ დაგჭირდებათ, ჯარს მოგახმართ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 709.
- ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ.
- ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ 4.0 4.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 66
- ↑ ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 67