ყადლასანისწყალი
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ყადლასანისწყალი — მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე დიდი ლიახვის მდგენელს. სიგრძე 13,2 კმ, აუზის ფართობი 57,3 კმ². სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3218 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,1 მ³/წმ.
ყადლასანისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°35′51″ ჩ. გ. 44°16′07″ ა. გ. / 42.59750° ჩ. გ. 44.26861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3218 მ |
შესართავი |
ლიახვი 42°32′55″ ჩ. გ. 44°11′44″ ა. გ. / 42.54861° ჩ. გ. 44.19556° ა. გ. |
სიგრძე | 13,2 კმ |
აუზის ფართობი | 57,3 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,1 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 606.