რარო
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
რარო — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2589 მეტრი. აგებულია ქვედა ცარცული კირქვებით. თხემზე სუბალპური მდელოებია, დაბლა — წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.
რარო | |
---|---|
კოორდინატები: 42°25′55″ ჩ. გ. 43°53′16″ ა. გ. / 42.432083° ჩ. გ. 43.888000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2589 მ |
ქედი | ჯავის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 304.