მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, არცახი (სომხ. Լեռնային Ղարաբաղի Հանրապետություն ან სომხ. Արցախի Հանրապետություն ― არცახის რესპუბლიკა) — დე-ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელმაც თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ოლქისა და შაუმიანის რაიონის საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე. მოიცავს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ოლქსა და მის მეზობლად მდებარე შაუმიანის რაიონს. 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმით, მონაწილეთა უმრავლესობამ მის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 1992 წლის 6 იანვარს მყრ-ის პარლამენტის პირველმა მოწვევამ მიიღო დეკლარაცია „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ“. ამ განცხადებას, შედეგად, სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა აზერბაიჯანის სამთავრობო ჯარებსა და რეგიონის მოსახლეობის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდა სომხეთის რესპუბლიკა.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა Լեռնային Ղարաբաղի Հանրապետություն (Արցախ) მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: თავისუფალი და დამოუკიდებელი არცახი | ||||||
ჰიმნი: «Ազատ ու անկախ Արցախ» |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | სტეფანაკერტი 39°40′ ჩ. გ. 46°45′ ა. გ. / 39.667° ჩ. გ. 46.750° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | სომხური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | დე ფაქტო პრეზიდენტი | არაიკ ჰარუთიუნიანი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 3,170 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 141 400[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 29 ად კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | დრამი (AMD ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC +4) | |||||
Internet TLD | .nkr.am .am (არაოფიციალური) |
|||||
სატელეფონო კოდი | 374 |