გიორგი ბოჭორიძე
გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე (დ. 20 აგვისტო, 1884, სოფელი ნაციხარი, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1939) — ქართველი ისტორიკოსი.
გიორგი ბოჭორიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე |
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო, 1884 სოფელი ნაციხარი |
გარდაცვალების თარიღი | 1939 |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი. |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისის სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 წელის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1921 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალურ არქივში, შემდეგ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1923-1926 წლებში ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი და თბილისის და ქუთაისის საცავებს გადასცა მრავალი ხელნაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა. მოკლეს გადასახლებაში მძარცველებმა.
ბოჭორიძეს გამოქვეყნებული აქვს არქეოგრაფიული ნაშრომები: „ორი ფიქალწერილი“ („საისტორიო მოამბე“, 1925, წგნ. 1), „ფურცელაანთეული ქრონიკა“ (იქვე), „რაჭის ისტორიული ძეგლები“ („საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8) და სხვა; გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნაშრომი „თუშეთი“.
გიორგი ბოჭორიძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 476.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ბოჭორიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ბოჭორიძე — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.