აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება (2016)

აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება
ყარაბაღის ომის ნაწილი

  ტერიტორია რომელსაც აკონტროლებდა მთიანი ყარაბაღი
  ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებდა აზერბაიჯანი
თარიღი 2 აპრილი5 აპრილი, 2016
მდებარეობა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
შედეგი ცეცხლის შეწყვეტის განცხადება 5 აპრილს
მხარეები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მეთაურები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა ბაკო სააკიანი
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა ლევონ მნაცაკანიანი
სომხეთის დროშა სერჟ სარქისიანი
სომხეთის დროშა სეირან ოჰანიანი
ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის დროშა ზაქირ ჰასანოვი
ძალები
* ყარაბაღი: * აზერბაიჯანი:
დანაკარგები
სომხური წყაროები:[2]
  • დაღუპული: 90 ჯარისკაცი, 9 სამოქალაქო პირი
  • დაჭრილი: 124 ჯარისკაცი, 6 სამოქალქო პირი
  • 14 ტანკი



აზერბაიჯანული მონაცემებით:[3][4]

  • 320 დაღუპული
  • 500 დაჭრილი
  • 30 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, 15 საარტილერიო დანადგარი
აზერბაიჯანული წყაროებით:[3][5]
  • დაღუპული: 31-94 ჯარისკაცი, 2 დაიკარგა, 6 სამოქალაქო პირი
  • დაჭრილი: 39 ჯარისკაცი, 26 სამოქალაქო პირი
  • 1 მი-24
  • 1 ტანკი

სომხური მონაცემებით:[6][2]

  • დაღუპული: 300-1500 ჯარისკაცი
  • დაჭრილი: 2000-2700 ჯარისკაცი
  • 2 ვერტმფრენი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 26 ტანკი, 5+ საბრძოლო ტექნიკა (1 ქსმ), 1 ზცრს
აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება ვიკისაწყობში

აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირება — კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გარშემო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს აზერბაიჯანის ნაწილად[7]. დაპირისპირება დაიწყო 2016 წლის 2 აპრილს[8].

კონფლიქტის მსვლელობა

რედაქტირება

31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა[9] და აზერბაიჯანი[10] ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ტერიტორიების დაბომბვაში.

პირველად საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 2016 წლის 2 აპრილის ღამეს[11]. შეტყობინებები, რომელიც კონფლიქტის მხარეებისაგან ვრცელდებოდა იყო წინააღმდეგობრივი და ვერ ხდება იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია.

  • აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია — აზერბაიჯანული შენაერთები, რომლებიც დისლოცირებული იყო კონფლიქტის ზონაში და ასევე მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში დაცხრილეს მსხვილკალიბრიანი იარაღით[11], რასაც მოჰყვა ასევე მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სარდლობამ გადაწყვიტა საპასუხო ზომების მიღება ტერტერისა და ფიზულის რაიონების მიმართულებით[12].
  • სომხეთის ოფიციალური პოზიცია — აზერბაიჯანის მხარემ პირველმა გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი გამოიყენა მძიმე ტექნიკა[11].

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მხარემ 2 აპრილს კონფლიქტის ზონაში განახორციელა თავდასხმა. გამოიყენა არტილერია, მძიმე ტექნიკა და ავიაცია[13]. მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა კონფლიქტის ზონაში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავების შესახებ[14]. აზერბაიჯანმა დაიკავა სოფელი სეისულანი და თალიშის მიმდებარე სიმაღლეები[15].

2 აპრილის საღამოს ორივე მხარე იტყობინებოდა მრავალრიცხოვანი დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ[11].

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ფრონტის ხაზის დიდ ნაწილზე მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები. განსაკუთრებით ძლიერი იყო ბრძოლები ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მარტაკერტისა და ჰადრუთის რაიონებში გაიმართა ბრძოლები მძიმე არტილერიის გამოყენებით. სომხური მხარის მიერ გავრცელდა ინფორმაცია თალიშისა და მიმდებარე სიმაღლეების დაბრუნების შესახებ[16], რომელიც მოგვიანებით უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ[17].

4 აპრილს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისა[18] და დაღუპულების შესახებ[19]. აზერბაიჯანმა გავრცელა ინფორმაცია ქალაქ გორადიზის რაიონში თავისი მაიორის დაღუპვის შესახებ[20].

ამავე დღეს აზერბაიჯანმა გამოიყენა ზალპური ცეცხლსასროლი მანქანა ТОС-1[21], რომელიც დაადასტურა სომხეთის მხარემაც[22].

5 აპრილს ორივე მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ[23], მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ[24]. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ფრონტის მთელ ხაზზე დილის 12:00 საათიდან[25].

საერთაშორისო რეაქცია

რედაქტირება

საერთაშორისო ორგანზაციები

რედაქტირება
  •   ევროკავშირიევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა მხარეებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“[26].
  •   გაერო – გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოსთხოვა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვა[27].
  • ითო – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაგმო „სომხური ძალების თავდასხმა ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე“ და ერევანს ბრალი დასდო „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპატივცემულობაში“[28].
  • ესსა – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა დაურეკა ორივე მხარეს და მოუწოდა მათ პატივი სცენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან ასევე მოუწოდა სომხეთს გაიყვანოს ჯარები აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაეროს რეზოლუციების თანახმად[29].
  •   კუხო – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სპიკერმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით. თუმცა დასძინა, რომ „აზერბაიჯანი მიდის რეგიონში სიტუაციის ესკალაციისაკენ“[30].

მინსკის ჯგუფის ქვეყნები

რედაქტირება
  • ეუთო-ს მინსკის ჯგუფიეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა გამოხატეს „ღრმა შეშფოთება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ“ და მკაცრად დაგმეს „ძალის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი“[31].
  •   აშშაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას და მოუწოდა მხარეებს, რომ „გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია, და მკაცრად დაიცვან ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.[32]
  •   რუსეთივლადიმერ პუტინმა მოუწოდა ორივე მხარეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და თავშეკავებისაკენ[33].

სხვა ქვეყნები

რედაქტირება
  •   ბელარუსი – ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოუწოდა გააგრძელონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი საერთაშორისო ნორმების მიხედვით, პირველ რიგში პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ განცხადების გამო ერევანში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და განუცხადე, რომ ეს განცხადება „არ შეესაბამება ბელარუს-სომხეთის არსებულ ურთიერთობას“ და „მოლაპარაკების პროცესისათვის არის დამღუპველი“[34][35]. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისაკენ[36].
  •   ბულგარეთიბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის გამო და ადასტურებს, რომ კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მინსკის ჯგუფის ფარგლებში[37].
  •   გერმანია — საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა ორივე მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა და პატივი სცენ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ[38].
  •   დიდი ბრიტანეთი — ევროპის საკითხთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა გამოხატა შეშფოთება ძალადობის გაზრდასთან დაკავშირებით და მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მინსკის ჯგუფის ფარგლებში[39].
  •   თურქეთი — თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას და მწუხარება გამოთქვა დაღუპული ჯარისკაცების გამო[40]. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაგმობილია სომხეთის ქმედებები აზერბაიჯანის მშვიდობიან მოქალაქეებზე. მოუწოდეს სომხებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება[41]. რემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა: „მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით სამყაროს დასასრულამდე იქნება, იქნება სომხეთის თავდასხმებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ“[42][43].
  •   ირანი — ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუსეინ ჯაბერ ანსარიმ მოუწოდა ორივე მხარეს „თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან“, რომელიც სიტუაციას გააუარესებს რეგიონში[44].
  •   კანადა — საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან დიონი ესაუბრა ორივე მხარეს. მოუწოდა მათ დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აქტიურად განაახლონ დიალოგი მინსკის ჯგუფის ფარგლებში. დიონმა განცხადებაში აღნიშნა: „კანადის მტკიცედ სწამს, რომ არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით კონფლიქტის მოგვარების ალტერნატივა“[45][46].
  •   კვიპროსიკვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის დარღვევაში და მოუწოდა დაიცვას სტატუს-კვო, ხოლო თურქეთს მოუწოდა თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისაგან, რომელიც გამოიწვევს დესტაბილიზაციას[47].
  •   ლატვია — საგარე საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისაკენ, გამოხატა მწუხარება დაღუპულების გამო და სამძიმარი გამოუცხადა მათ ოჯახებს[48].
  •   ნორვეგია — საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ განაცხადა, რომ „მიუღებელია სამხედრო ესკალაცია“[49].
  •   პაკისტანი — პაკისტანის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ „პაკისტანი ყოველთვის იდგება აზერბაიჯანის გვერდით“, აზერბაიჯანი არის „მოძმე და მეგობარი ქვეყანა“[50].
  •   პოლონეთი — პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ კონფლიქტი და დაუბრუნდნონ 1994 წლის ბიშკეკის პროტოკოლს[51].
  •   რუმინეთი — რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს განაახლონ დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარებისათვის[52].
  •   საბერძნეთი — საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა და მოუწოდა მხარეებს „გამოიჩინონ თავშეკავება და სიმშვიდე და რაც შეიძლება მალე, დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“[53].
  •   საქართველო — საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა ხელს შეუწყობდა სიტუაციის განმუხტვას[54]. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორივე მეზობელ ქვეყანას მოუწოდა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ[55]. აზებაიჯანელ კოლეგასთან საუბრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი[56].
  •   უკრაინა — უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ქვეყანა მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას, ისე რომ დაცული იყოს აზერბაიჯანის საზღვრები, რომელიც აღიარა საერთაშორისო სამართალმა.[57]. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით[58].
  •   ყაზახეთიყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა ბოლო დროს ძალადობის ესკალაციიის გამო და მოუწოდა მხარეებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება[59].
  •   ყირგიზეთი — ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთება მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო და გამოთქვა მზადყოფნა კონფლიქტში შუამავლობისათვის[60].
  •   ჩეხეთიჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევისა და ძალის გამოყენების გამო. მოუწოდა მხარეებს დაიცვან ხელშეკრულება და პატივი სცენ არსებულ ზავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას მინსკის ჯგუფის ფარგლებში[61].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 The Military Balance 2016. — P. 181.
  2. 2.0 2.1 Russia doesn’t accuse Turkey of Karabakh escalation: Lavrov. PanARMENIAN.Net. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  3. 3.0 3.1 18 Armenian, 12 Azerbaijani troops killed in fighting (2 April 2016).
  4. В Карабахе сбит армянский беспилотник. Haqqin.az
  5. Aida Sultanova - AP. (4 April 2016) Azerbaijan says 3 killed in fighting with separatist region. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2016.
  6. 200 Azerbaijani soldiers eliminated: NKR Defense Army. ARMENPRESS (2 April 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2016.
  7. General Assembly adopts resolution reaffirming territorial integrity of Azerbaijan, demanding withdrawal of all Armenian forces. United Nations (14 March 2008). ციტირების თარიღი: 30 Aug 2015.
  8. Азербайджан: в Нагорном Карабахе за сутки погибли трое военных
  9. Нагорный Карабах заявил об интенсивных обстрелах со стороны Азербайджана
  10. Азербайджан обвинил Армению в 142 обстрелах
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 При обострении конфликта в Карабахе убиты десятки людей - BBC Русская служба. BBC Русская служба. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  12. Cəbhədə vəziyyətlə bağlı son məlumat. Официальный сайт Министерства обороны Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2016-04-02.
  13. Армянская армия перешла в наступление в зоне карабахского конфликта. Интерфакс. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  14. Азербайджан объявил о прекращении огня в Карабахе, Армения не верит//Русская служба BBC, 3 апреля 2016 года
  15. Азербайджанская армия освободила от оккупантов несколько населенных пунктов — ОБНОВЛЕНО//Vesti.az, 02 Апреля 2016
  16. Бои в Карабахе в воскресенье продолжились. Интерфакс. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  17. Азербайджан контролирует все освобожденные территории - Минобороны. www.vestikavkaza.ru. ციტირების თარიღი: 2016-04-03.
  18. Минобороны Армении сообщило о гибели пяти добровольцев после удара беспилотника.
  19. Число погибших в результате обстрела автобуса достигло семи
  20. В боях в Нагорном Карабахе погиб племянник председателя азербайджанской партии
  21. Азербайджан впервые применил огнеметную систему ТОС-1А «Солнцепек» против врага
  22. Минобороны НКР: Азербайджанские ВС впервые применили ТОС (Солнцепек)
  23. Информация Министерства обороны Азербайджана на 5 апреля 2016 года დაარქივებული 2016-04-10 საიტზე Wayback Machine. // Официальный сайт Министерства обороны Азербайджана.
  24. Договоренность о прекращении огня в Карабахе была достигнута в Москве
  25. В Нагорном Карабахе объявлено перемирие
  26. Top EU Diplomat Mogherini Calls for End to Fighting in Nagorno-Karabakh. Sputnik News (2 April 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2016.
  27. Генсек ООН призвал немедленно прекратить столкновения в Карабахе Russian. RIA Novosti (2 April 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2016.
  28. Nagorny Karabakh clashes continue despite Azerbaijan ‘ceasefire’ English. The Citizen (3 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  29. PACE President calls for respect of cease fire in Nagorno-Karabakh English. PACE (3 April 2016). ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  30. „CSTO Chief Blames Baku For Escalation In Karabakh“. Azadutyun. 2 April 2016.
  31. OSCE Minsk Group Calls for Ending Hostilities in Nagorno-Karabakh (VIDEO). Sputnik News (2 April 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2016.
  32. United States Condemns Ceasefire Violations Along Nagorno-Karabakh Line of Contact. U.S. Department of State.
  33. Nathan Hodge. (3 April 2016) U.S., Russia Call for Restraint After Outbreak of Fighting in Nagorno-Karabakh. WSJ.
  34. Yerevan is dissatisfied with Minsk's support for Azerbaijan's territorial integrity English. Vestnik Kavkaza (3 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  35. Yerevan bewildered over Belarus position on Karabakh conflict English. Arka.am (3 April 2016). ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  36. „Lukashenko calls for dialogue between Nagorny Karabakh conflict parties“. Belarus News. 4 April 2016.
  37. Bulgaria Concerned about Ceasefire Violations in Nagorno-Karabakh Conflict. Novinite (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016
  38. Conflicting Reports on Number of Casualties in Nagorno-Karabakh Fighting. Haaretz.com.
  39. Minister for Europe statement on Nagorno-Karabakh conflict.
  40. Azerbaijan retakes land occupied by Armenia. Anadolu Agency.
  41. No: 82, 2 Nisan 2016, Temas Hattında ve Azerbaycan-Ermenistan Sınır Hattında Devam Eden Çatışmalar Hk.. T.C. Dışişleri Bakanlığı.
  42. Nagorno-Karabakh clash: Turkey backs Azeris 'to the end' against Armenia – BBC News en-GB. ციტირების თარიღი: 2016-04-03
  43. აჰმედ დავუთოღლუ: მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით სამყაროს დასასრულამდე იქნება
  44. PressTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  45. Canada calls for true ceasefire in Nagorno-Karabakh English. armenpress.am (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  46. Canada calls for restraint in Nagorno-Karabakh English. trend.az (4 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  47. MINISTRY OF FOREIGN AFFAIR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-24. ციტირების თარიღი: 2016-04-05.
  48. Riga Calls on Baku, Yerevan to Refrain From Conflict Escalation in Karabakh English. Sputnik News (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  49. Глава МИД Норвегии призвал стороны к прекращению огня в Карабахе Russian. RIA Novosti (2 April 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2016.
  50. Pakistan always stands by Azerbaijan, says high-ranking official English. azernews.az (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  51. Poland prioritizes stabilization of situation in Nagorno Karabakh conflict zone English. armenpress.am (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  52. Romania urges to resume diplomatic efforts to resolve Nagorno Karabakh conflict English. armenpress.am (4 April 2016). ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  53. Foreign Ministry announcement on the recent incidents in Nagorno-Karabakh.
  54. Tbilisi Concerned Over Heavy Fighting in Nagorno-Karabakh. Civil Georgia (3 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2016.
  55. Georgian President Calls on Armenia, Azerbaijan to Direct Efforts towards Peace. Civil Georgia (5 April 2016). ციტირების თარიღი: 5 April 2016
  56. В Грузии выразили озабоченность в связи с обострением ситуации в Нагорном Карабахе. Rosbalt.
  57. Karabakh conflict solution must respect Azerbaijan's territorial integrity – Ukrainian foreign ministry, Interfax-Ukraine (5 April 2016)
    The Ministry of Foreign Affairs of Ukraine comment on the aggravation of Nagorno-Karabakh conflict, Foreign Ministry of Ukraine(5 April 2016)
  58. „Ukraine supports Azerbaijan's territorial integrity within intl recognized borders – Poroshenko tells Aliyev“. Kyiv Post. 5 April 2016.
  59. Казахстан призвал установить режим прекращения огня в Нагорном Карабахе Russian. Vestnik Kavkaza (3 April 2016). ციტირების თარიღი: 3 April 2016.
  60. Kyrgyzstan ready to contribute to Nagorno-Karabakh settlement English. TASS Russian News Agency (4 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2016.
  61. Prohlášení MZV k porušování příměří v oblasti konfliktu v Náhorním Karabachu. Ministerstvo zahraničních věcí České republiky (3 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2016