დოღლაურის ვაკე
ვაკე საქართველოში, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში
დოღლაურის ვაკე, დოღლაურის ველი — ვაკე საქართველოში, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.[1]
დოღლაურის ვაკე | |
---|---|
კოორდინატები: 42°02′53″ ჩ. გ. 43°45′15″ ა. გ. / 42.04806° ჩ. გ. 43.75417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქარელის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი |
წარმოადგენს შიდა ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილს. განფენილია მდინარე ლიახვის დასავლეთით. აკუმულაციური ვაკეა, აგებულია მეოთხეული ფხვიერი ნალექებით, შექმნილია ძირითადად ჭალისზედა ტერასით. დასავლეთით ლიხის ქედის მთისწინეთამდე აღწევს, სამხრეთით — მდინარე მტკვრამდე. ვაკე დასერილია მდინარე ფრონის სისტემის ხეობებითა და ხელოვნური არხებით. დოღლაურის ვაკეზე გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 60.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 488–489.