ზეკარის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზეკარა (მრავალმნიშვნელოვანი).
ეს სტატია შიდა ქართლის მხარის უღელტეხილს ეხება. იმერეთის მხარის უღელტეხილის შესახებ იხილეთ ზეკარი.

ზეკარის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარე ზეკრის (დიდი ლიახვის შენაკადი) სათავეში, მწვერვალ ზეკრის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3184 მ. ზეკრის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დაფარულია მუდმივი თოვლ-ყინულით. აკავშირებს მდინარეების დიდი ლიახვისა და თერგის ხეობებს (ჩრდილოეთი ოსეთი).

ზეკარის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°33′07″ ჩ. გ. 43°57′28″ ა. გ. / 42.55194° ჩ. გ. 43.95778° ა. გ. / 42.55194; 43.95778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 3184 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
აკავშირებს დიდი ლიახვისა და თერგის ხეობებს
ამგებელი ქანები იურული ქვიშაქვა და თიხაფიქალი
ზეკარის უღელტეხილი — შიდა ქართლი
ზეკარის უღელტეხილი
ზეკარის უღელტეხილი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ზეკარის უღელტეხილი

ლიტერატურა

რედაქტირება