აღდამი
ქალაქი აზერბაიჯანში.
აღდამი (აზერ. Ağdam) — ნაქალაქარი აზერბაიჯანში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის ძირას.
ქალაქი | |
---|---|
აღდამი Ağdam | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | აღდამი |
კოორდინატები | 39°59′35″ ჩ. გ. 46°55′50″ ა. გ. / 39.99306° ჩ. გ. 46.93056° ა. გ. |
მმართველი | Vagif Hasanov |
დაარსდა | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 369±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 41.800 (2008) კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
საავტომობილო კოდი | 02 |
აღდამი ძველთურქულად „მცირე ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. აღდამი დაარსდა XVIII საუკუნეში, ხოლო 1928 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. იყო აღდამის რაიონის ცენტრი, საავტომობილო გზების კვანძი. 1974 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 22 ათას ადამიანს. ფუნქციონირებდა ყველ-კარაქის, ღვინის, საკონსერვო და საინსტრუმენტო ქარხნები, ორი ტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებელი, დრამატული თეატრი. ქალაქი განადგურდა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.
გალერია
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 48.