ზემო ყარაბაღის რეგიონი

ზემო ყარაბაღის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Yuxarı Qarabağ iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის აღდამის, ტერტერის, ხოჯავენდის, ხოჯალის, შუშის, ჯაბრაილის, ფუზულის რაიონები, ასევე ქალაქები: ხანქენდი, აღდამი და შუშა. 1994 წლიდან, რეგიონის დიდი ნაწილი იმყოფება არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ. ხოლო აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იმყოფება აღდამის, ტერტერის, ხოჯავენდის და ფუზულის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი.

ზემო ყარაბაღის რეგიონი

ფართობი — 7330 კმ². მოსახლეობა (მათ შორის, დევნილებით, იძულებით გადაადგილებული პირებით) შეადგენს 653,5 ათას კაცს (2015 წლის მონაცემებით).[1] ფაქტობრივად, რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობონ მარტო სომხები.[2][3]

მრეწველობა

რედაქტირება

მრეწველობა წარმოდგენილია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის დამუშავებით. მთავარი დარგები კვების მრეწველობის არის მეღვინეობა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და კონსერვის წარმოება.

მთიანი ყარაბაღის მთავარი ბუნებრივი რესურსები წარმოდგენელია მადნეულის საბადოებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით და სხვადასხვა სამშენებლო მასალების მოპოვებით (მარმარილო, ცემენტის ნედლეული, სამშენებლო ქვა).

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგებია: მევენახეობა, მარცვლეულის, ხილის, ბამბის და თამბაქოს მოყვანა. ასევე ამ ტერიტორიაზე მოყვანილია კარტოფილი, ბაღისა და ბოსტნეულის კულტურები. განვითარებულია მეცხოველეობაც.

დასვენებისა და მკურნალობისთვის არსებობს ბუნებრივი ბალნეოლოგიური რესურსები და მინერალური წყლები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება