სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

სამხრᲔთ ოსეთის რესბუბლიკა

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო ალანია (ოს. Республикæ Хуссар Ирыстон — Паддзахад Алани [resˈpublikʰæ ˈχusːɒr iˈrəston], რუს. Республика Южная Осетия — Государство Алания; ყოფ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა) — რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი სეპარატისტული რესპუბლიკა (იმეორებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს).

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო ალანია
ოს. Республикæ Хуссар Ирыстон — Паддзахад Алани
რუს. Республика Южная Осетия — Государство Алания
{{{link alias-s}}}
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიცხინვალი
42°40′ ჩ. გ. 21°10′ ა. გ. / 42.667° ჩ. გ. 21.167° ა. გ. / 42.667; 21.167
ოფიციალური ენა ოსური, რუსული, ქართული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ალან გაგლოევი
 -  პრ.-მინისტრი გენადი ბეკოევი (მ/შ)
ფართობი
 -  სულ 3 900 კმ2 
მოსახლეობა
 -  2015 აღწერა 53 532 
ვალუტა რუბლი (RUB)
დროის სარტყელი UTC+03:00
Internet TLD არ აქვს მინიჭებული

¹ დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.

ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. საქართველო აღნიშნულ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისს ხუთმა წევრმა ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო ალანია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო: რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო, 2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი, 2008), ვენესუელა (10 სექტემბერი, 2008), ნაურუ (15 დეკემბერი, 2008), სირია (29 მაისი, 2018).

მოვლენები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში

რედაქტირება

1922 წლის 22 აპრილს დაარსდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი №2-ით[1]. დეკრეტს ხელს აწერდნენ: ფილიპე მახარაძე – სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოების თავმჯდომარე, სერგო ქავთარაძე – სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და ფ. კალანდაძე – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.

1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რაც გულისხმობდა ქართული ენის გავრცელებას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე. ამ დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა, კერძოდ ოსურმა ორგანიზაციამ „ადამონ ნიხასმა“, გაიმართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება[2].

10 ნოემბერს, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის საპასუხოდ შედგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესია, რომელზედაც განხილული იყო შემდეგი საკითხები: საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის შესახებ; ოსური ენის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ცვლილების შესახებ[3]. გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელთა მუქარით და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ განსაზღვრა 25 ნოემბერი. მიუხედავად აღნიშნულისა „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც გაიმართა 10 ნოემბერს. სესია ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომლის თანახმად სესიის ჩატარების დრო, ადგილი, აგრეთვე განსხილველად შესატანი საკითხები საოლქო საბჭოს აღმასკომს დეპუტატებისა და მოსახლეობისათვის ორი კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობინებინა, მით უმეტეს, როდესაც სესიაზე წყდებოდა ავტონომიური ოლქის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი.

16 ნოემბერს, იმის გამო რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატებოდა, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა შემდეგი:

 
„საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 115-ე მუხლის მე-10 პუნქტის[4] საფუძელზე გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო[5].“

23 ნოემბერს დაიგეგმა ქართველი საზოგადოებრიობის მშვიდობიანი მიტინგი ცხინვალში, თუმცა ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებ მოითხოვდნენ მიტინგის გადადებას. ცხინვალის ქართველი მოსახლეობის მოთხოვნითა და თხოვნით მიტინგი არ გადაიდო. 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა და 140 მოათავსეს საავადმყოფოში.

1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მე-11 მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ[6].

3 აპრილს სსრკ-ში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ავტონომიურ წარმონაქმნებს ეძლეოდათ, როგორც მოკავშირე რესპუბლიკიდან გამოსვლა, ისე საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა (თუმცა კანონი ძალაში იყო 1991 წლის 12 დეკემბრამდე, როდესაც ხელი მოეწერა დსთ-ს შექმნას)[7]. აღნიშნულის განსახორციელებლად წინაპირობას წარმოადგენდა, რეგიონში გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარება (სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მხოლოდ 1992 წლის 19 იანვარს ჩაატარა, მაშინ როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც გაუქმებული იყო და საქართველოს ტერიტორიაზე 1991 წლის 9 აპრილიდან მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის კანონები).

ზაფხულში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონულ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც „ადემონ ნიხასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

20 სექტემბერს სამხრეთ-ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის — სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე, ასევე სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში გაგზავნა მიმართვა, რათა ახალი სოციალისტური რესპუბლიკა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეკავშირე ქვეყანა. სესიაზე მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერინტეტის დეკლარაცია, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადდა სსრკ-ს კანონები მოქმედ კანონმდებლობად.

21 სექტემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილა რა საკითხი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერინეტისა და სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სსრ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ადა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შეცვლის, რესპუბლიკის სუვერინტეტის ხელყოფის, ავტონომიური ფორმირებების უფლებათა მექანიკური გათანაბრების სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო ცდაა და საქართველოს, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციების, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, საოლქო საბჭოს სესია არადეპუტატეპის ზეგავლენით, კონსტიტუციური და საპროცედურო ნორმების უხეში დარღვევით ჩატარდა. რესპუბლიკისა და ქვეყნის ძრითადი კანონის — კონსტიტუციის საფუძლებთან დაკავშირებული ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღება არა მარტო უსაფუძლო და არამართლზომიერია, არამედ ეწინააღმდეგებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის თვით ოსი ხალხის, ინტერესებს და ხელს უწყობს ეროვნებათშორისი ურთიერთობის გამწვავებას.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა:

 
„1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის სუვერინეტისა და სტატუსის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ.

2. დაევალოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს, მის აღმასკომს მიიღონ სათანადო ზომები, რათა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განუხრელად სრულდებოდეს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციების, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს შესახებ კანონის მოთხოვნები.

3. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1989 წლის 18 ნოემბერს შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებით დასმულ საკითხთა შემსწავლელი კომისიის დასკვნა გადაეგზავნოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს[8].“

16 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა I სესიაზე, ჩაითვალა არალეგიტიმურად საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია).

14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ზვიად გამსახურდია. იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველსავე სესიაზე უამრავი ცვლილება შეიტანა იმდროს მოქმედ 1978 წლის 15 აპრილის ჯერ კიდევ საბჭოურ კონსტიტუციაში.

28 ნოემბერს რესპუბლიკამ შეიცვალა სახელწოდება „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად“ და მიმართა საბჭოთა კავშირს ჩაერთოთ ისიც ახალ საკავშირო ხელშეკრულებაში.

11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა არაერთი უშედეგო გაფრთხილებისა, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად დაადგინა შემდეგი:

 
„1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი;

2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო — აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები;

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისარიატთა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“.

4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული და იურიდიული ძალის არმქონედ ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები[9].“

მოვლენები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ

რედაქტირება

მას შემდეგ რაც 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „გარდამავალ პერიოდში“ გააუქმა 1922 წელს თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაარსებული ავტონომიური ოლქი და მისი მართვის ყველა რგოლი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით მიღებულმა ყველა გადაწყვეტილებამ იდაურიდიული ძალა დაკარგა. აღნიშნული პერიოდი ასახავს სწორედ ამ იურიდიული ძალის არმქონე პერიოდში თვითგამოცხადებული სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს.

1991 წლის 7 იანვარს სსრკ-ს პრეზიდენტმა მ. გორბაჩოვმა გამოსცა მიმართვა „ზოგიერთი საკანონმდებლო აქტების შესახებ, მიღებული 1990 წელს საქართველოს სსრ-ში“ («О некоторых законодательных актах, принятых в декабре 1990 года в Грузинской ССР»), რომელშიც მან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიიჩნია სსრკ-ს კონსტისტუაციასა და კანონებთან შეუსაბამო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით[10]

17 მარტს ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი, რომელშიც ცხინვალის რეგიონმა მონაწილეობა მიიღო აწ უკვე გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით.

31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის დროსაც ცხინვალის რეგიონში მრავალი შეფერხება შეინიშნა და არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა.

4 მაისს სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ მხედველობაში მიიღო სსრკ-ს პრეზიდენტის 7 იანვრის მიმართვა, რომელშიც სამხრეთ ოსეთი ცალსახად იყო დაფიქსირებული საქართველოს იურისდიქციაში ავტონომიური ოლქის სტატუსით და გააუქმა რესპუბლიკად გარდაქმნის დადგენილებები, როგორც შეუსაბამო სსრკ-ს კანონმდებლობასთან.

7 მაისს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელშიც აწ უკვე გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოქმედებები, მათ შორის 4 მაისის ოლქის აღდგენა ჩათვალა არაქმედითუნარიანად[11].

1 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა უმაღლესმა საბჭომ კვლავ გააუქმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის 4 მაისის დადგენილება და აღადგინა რესპუბლიკა[12], რომლის შემდეგაც მიმართა რსფსრ-ს უმაღლეს საბჭოს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე[13].

21 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ მიიღო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია[14].

1992 წლის 19 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდა სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი[15][16].

2011 წლის 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა რუსული ენის ოსური ენის პარალელურად სახელმწიფო ენად გამოცხადების რეფერენდუმი[17][18].

2017 წლის 9 აპრილს დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარდა ქვეყნის სახელის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო ალანია“ შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი.

მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები

რედაქტირება
გაეროს წევრი ქვეყნები
  •   რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 26 აგვისტოს.
  •   ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 5 სექტემბერს.
  •   ვენესუელამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 10 სექტემბერს.
  •   ნაურუმ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 15 დეკემბერს.
  •   სირიამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2018 წლის 29 მაისს[19].
ნაწილობრივ აღიარებული და არაღიარებული ქვეყნები
აღარება უკან წაიღეს ქვეყნებმა
  •   ვანუატუმ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს, გაიწვია 2013 წლის 20 მაისს[20].
  •   ტუვალუმ ცნო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 18 სექტემბერს, გაიწვია 2014 წლის 31 მარტს

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დაყოფილია 4 რაიონად და რესპუბლიკის ცენტრად ცხინვალად:

რუკა რაიონები
 
1. ჯავის რაიონი
2. ზნაურის რაიონი
3. ლენინგორის რაიონი
4. ცხინვალის რაიონი
5. ცხინვალი

ადმინისტრაციული მმართველობა

რედაქტირება
  • დე ფაქტო ხელისუფლების „პრეზიდენტები“:
  1. ლუდვიგ ჩიბიროვი (27 ნოემბერი, 199618 დეკემბერი, 2001);
  2. ედუარდ კოკოითი (18 დეკემბერი, 200110 დეკემბერი, 2011);
  3. ვადიმ ბროვცევი (მოვალეობის შემსრულებელი) (11 დეკემბერი, 201119 აპრილი, 2012);
  4. ლეონიდ თიბილოვი (19 აპრილი, 201221 აპრილი, 2017);
  5. ანატოლი ბიბილოვი (21 აპრილი, 201724 მაისი, 2022);
  6. ალან გაგლოევი (22 მაისი, 2022 — დღემდე).
  • დე ფაქტო ხელისუფლების „პრემიერ-მინისტრები“:

მასმედია

რედაქტირება

დეფაქტო რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ტელე-რადიო საინფორმაციო საშუალებები, ასევე გამოდის ჟურნალ-გაზეთები. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რექსპუბლიკაში მხოლოდ ერთი გაზეთია («Хурзарин») ოსურ ენოვანი, ორი ონლაინ სიახლეების ოსურ-რუსული ინტერნეტ გვერდი, დანარჩენი 6 საშუალება რუსულენოვანია.

მხოლოდ რუსულ ენაზე
  • საინფორმაციო სააგენტო «АЛАНИЯинформ»[21];
  • «ЮОГУ ТВ»[22]
  • რადიო «Южный город»[23];
  • გაზეთი «Южная Осетия»[24];
  • გაზეთი «Республика»[25];
  • ჟურნალი «Фидиуæг»[26].
რუსულ-ინგლისურ ენებზე
  • სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «Рес»[27].
რუსულ-ოსურ ენებზე
  • სახელმწიფო ტელერადიოკომპანია «Ир»[28];
  • «Sputnik Южная Осетия»[29].
მხოლოდ ოსურ ენაზე
  • გაზეთი «Хурзарин»[30].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Декрет №2 Об образовании автономной области Юго-Осетии
  2. 1989 წლის 23 ნოემბერს ცხინვალთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
  3. Решение чрезвычайной XII сессии Совета народных депутатов Юго-Осетинской автономной области двадцатого созыва о повышении статуса Юго-Осетинской автономной области
  4. საქართველოს სსრ 1978 წლის კონსტიტუცია (რუსულ ენაზე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-01. ციტირების თარიღი: 2020-06-11.
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N11 (591), გვ. 7-8, თბ., 1989 წ. ISSN 0203-2023
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N3 (596), გვ. 8-10, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  7. [http://www.consultant.ru/cons/cgi/online.cgi?req=home#doc/ESU/6/4294967295/0 Закон СССР от 03.04.1990 "О ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССР"]
  8. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N9 (602), გვ. 9, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  9. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N12 (605), გვ. 10-12, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  10. Указ президента СССР о некоторых законодательных актах, принятых в декабре 1990 г. в Грузинской ССР
  11. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N5 (610), გვ. 12, თბ., 1991 წ. ISSN 0203-2023
  12. Решение сессии Совета народных депутатов Юго-Осетинской автономной области об отмене решения собрания народных депутатов всех уровней от 4 мая 1991 года
  13. Решение внеочередной чрезвычайной сессии Совета народных депутатов Юго-Осетинской автономной области об общественно-политической ситуации в Южной Осетии
  14. Декларация о независимости Республики Южная Осетия
  15. Постановление Верховного Совета Республики Южная Осетия о проведении всенародного голосования (референдума) Республики Южная Осетия
  16. Краткий курс истории Южной Осетии
  17. Верховный Суд РЮО не одобрил ходатайство инициативной группы о третьем сроке президента
  18. В Южной Осетии перенесли дату референдума по статусу русского языка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-16. ციტირების თარიღი: 2020-05-28.
  19. Коммюнике Министерства иностранных дел Республики Южная Осетия о взаимном признании и установлении дипломатических отношений между Республикой Южная Осетия и Сирийской Арабской Республикой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-30. ციტირების თარიღი: 2019-11-13.
  20. ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2019-11-13.
  21. АЛАНИЯинформ (ОСинформ) - новости Южная Осетия.
  22. ЮОГУ ТВ.
  23. Южный город. Южная Осетия. Любимое радио. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-06. ციტირების თარიღი: 2020-06-10.
  24. Южная Осетия — Республиканская общественно-политическая газета.
  25. Газета «Республика».
  26. Главная - Газета «Фидиуæг» («Глашатай»). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-14. ციტირების თარიღი: 2020-06-10.
  27. «Рес» — информационное агентство.
  28. Главная — Паддзахадон телерадиокомпани. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-26. ციტირების თარიღი: 2020-06-10.
  29. Sputnik Южная Осетия - обновления новостей онлайн 24.
  30. Хурзæрин — Хуссар Ирыстоны республикон æхсæнадон-политикон газет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-10.