ვაყასოფელი საქართველოში (შიდა ქართლის მხარე), ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაყა

სოფელ ვაყის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°02′34″ ჩ. გ. 43°42′31″ ა. გ. / 42.04278° ჩ. გ. 43.70861° ა. გ. / 42.04278; 43.70861
ცენტრის სიმაღლე 670
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1160[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაყა — საქართველო
ვაყა
ვაყა — შიდა ქართლი
ვაყა
ვაყა — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ვაყა

მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდინარე ჭერათხევის (სურამულის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 670 მეტრზე, ხაშურიდან 16 კმ-ში. 2014 წლის აღწერით სოფელში 1160 მცხოვრებია. ვაყაში არის საჯარო სკოლა.

სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები. ვაყა ისტორიულ საბუთებში პირველად 1715 წელს, რუისის საკათოლიკოსო დავთარში იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილთან (XVIII ს.) იგი ალის ფრონის ხეობაში, სომანეთის სამხრეთითაა მითითებული.

ვაყა გვიანდელი შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა. მდებარეობდა ქართლიდან იმერეთში მიმავალ გზაზე. 1715 წლის რუისის საკათოლიკოსო დავთრის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 30 კომლი ქართველი გლეხი: ნადირაშვილები, ზემბდაშვილები, კბილაშვილები, ზესელაშვილები, ქოჩორაძეები, მეგრელიშვილები, დალაქიშვილები, საყვარელაშვილები, დათუკიშვილები, იმერლიშვილები, ხუციშვილები, ტატიაშვილები, ბანქუაშვილები, ხოტივრაშვილები, ყიფიანიშვილები, ახბადიშვილები, მამუკაშვილები, ნაცვლიშვილები, ინანაშვილები, გაჩაგედაშვილები, მეხრიშვილები. XVIII საუკუნეში ლეკების პერმანენტულმა თავდასხმებმა საგრძნობლად დააზიანა ფრონის ხეობა, რის გამოც მკვიდრი ქართველი მოსახლეობა შეთხელდა, XVIII საუკუნის მიწურულში აქ სომხური მოსახლეობაც გაჩნდა. ამ პერიოდში თავად ბეგთაბეგოვების ხელში იყო.

XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქართლ-კახეთში რუსული მმართველობა დამყარდა, ვაყა გორის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1802 წლის აღწერის მიხედვით შერეული მფლობელობის საეკლესიო და სადედოფლო სოფელია და იგი სომხებითა და ქართველებით იყო დასახლებული. 1842–1917 წლებში ვაყა სურამის საპოლიციო უბნის შემადგენლობაში იყო. 1865-1890 წლებში არსებობდა შეიქმნა ვაყის სასოფლო საზოგადოება (სოფლები: ვაყა, ვარდისუბანი, ზემო-გომი, სატივე; შემდეგ ეს სოფლები ნაბახტევის სასოფლო საზოგადოებაში გადავიდა). 1930 წელს ვაყა ხაშურის რაიონის შემადგენლობაში შევიდა.

სოფლის სამხრეთით, განაპირას დგას XVI–XVII საუკუნეების „დედაღვთისას” ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის 2 ეკლესია და სხვადასხვა სახის დამხმარე ნაგებობანი. კომპლექსთან ახლოს, სასაფლაოზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. სოფელში არის ასევე ვაყის წმინდა გიორგის ეკლესია|წმინდა გიორგის ეკლესია]]. ღვთისმშობლის მეორე დარბაზული ეკლესია სოფლის სამხრეთითაა, 1,5 კმ-ზე, ნასოფლარ სომანეთის ტერიტორიაზე.

დემოგრაფია

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1423 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1160 კაცი, საიდანაც 568 მამაკაცია, ხოლო 592 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[3][4] 1 423
2014[1] 1 160  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვაყა&oldid=4703739“-დან