ლიახვი
ლიახვი, დიდი ლიახვი — მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ2. მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომალისწყალი, გუდისისწყალი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.
ლიახვი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | ცხინვალი, გორი |
სათავე | კავკასიონის მთები |
სიგრძე | 115 კმ |
აუზის ფართობი | 2440 კმ² |
![]() | |
![]() |
ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ2-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%, შემოდგომაზე — 16%, ზამთარზე — 8%, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ3/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ3/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას.
დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 213.