ქააბა (არაბ. الكعبة — „კუბი“) — კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე (შენობა). დღესდღეობით ჰაჯის დროს უამრავი პილიგრიმი მოდის და ქააბას წინ შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „უფლის სამსახურში ვართ აბრაამის მოწოდების საპასუხოდ“ ირგვლივ ტარდება ტავაფის რიტუალი. მუსლიმებისთვის კააბა არის ქიბლა - ორიენტირი, რომლისკენაც იყურება ყველა მუსლიმი ლოცვის დროს.

ისლამის თემები

ისლამი

მოძღვრება

ალაჰი · თავჰიდი
მაჰმადი · წინასწარმეტყველები

ხუთი ბურჯი

შაჰადა · სალათი
საუმი · ზაქათი · ჰაჯი

წმინდა წერილი

ყურანი · სუნა · ჰადისი

წმინდა ადგილები

მექა · ქააბა · მედინა

ისტორია

მართლმორწმუნე ხალიფები · ისლამის ოქროს ხანა
სუნიზმი · შიიზმი
სუფიზმი · ვაჰაბიზმი

კულტურა

არქიტექტურახელოვნება
კალენდარიმეჩეთებიფილოსოფიამეცნიერებაჯიჰადიშარიათიფიყჰითაფსირიმაზჰაბი

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

მლოცველი ქააბასთან

ქააბას აგებულება

რედაქტირება

ქააბის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს. მისი სიგრძე და სიგანე არის 10 და 12 მეტრი. ქააბის კუთხეები შეესაბამება მსოფლიოს ოთხ მხარეს და შემდეგ სახელებს ატარებენ: „იემენის“ (სამხრეთი), „ერაყის“ (ჩრდილოეთი), „ლევანტისა“ (დასავლეთი) და „ქვის“ (აღმოსავლეთი), სადაც ჩამონტაჟებულია შავი ქვა. ქააბა ნაშენია გრანიტისგან და დაფარულია ქსოვილით. შიგნით არსებობს ოთახი.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: