ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შემოკლებით ითო (OIC; არაბ. منظمة التعاون الإسلامي) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1969 წელს, შედგება 57 წევრი ქვეყნისგან. ორგანიზაცია თვითგანსაზღვრებით არის „მუსლიმური სამყაროს კოლექტიური ხმა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარების სულისკვეთებით მუსლიმური სამყაროს ინტერესებს იცავს“.[1]

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

დევიზი „დავიცვათ მუსლიმთა ინტერესები და უზრუნველვყოთ მათი პროგრესი და კეთილდღეობა“
შეიქმნა 25 სექტემბერი, 1969
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია, intergovernmental organization და Islamic organization
წევრები 57 წევრი სახელმწიფო
ქვეყანა საუდის არაბეთი
თავმჯდომარე Hissein Brahim Sem Taha
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია რუკა
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია რუკა
  წევრი ქვეყნები
  დამკვირვებელი ქვეყნები
  წევრობა შეჩერებული ქვეყნები
http://www.oic-oci.org/

ითო-ს მუდმივი დელეგაციები ჰყავს გაეროსა და ევროკავშირში. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია: არაბული, ფრანგული და ინგლისური.

ორგანიზაციის მიზანია ისლამური სოციალური და ეკონომიკური ღირებულებების შენარჩუნება; სოლიდარობის გაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის; სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ სივრცეებში თანამშრომლობის გაზრდა; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა და განათლების დონის ამაღლება, კერძოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით.[1]

ითო-ს ემბლემაზე გამოსახულია სამი ძირითადი ელემენტი, რომლებიც ორგანიზაციის ხედვასა და მიზნებს განსაზღვრავენ, ესენია: ქააბა, გლობუსი და ნახევარმთვარე.

1990 წლის 5 აგვისტოს ორგანიზაციამ მიიღო ისლამში ადამიანთა უფლებათა კაიროს დეკლარაცია, როგორც სახელმძღვანელო წევრი ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დეკლარაცია შესაბასობაში მოდის შარიათთან და ყურანის სამართალთან.[2]

2008 წლის მარტში ითო-მ თავისი წესდების ოფიციალური რევიზია ჩაატარა. შესწორებული წესდება ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის გაზრდას წევრ სახელმწიფოებში. ამასთანავე ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.[3]

წევრი სახელმწიფოები

რედაქტირება

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია 57 სახელმწიფო. მათ შორის 56, პალესტინის გარდა, გაეროს წევრი სახელმწიფოცაა.

2018 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის საერთო რიცხვი 1.9 მილიარდს აღემატება.

სამხრეთი ამერიკა

რედაქტირება

პოზიციები

რედაქტირება

1999 წელს ირანში ითო-ს წევრ სახელმწიფოთა საპარლამენტო გაერთიანება დაარსდა, რომლიც შტაბ-ბინაც თეირანში მდებარეობს. გაერთიანების წევრობის უფლება მხოლოდ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ.

ინდოეთთან ურთიერთობა

რედაქტირება

ისლამი ინდუიზმის შემდეგ მეორე უდიდესი რელიგიაა ინდოეთში. ქვეყანაში მუსლიმა პროცენტული რაოდენობა 15%-ს შეადგენს,[5][6][7] რითაც მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნების შემდეგ ამ მონაცემით ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ითო-ში გაწევრიანებას ხელს უშლის დაძაბული ურთიერთობა პაკისტანთან, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მსოფლიოში მუსლიმთა 11% ინდოეთში ცხოვრობს, ქვეყანა აქტიურად მოითხოვს ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა პაკისტანი ამის წინააღმდეგია.[8][9]

სტრუქტურა

რედაქტირება
 
ისლამური სამიტის 2016 წლის სესია სტამბოლში

ითო შედგება შემდეგი სტრუქტურებისგან:

ისლამური სამიტი

რედაქტირება

ისლამური სამიტი ორგანიზაციის უმსხვილესი შეკრებაა, რომელსაც ითო-ს წევრი სახელმწიფოების მესვეურები ესწრებიან. შეკრება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. სამიტზე იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იძლევიან მითითებებს ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისთვის და განიხილავენ წევრ ქვეყნებში არსებულ პრობლემებს.

საგარეო საქმეთა ისლამური კონფერენცია

რედაქტირება

საგარეო საქმეთა ისლამური კონფერენცია ტარდება წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ და ანგარიში წარადგინონ ისლამური სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

გენერალური მდივანი

რედაქტირება

გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ ხუთი წლის ვადით ინიშნება. მდივანი წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭების საფუძველზე, საქმიანობის, კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით ირჩევა.[10]

მუდმივი სამდივნო

რედაქტირება

მუდმივი სამდივნო ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარეობს. სამდივნოს ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების გადაწყვეტილებათა აღსრულება ევალება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 About OIC. Oic-oci.org. Retrieved 7 November 2014.
  2. Cairo Declaration on Human Rights in Islam, 5 August 1990, U.N. GAOR, World Conf. on Hum. Rts., 4th Sess., Agenda Item 5, U.N. Doc. A/CONF.157/PC/62/Add.18 (1993) [English translation]. University of Minnesota (5 August 1990). ციტირების თარიღი: 25 March 2011.
  3. OIC Charter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 December 2015.
  4. Alsharif, Asma. (16 August 2012) Organization of Islamic Cooperation suspends Syria. ციტირების თარიღი: 16 February 2019
  5. Religion Data - Population of Hindu / Muslim / Sikh / Christian - Census 2011 India. ციტირების თარიღი: 28 July 2017
  6. „Muslim population growth slows“. The Hindu (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 July 2017.
  7. „India has 72.8% Hindus, 18 to 20% Muslims, says 2011 census data on religion“. Firstpost (ინგლისური). 26 August 2017. ციტირების თარიღი: 28 July 2017.
  8. Chickrie, Raymond. (23 January 2011) Eight Countries Seek OIC Membership. Caribbean Muslims. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 29 November 2011.
  9. 'Pak will match India weapons'. The Indian Express (3 July 2005). ციტირების თარიღი: 29 November 2011.
  10. Welcome to Organisation of Islamic Cooperation official website დაარქივებული 2013-06-24 საიტზე Wayback Machine. . Oic-oci.org. Retrieved 27 September 2013.