ჯავა

დაბა საქართველოში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯავადაბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ სიმაღლეზე, ქალაქ ცხინვალიდან დაშორებულია 22 კმ-ით. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის (ბალნეოლოგიური დაწესებულებები) ობიექტები, მცირე საწარმოები.

დაბა
ჯავა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°23′00″ ჩ. გ. 43°55′00″ ა. გ. / 42.38333° ჩ. გ. 43.91667° ა. გ. / 42.38333; 43.91667
ცენტრის სიმაღლე 1079 მეტრი
მოსახლეობა 768 (17 იანვარი, 1939)[1] ,
856 (15 იანვარი, 1959)[1] ,
1 886 (15 იანვარი, 1970)[1] ,
1 502 (17 იანვარი, 1979)[1] ,
1 524 (12 იანვარი, 1989)[1] ,
2 111 (15 ოქტომბერი, 2015)[1] ,
807 (1886),
617 (1897)
სატელეფონო კოდი +995 347[2]
საფოსტო ინდექსი 7400[3]
საავტომობილო კოდი RSO
ჯავა — საქართველო
ჯავა
ჯავა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ჯავა

ისტორიარედაქტირება

1921 წელს ჯავის თემი მასში შემავალი 23 სოფლით მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922 წელს გახდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კურორტირედაქტირება

ჯავა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი „ძაუ“.

თბილისში არსებობს ჯავის ქუჩა.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯავა&oldid=4413463“-დან