ზეკარი
ზეკარი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედზე. სიმაღლე 2182 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით. ზეკარზე გადადიოდა საავტომობილო გზატკეცილი (ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი), რომელიც აკავშირებს მდინარეების ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს. ამჟამად გზა გაუვალია ხანისწყლის ხეობაში და საავტომობილო მოძრაობა ხდება უღელტეხილის შემოვლით საირმის გავლით.
ზეკარი | |
---|---|
![]() ზეკარი | |
კოორდინატები: 41°49′39″ ჩ. გ. 42°51′43″ ა. გ. / 41.82750° ჩ. გ. 42.86194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2180 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
აკავშირებს | ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს |
ამგებელი ქანები | ანდეზიტები ტუფბრექჩიები |
ფლორა | ბუჩქნარები მდელოები |
![]() |
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 341.