მეჯუდა
მეჯუდა — მდინარე ახალგორისა და გორის რაიონებში, სათავე აქვს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1940 მ. ერთვის ლიახვს მარცხნიდან ქ. გორთან. სიგრძე 46 კმ, აუზის ფართობი 651 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, დანარჩენ დროს — არამდგრალი წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი 6,5 მ3/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად, რწყავს 1400 ჰა მიწას.
მეჯუდა | |
---|---|
![]() მეჯუდა გორის ციხესთან | |
სათავე | ხარულის ქედი |
სიგრძე | 46 კმ |
აუზის ფართობი | 651 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 655.