ქვაბლიანი (მდინარე)
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამცხე-ჯავახეთში
ქვაბლიანი — მდინარე საქართველოში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2355 მ-ზე. ერთვის მდინარე ფოცხოვისწყალს მარცხნიდან. სიგრძე 41 კმ, მდინარის აუზის ფართობი 900 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა-ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები-შემოდგომაზე. გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 52 %, ზაფხულში 16 %, შემოდგომაზე 20 %, ზამთარში 12 %. ყინულნაპირისი, თოში, ძგიფი, ყინულსაფარი იცის ნოემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 16,2 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
ქვაბლიანი | |
---|---|
![]() ქვაბლიანი სოფ. არალში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ხულოს მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ქალაქები | ადიგენი |
სათავე |
მესხეთის ქედის სამხრეთი კალთა 41°45′55″ ჩ. გ. 42°24′52″ ა. გ. / 41.76528° ჩ. გ. 42.41444° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2355 მ |
შესართავი |
ფოცხოვისწყალი 41°38′41″ ჩ. გ. 42°51′25″ ა. გ. / 41.64472° ჩ. გ. 42.85694° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1016,1[1] მ |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 900 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 16,2 მ³/წმ |
![]() | |
![]() ![]() | |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა