ადიგენი

დაბა საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში
ეს სტატია დაბას ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ ადიგენი (ადიგენის მუნიციპალიტეტი).

ადიგენი[4]დაბა სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან 32 კმ-ზე. ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი - ცივი, ზაფხული - ხანგრძლივი და გრილი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.

დაბა
ადიგენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°40′30″ ჩ. გ. 42°42′12″ ა. გ. / 41.67500° ჩ. გ. 42.70333° ა. გ. / 41.67500; 42.70333
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 1240
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 783[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95 %
სომხები 4,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 366[2]
საფოსტო ინდექსი 0300[3]
ოფიციალური საიტი https://adigeni.ge/
ადიგენი — საქართველო
ადიგენი
ადიგენი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადიგენი
ადიგენი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 783 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 1239 --
2002[5]   980 -- --
2014[1]   783 362 421

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.