ჯავის ქედი
ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ჯავის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. წარმოადგენს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ შტოქედს, რომელიც გამოეყოფა მთავარ ქედს ზეკარისა და ჯომაღის უღელტეხილებს შორის, ჯერ მაღალია და მასზე აღმართულია მწვერვალი ბრუტსაბძელი (აღწევს 3670 მ), შემდეგ ერთბაშად დაბლდება 2900 მ-მდე. ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმართულა რაროს მთა (2589). მიემართება ზოგადად სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ფაწა-ლიახვის შესაყარში. აგებულია ცარცული და მესამეული ტერიგენული წყებებით. წარმოადგენს მდინარეების დიდი ლიახვისა და მისი მარჯვენა შენაკადის — ფაწის წყალგამყოფს. ჯავის ქედზე მდებარეობს რაროს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2100 მ).
ჯავის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°28′12″ ჩ. გ. 43°57′44″ ა. გ. / 42.470083° ჩ. გ. 43.962472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 530.