აბასთუმანი (დაბა)

დაბა საქართველოში
Disambig-dark.svg ტერმინს „აბასთუმანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბასთუმანი.

აბასთუმანი[4][5]დაბა (1926 წლიდან) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ადიგენიდან დაშორებულია 25, ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრით. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.

დაბა
აბასთუმანი
Abastumani resort.jpg
Alexander Nevsky Church, Abastumani 1.jpg
აბასთუმანი ზაფხულში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′22″ ჩ. გ. 42°49′41″ ა. გ. / 41.75611° ჩ. გ. 42.82806° ა. გ. / 41.75611; 42.82806
დაარსდა IX-X საუკუნეები
ადრეული სახელები ოძრხე
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ფართობი 19.54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1340
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 937[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 77,7 %
სომხები 18,0 %
რუსები 2,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 0301[3]
აბასთუმანი (დაბა) — საქართველო
აბასთუმანი (დაბა)
აბასთუმანი (დაბა) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბასთუმანი (დაბა)
აბასთუმანი (დაბა) — ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმანი (დაბა)

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 937 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 2447 -- --
2002[6]   1368 -- --
2014[1]   937 439 498

ისტორიარედაქტირება

IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ“ მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან — „აბასთუმანი“. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

 
კურორტი აბასთუმანი ზამთარში
  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
  • ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902)
  • „თამარის ციხე“ (IX‐XI სს.)
  • „მელნისის ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
  • „თამარის ხიდი“ მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
  • სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
  • „მახვილოს ციხე“ (განვით. შუა საუკუნეები)
  • ეკლესია (XIX საუკუნე)

საინტერესო ფაქტებირედაქტირება

 
აბასთუმანი. გიორგი ალექსანდრეს ძის სასახლე. დაახლ. 1891.
  • კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.[7]
  • 2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.[8]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. georgia-ethnic-2014
  3. http://georgianpost.ge/?site-lang=ka&site-path=help%2Fzipcodes%2F&group=3
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  5. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
  6. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  7. აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დამწვარი მონასტრიდან მონაზვნები დროებით საავადმყოფოში გადაასახლეს/თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-09-27.
  8. В Абастумани обнаружены уникальные средневековые фрески