სომანეთი
სომანეთი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა შიდა ქართლის ვაკეზე, ჭერათხევის ხეობაში, სოფელ ვაყის აღმოსავლეთით.
ქართულ და სპარსულენოვან საისტორიო წყაროებში XVII საუკუნიდან მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი სომანეთის შესახებ აღნიშნავს:
„...ფცისწყლის დასავლეთით არს ალის-წყალი. გამოსდის ლიხის მთას, მოდის სამხრით, ერთვის მტკუარს ჩრდილოდამ... ამ მტკურის კიდეზედ, სამხრით, არს სომანეთი.“
|
სომანეთი ავალიშვილების მამულია. 1633 წელს, თეიმურაზ I სომანეთს, აბისსთან ერთად, ზაქარია ავალიშვილს აძლევს. სიგელიდან ირკვევა, რომ ზაქარია ავალიშვილი თემურაზ მეფეს ხლებია იმერეთში და სამეფო კართან ერთად „მრავალი ჭირი და განსაცდელი, ერთგულობა და სამსახური“ თავს უდვია. „ერთგულობისა და ჭირნახულობის სანაცვლოდ“ თეიმურაზმა ზაქარია ავალიშვილს უბოძა მანამდე „...სამკუიდროდ მეფეთაგან მიცემული სოფელი სომანეთი და აბისი“.
ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ სომანეთი 1633 წლამდეც ავალიშვილებისა იყო. ეს დასტურდება როსტომ მეფის მიერ ზაქარია ავალიშვილისათვის 1637 წელს მიცემული წყალობის წიგნიდანაც, რომელშიც ნათქვამია:
ამავე სიგელის სპარსულ ტექსტშიც აღნიშნულია, რომ „...სოფელი სომანეთი ძველი დროიდანვე ზაქარია-ბეგის იყო“. 1656 წელს, როსტომ მეფემ ზაქარიასი და მისი შვილის - ავალის ნაქონი სოფელი სომანეთი უწყალობა ავთანდილ შანშეან-მარტიროზაშვილს.
აქ 1728 წელს დაფიქსირებულია 20 კომლი, რომლებიც იხდიან ყველა საოსამლო გადასახადს 7540 ახჩის ოდენობით.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში იოანე ბატონიშვილის მიერ ალისწყლის ხეობაში დაფიქსირებულია სოფელი სომანეთი, როგორც მოსახლე სოფელი. მოიშალა XIX საუკუნეში.
სომანეთში მდებარეობს ეკლესია, რომელიც თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 24, 24 ივნისი, 2019, გვ., 4
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ., 739