ანძისი
ანძისი,[1] ანდისი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქემერტის თემი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი, გორიდან 45 კმ.[3][4]
სოფელი | |
---|---|
ანძისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქემერტი |
კოორდინატები | 42°20′36″ ჩ. გ. 43°55′58″ ა. გ. / 42.34333° ჩ. გ. 43.93278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 37 კაცი (1989) |
ეროვნული შემადგენლობა | ოსები |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის გორის მაზრის მთიანი ოსეთის მონაკვეთში.[5] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (1922-დან) ცხინვალის რაიონში (ქემერტის სოფსაბჭო).[3] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[6] 2006 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტშია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[7] სოფელს დე ფაქტოდ აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ოსურად ეწოდება Андис (ანდის).[8]
მოსახლეობა
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნოსი |
---|---|---|---|---|
1907[5] | 105 | ოსები | ||
1911[9] | 111 | ოსები | ||
1939[10] | 119 | 55 | 64 | |
1970[10] | 65 | 33 | 32 | ოსები |
1979[10] | 34 | 13 | 21 | ოსები |
1989[10] | 37 | 18 | 19 | ოსები |
2015[11][ა] | 27 | 14 | 13 |
- ↑ სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
ეკონომიკა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში შედიოდა ქემერტის მემინდვრეობა-მეცხოველეობის კოლმეურნეობაში.[3] სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მემინდვრეობა და მეცხოველეობა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 444.
- ↑ 4.0 4.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
- ↑ 5.0 5.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
- ↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020.
- ↑ Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 4.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 183.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
- ↑ И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.