მალდივის რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან მალდივის კუნძულები)

მალდივის რესპუბლიკა (ადგილ. ދިވެހި) — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ფართობით 298 კმ²-ია.

მალდივის რესპუბლიკა
მალდივები
მალდივის კუნძულების
მალდივის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მალე
ოფიციალური ენა დევიჰი
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იბრაჰიმ მოჰამედ სოლი
ფართობი
 -  სულ 298 კმ2 (204)
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 300 000 (176)
 -  298 842 აღწერა 2006 
 -  სიმჭიდროვე 1105 კაცი/კმ2 (9)
აგი (2007) 0.741 (საშუალო) (მე-100)
ვალუტა რუფია (MVR)
დროის სარტყელი UTC+05:00
ქვეყნის კოდი MDV
Internet TLD .mv
სატელეფონო კოდი 960

მოკლე ისტორია რედაქტირება

მალდივები V საუკუნეში აღმოაჩინეს ბუდისტმა ბერებმა შრი-ლანკიდან ან ინდოეთიდან. XII საუკუნეში კუნძულებზე გავრცელდა ისლამი. ბრიტანული პროტექტორატი გაუქმდა და მალდივებმა მიიღო სრული პოლიტიკური თავისუფლება და გახდა გაერო წევრი. ის გახდა რესპუბლიკა 1968 წ., როდესაც ბოლო სულთანი ჩამოაგდეს. 1988 წლის ნოენბერში, შრი-ლანკის დაქირავებული ჯარები შეეცადნენ მთავრობის ჩამოგდებას. ისინი გაიქცნენ მალედან, როცა ინდოეთმა თავისი ჯარები შეიყვანა. დრამა დამთავრდა, როცა ტამილის პარტიზანული ჯარების არტილერისტები ინდოეთის სამხედრო ფლოტს ჩაბარდნენ. 1988 წლისთვის მალდივების მოსახლეობა შეადგენდა 202 000 კაცს.

წარმოშობა და კლიმატი რედაქტირება

თვითონ კუნძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. ყველა კუნძული საკმაოდ დაბალია. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან არ აღემატება 1,8 მეტრს. ბევრი მათგანი შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით, რომელიც იცავს მათ მუსონების ზემოქმედებისგან. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო ტემპერატურა მერყეობს 26 °C-დან 33 °C-მდე. ნალექების საშუალო დონე აღწევს 150 სმ-ს. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო აქ მალარია საყოველთაოდაა გავრცელებული. უხვი მცენარეული საფარი შეიცავს ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს. თევზები და კუები ოკეანეში უხვადაა. ძირითადი კულტურებია ნესვი, კაკაო, მანიოკა, ტკბილი კარტოფილი და ბატატი.

მოსახლეობა და განათლება რედაქტირება

ხალხი ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბული და აფრიკული წარმოშობისაა. სამხრეთი კუნძულები ყველაზე მეტად დასახლებულია. მალე, ქვეყნის დედაქალაქი, არის უდიდესი პროდუქციური ქალაქი, სადაც მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ცხოვრობს. დივეჰი არის შრი-ლანკის ძველი სინჰალური ენის განვითარება და ის ქვეყნის ოფიციალური ენაა. ასევე გამოიყენება არაბული, ინგლისური და ჰინდი. ოფიციალური რელიგიაა ისლამი. განათლება სავალდებულოა. ტრადიციული სკოლები ასწავლიან ბავშვებს ყურანს. მალდივებზე არაა არც კოლეჯები და არც უნივერსიტეტი. ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა ჩვეულებრივია. მთავარი ტრანსპორტი ატოლებს შორის არის ნავი. საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს კუნძულ ჰულულზე, დედაქალაქ მალესთან ახლოს.

განვითარება რედაქტირება

მალდიველების ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთება. თუნასი არის დომინანტი სპეციალიზაცია და მისი გადამამუშავებელი ფაბრიკა ლჰავიას ატოლში მდებარეობს. ტურიზმი და საფოსტო მარკები აგრეთვე შეადგენს წლიური ბიუჯეტის დიდ ნაწილს. ტრადიციული ხელითნაკეთობებში შედის ქოქოსის ქსოვილი, მაქმანი, ლაკის სამუშაოები, მოქსოვილი ფეხსაცმელი. იმპორტი წარმოადგენს კვების პროდუქტები, ნავთობის პროდუქტები, ტექსტილი და ფარმაცევტული ნაწარმი. შრი-ლანკა, იაპონია და სინგაპური მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან.

ფოტოგალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება