შუშა (ქალაქი)
შუშა (აზერ. Şuşa, სომხ. Շուշի შუში) — ქალაქი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქი[1] და ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ყარაბაღის მთებში, ზღვის დონიდან 1,400-1,800 მეტრზე, ხანქენდიდან სამხრეთით 11 კილომეტრის დაშორებით. საბჭოთა დროს იყო სამთო კურორტი.
ქალაქი | |
---|---|
შუშა Şuşa | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | ზემო ყარაბაღი |
კოორდინატები | 39°45′30″ ჩ. გ. 46°44′54″ ა. გ. / 39.75833° ჩ. გ. 46.74833° ა. გ. |
მერი | ბაირამ სეფეროვი |
დაარსდა | 1752 |
ფართობი | 5.5 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1420 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 4446 კაცი (2015) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | (+374) |
საფოსტო ინდექსი | AZ 5800 |
საავტომობილო კოდი | 58 |
ოფიციალური საიტი | http://www.shusha-ih.gov.az |
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.[2][3]
ეტიმოლოგია
რედაქტირებააზერბაიჯანული ვერსია
რედაქტირებააზერბაიჯანული ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელწოდება „შუშა“, ჯერ კიდევ ძვ. წ. II საუკუნეში რომაელი ისტორიკოსის პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის წყაროებშია აღწერილი, სადაც იგი აღწერს კავკასიელ ხალხებს და იქ ახსენებს დონდარელი თურქების ქალაქ „შოშუს“. ხალხური გადმოცემის თანახმად, ამ ადგილს ჰაერის გამო ეწოდა „შუშა“ (მინა), რომელიც ბროლისავით სუფთა და სამკურნალო იყო.[4]
სხვა ვერსიები
რედაქტირებარამდენიმე ისტორიკოსი თვლის, რომ სახელწოდება „შუშა“ მომდინარეობს ახალი სპარსული ენიდან — „შიშა“-დან (მინა, ჭურჭელი, ბოთლი, მათარა).[5][6] „ოქსფორდის მსოფლიო ტოპონიმების მოკლე ლექსიკონის“ თანახმად, როდესაც ირანის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი მიუახლოვდა ქალაქს თავისი ჯარით, მან, გადმოცემის თანახმად იბრაჰიმ-ხალილ-ხანს უთხრა:[5]
„ქვები, როგორც სეტყვა ეცემა შენს თავზე. და მისგან შუშა (რედ.: მინა) ვერ დაგიცავს.“
|
ქალაქის წინა სახელი „ფანაჰაბადი“ („ფანაჰის ქალაქი“) იყო, რომელიც ყარაბაღის სახანოს პირველი მმართველის, ფანაჰ-ალი-ხანის სახელს ატარებდა.[5]
ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის იმპერიის არსებობის ბოლო ათწლეულებში, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ახლომდებარე სოფლიდან — შუშიქენდი[7] ან შუშაქენდიდან (სომხურად შოშ), რაც სიტყვასიტყვით აზერბაიჯანულად ნიშნავს „სოფელი შუშა“-ს.[8] ამის საპირისპიროდ, სომეხი ისტორიკოსი არაქელ ბაბახანიანი (1860–1932) მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ სოფელმა შოშმა თავისი სახელი ციხესიმაგრისგან მიიღო, რომელიც მას უძველეს დასახლებად თვლიდა.[9]
სომხური წყაროების თანახმად, „შუშა“ შეიძლება მომდინარეობდეს დიალექტური სომხური სიტყვიდან „შოშ/შუშ“ (სომხ. շոշ/շուշ), რაც ნიშნავს ხის ყლორტს ან გადატანითი მნიშვნელობით მაღალ ადგილს, რომელიც პირველად გამოიყენებოდა მიმდებარე სოფელ შოშზე ან შუშაზე.[10]
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4446 ადამიანი.
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1851 | 15 194 |
1886 | 26 806 |
1897 | 25 881 |
1904 | 25 656 |
1916 | 43 869 |
1926 | 5 104 |
1939 | 5 424 |
1959 | 6 117 |
1970 | 8 693 |
1979 | 10 784 |
1989 | 15 039 |
2005 | 3 105 |
2009 | 3 900 |
2015 | 4 446 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20210507081834/https://president.az/articles/51394
- ↑ Şuşa şəhərinin Azərbaycanın mədəniyyət paytaxtı elan edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı
- ↑ შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა
- ↑ Şuşa tarixi haqqında Şuşasız…Yazı. karabakhinfo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-06. ციტირების თარიღი: 11 oktyabr 2017.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Everett-Heath 2018.
- ↑ Chkeidze 2001, pp. 486–490.
- ↑ Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary. ციტირების თარიღი: 7 September 2021
- ↑ (2007) Şuşakənd. Baku: Encyclopedia of Azerbaijani toponyms, გვ. 304. ISBN 978-9952-34-156-0. დაარქივებული 12 July 2021[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Mkrtchyan, Shahen (1980). „City of Shushi (Շուշի քաղաքը)“, Լեռնային Ղարաբաղի պատմա-ճարտարապետական հուշարձանները (hy). Yerevan: Hayastan publishing house, გვ. 146. დაარქივებული 14 July 2021[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Danielyan, Samvel. (19 February 2021) Շուշիի բոլոր անվանումները՝ հայերեն, թե օտարալեզու, հայկական են - Հայտարարում է բանասիրական գիտությունների թեկնածու Արտակ Վարդանյանը hy. ციტატა: „The most reliable version of the etymology of the name of the fortified city of Shushi is that it came from the Artsakh dialect's shosh (tree sprout, high place, height)... The name of the village Shosh, not far from Shushi, obviously also comes from this.“ ციტირების თარიღი: 2021-03-26