არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

ტერმინს „არალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არალი (მრავალმნიშვნელოვანი).

არალი[2]სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არალი, წარბასთუმანი).[1] მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

სოფელი
არალი

ყეენობა არალში. 2007
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი არალი
კოორდინატები 41°37′56″ ჩ. გ. 42°49′27″ ა. გ. / 41.63222° ჩ. გ. 42.82417° ა. გ. / 41.63222; 42.82417
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1324[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ადიგენის მუნიციპალიტეტი
არალი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

არალი ძველი ქართული სოფელია. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. იმ დროისათვის არალში ცხოვრობდა 18 კომლი.

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

სოფელში დგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ადრეული შუა საუკუნეების სტელა, შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1324 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1850 893 957
2014[1]   1324 665 659

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.