არალის სტელა
არალის სტელა — მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის ერთ-ერთი უბნის განაპირას. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით.
სტელა ქვის მასიური სვეტია, ყველა წახნაგი ლილვითაა დასრულებული, თავზე კი ვოლუტია მოცებული. აღმართულია დიდ სამ ლოდზე. თავზე რკინის ჯვრის გამოსახულება აქვს დადგმული, რომელიც გვიანაა გაკეთებული. დასავლეთის წახნაგზე, ზედა ნაწილში ამოკვეთილია 11 სტრიქონიანი ხუცური წარწერა: „ქ. სახელითა ღმრთისაითა აღემართა ძელი ცხორებისაი ხელითა მახასითა სალოცველად მშობელთა მისთათუის ამენ“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17758