არალის ეკლესია, ეკლესია ირმისა — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის ერთ-ერთი უბნის განაპირას. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზული ტიპისა ყოფილა, ამჟამად დანგრეულია. ჩრდილოეთით მიშენებული ქონია ეკვდერები. ნაგები იყო ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა ჰქონდა. ჩრდილოეთის მინაშენი ორ ნაწილად იყო გაყოფილი — დასავლეთ და აღმოსავლეთის ნაწილად. აღმოსავლეთის ნაწილს აღმოსავლეთით აფსიდა ქონია. 1933 წლისთვის, როცა ეს ეკლესია გიორგი ბოჭორიძემ მოინახულა, ჯერ კიდევ იკითხებოდა აღმოსავლეთ კედლის თლილი ქვები, შემკული ჩუქურთმებით. ამჟამად ეკლესიის ადგილას უკვე კათოლიკური ეკლესიაა აშენებული, ხოლო ჩრდილოეთის ეკვდერები ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17757