ჯიბუტი
ჯიბუტი, ოფიციალურად ჯიბუტის რესპუბლიკა (არაბ. جيبوتي, ფრანგ. Djibouti, სომალური ენა Jabuuti, აფარული ენა Gabuuti) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, აფრიკის რქის რეგიონში. აღმოსავლეთით გარს ერტყმის ადენის ყურის წყლები და აქვს გასასვლელი წითელ ზღვაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ერიტრეა, დასავლეთით და სამხრეთით ეთიოპია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არაღიარებული ქვეყანა სომალილენდი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის სომალის ნაწილად. ტერიტორია — 23 200 კმ². მოსახლეობა — 818 159 ადამიანი.[1][2][3]
ჯიბუტის რესპუბლიკა جمهورية جيبوتي République de Djibouti ჯიბუტი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Unité, Égalité, Paix | ||||||
ჰიმნი: დროშის სიმღერა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჯიბუტი 11°36′ ჩ. გ. 43°10′ ა. გ. / 11.600° ჩ. გ. 43.167° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული, ფრანგული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ისმაილ ომარ გელე | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | აბდულკადერ კამილ მოჰამედი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 23 200 კმ2 (149-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 810 178 ად. (160-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 818 169 ად. | ||||
- | სიმჭიდროვე | 35,27 კაცი/კმ2 (164-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $1.641 მილიარდი (168-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2070 (141-ე) | ||||
აგი (2007) | 0.516 (საშუალო) (149-ე) | |||||
ვალუტა | ჯიბუტის ფრანკი (DJF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | DJI | |||||
Internet TLD | .dj | |||||
სატელეფონო კოდი | 253 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობა
რედაქტირებაჯიბუტი მდებარეობს აფრიკის რქის რეგიონის ადენის ყურესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, წითელი ზღვის სამხრეთ შესასვლელში და მასკალის, მუშის, დუმეირის და შვიდი ძმის კუნძულებზე. სანაპირო ზოლი გადაჭიმულია 314 კმ-ზე, რომლის რელიეფი ძირითადად შედგება პლატოებისაგან, დაბლობებისაგან და ზეგნებისაგან. ჯიბუტის საერთო ფართობი შეადგენს 23 200 კმ²-ს. ჯიბუტის აქვს 113 კმ საზღვარი ერიტრეასთან, 337 კმ ეთიოპიასთან და 58 კმ სომალისთან (საზღვრების მთლიანი სიგრძე შეადგენს 506 კმ-ს).
ჯიბუტიში მდებარეობს 8 მთის ქედი, რომელთა მწვერვალები სიმაღლეში აღემატება 1000 მეტრს.[4] მუსა ალის სტრატოვულკანი ქვეყანაში ითვლება ყველაზე მაღალ მთის ქედად და მწვერვალად, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის და ერიტრეის საზღვართან. მისი სიმაღლე შეადგენს 2028 მეტრს.[4] გრანდ ბარას უდაბნო მოიცავს ჯიბუტის სამხრეთის — არტის, ალი-საბიეს და დიკილის რეგიონებს. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს შედარებით დაბალ სიმაღლეზე — 560 მეტრზე უფრო დაბლა.
ჯიბუტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეთიოპიის მინდვრების და ბუჩქნარის არასაკმარისი სინოტივის ეკორეგიონის ნაწილია. გამონაკლისს წარმოადგენს წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული ზოლი, რომელიც ერიტრეის სანაპირო უდაბნოს ნაწილია.[5]
გეოლოგია
რედაქტირებაჯიბუტი იმყოფება მუდმივი ვულკანური მოქმედების ზონაში. რელიეფისთვის დამახასიათებელია მთის ქედების მონაცვლეობა დაბლობ ლავებიან პლატოებთან, რომლებსაც აქვთ ჩამქრალი ვულკანების დაბალი კონუსები. ქვეყნის მთელი ტერიტორია შედის მომატებული სეისმურობის ზონაში. ყველგან შეიმჩნევა გეოთერმალური წყლების გამონადენის კვალი, თან მათი უმრავლესობა შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც იაფი ელექტროენერგიის მიღების წყარო. სასარგებლო წიაღისეულია — თაბაშირი, თიხა, კირქვა, ქვამარილი და სუფრის მარილი, პემზა, მარგალიტი და პუცოლანი.
ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორია უკავია დანაკილის ქედის სამხრეთ ტოტს (უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მუსა ალის მთა, 2028 მეტრი). ტერიტორიის მეორე ნაწილი, რომელიც მდებარეობს ტაჯურის ყურის დასავლეთით და სამხრეთით, იმყოფება დანაკილის ღრმულის საზღვრებში, დაფარულია ბაზალტური და რიოლიტური ლავის ფენებით და თითქმის არ გააჩნია ნიადაგი. ტექტონიკურმა მოძრაობებმა ეს მონაკვეთები დაყვეს მკვეთრად გამოყოფილ კალთებიან მაღლობებად და ღრმა ღრმულებად, რომლებიც შემდეგ დაკლაკნეს დროებითი მდინარეების ხეობებმა.
ქვეყნის ცენტრალური ნაწილი უკავია ჰქვიან, ქვიშოვან ან თიხოვან ვაკეებს, რომლებსაც აქ ჰქვიათ „ბადი“, ყველაზე უფრო დაბალ სიმაღლეზე მყოფი ადგილები ავსებულია მლაშე ტბებით. მათ შორის ყველაზე დიდი — ასალის ტბა — მდებარეობს ღრმულში, რომელიც ზღვის დონიდან 153 მეტრით დაბლაა ჩაწეული. ასალის ტბაში მარილის მარაგი შეფასებულია 1-2 მილიარდ ტონად. ეს ჯერჯერობით ქვეყნის ძირითადი მინერალური სიმდიდრეა.
წყლის რესურსები
რედაქტირებაროდესაც ივნის-აგვისტოში არაბეთის ნახევარკუნძულიდან იწყებს ქროლვას ქვიშიანი ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა ჯიბუტიში აჩვენებს 45 °C-ს. ამ ცხელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოში — მაისში და სექტემბერში (ტანგაბილის დრო), ქალაქ ჯიბუტიში ტენიანობა აღწევს თითქმის 100 %-ს. ასეთ ატმოსფეროში ადამიანებს სუნთქვა საკმაოდ უჭირთ, სამაგიეროდ ჰქვიანი დაბლობების ღარიბი მცენარეულობა იწყებს გამოცოცხლებას. „ტანგაბილის“ დრო — ნამდვილი შვებაა ამ ქვეყნისათვის, სადაც არ არსებობენ მუდმივი მდინარეები. დიდი ტბებია — ასალი (მლაშე) და აბე (მტკნარი). სასმელი წყლის არასაკმარისი რაოდენობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. უახლოეს წლებში ის შეიძლება შემცირდეს მიწისქვეშა წყლების უფრო ფართე გამოყენების გზით.
კლიმატი
რედაქტირებაჯიბუტის კლიმატი გაცილებით თბილია და სეზონური მერყეობაც გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. დღის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 32 °C-დან 41 °C-მდე და ისიც მაღალ სიმაღლეებზე, სადაც ცივი ჰაერის მასების გავლენა შეიძლება შეიმჩნეოდეს. მაგალითად დედაქალაქში, აპრილში დღის შუა პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28 °C-დან 34 °C-მდე ფარგლებში. ქვეყნის დონეზე, დღე-ღამის ტემპერატურის საშუალო მინიმუმი ჩვეულებრივ მერყეობს 15 °C-დან 30 °C-მდე.[6] კლიმატის ყველაზე უფრო დიდი ცვლილება ხდება აღმოსავლეთ ჯიბუტიში, სადაც ივლისში ტემპერატურა სანაპირო დაბლობებში ზოგჯერ აჭარბებს 41 °C-ს და დეკემბერში ტემპერატურა ეცემა მაღალმთიან ადგილებში.[6] ამ რეგიონში, შედარებითი ტენიანობა მერყეობს დღის შუა პერიოდში დაახლოებით 40 %-დან ღამის პერიოდში 85 %-მდე ფარგლებში.
ჯიბუტიში კლიმატი მერყეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპირო რეგიონების მშრალიდან ნახევრად უდაბნოს ზონების კლიმატამდე ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 131 მმ-ზე ნაკლებს; ცენტრალურ მთიანეთში ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 200 მმ-დან 300 მმ-მდე. ქვეყნის სიღრმეში გაცილებით ნაკლები ტენიანობაა, ვიდრე სანაპირო რაიონებში. ჯიბუტის სანაპიროს აქვს რბილი კლიმატი.
ფლორა
რედაქტირებაძირითადად გავრცელებულია უდაბნოს და ნახევრად უდაბნოს მარცვლოვან-ბუჩქოვანი (მარცვლოვანები, სხვადასხვანაირი აკაციები) ფლორა. ბალახოვანი საფარი, რომელშიც ჭარბობს ნაკლებად ნოყიერი სახეობები, საკმაოდ მეჩხერია. მხოლოდ ცალკეულ მწვერვალებზე და ოკეანისკენ მიმართულ დანაკილის ქედის მთის კალთებზე, სადაც მოდის ნალექების დაახლოებით 400 მმ წელიწადში, გვხვდება მეჩხერი ტყეების მონაკვეთები ხის ფორმის ღვიებით, ზეითუნის ხეებით, მიმოზებით და აკაციებით. დაის რელიქტურ ტყეში ხარობს ღვია, ზეითუნის ხე, ბზა, ბიოტა, ფიკუსი, დრაცენა და სხვა, მის ხეობაში — დუმ-პალმა. პატარა და მცირერიცხოვან ოაზისებში ხარობენ პალმები — დუმ-პალმა და ფინიკის პალმა, ხოლო ალაგ-ალაგ გაკულტურებული ხის მაგვარი ბუჩქის სახეობები და ყავის ხეები. სანაპიროზე და კუნძულებზე შენარჩუნებულია პატარა მანგროს ტყეები.
ფაუნა
რედაქტირებაქვეყნის ფაუნა ღარიბია. მხოლოდ ოაზისების ირგვლივ შეინიშნება ანტილოპა-ორიქსების მცირერიცხოვანი ჯოგი, რომლებზეც ნადირობენ აფთრები და ტურები, ხოლო ტყეებში — ანთრების ჯოგი. ამ ტერიტორიებზე ასევე ბინადრობენ ანტილოპა-კუდუები, მეჭეჭებიანი ღორები, აფთრები, ტყის კატები, მანგუსტები, ზღვის კუები, ანთრები, ფენეკები, ტურები, ბევრი ფრინველი (240 სახეობაზე მეტი, განსაკუთრებით სირაქლემების იშვიათი სახეობები), ქვეწარმავლები (მათ შორის ვარანები, კობრები და პითონები), პეპლები და მწერები. სანაპირო წყლები განთქმულია მარჯნის რიფების სიმდიდრით, სარეწი თევზის, კიბორჩხალების და ლანგუსტების სიმრავლით.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ისტორია
რედაქტირებაჯიბუტის ტერიტორიის დასახლება მოხდა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. სარწყავი ნაგებობების ნანგრევები, რომლებიც შენარჩუნებულია ქალაქ ტაჯურას რაიონში, იმას ამტკიცებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებული იყო ირიგაციული მიწადმოქმედებით. შესაძლებელია, რომ ჯიბუტი იყო ძველეგვიპტური წყაროებიდან კარგად ცნობილი პუნტის ქვეყნის ნაწილი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე III—I საუკუნეებში ჯიბუტიში შეღწევა დაიწყეს ინდოელმა და სპარსმა ვაჭრებმა, ასევე არაბებმა არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთიდან. ამავე დროს ჯიბუტის ტერიტორიაზე დასახლება დაიწყო მომთაბარე ტომებმა, რომლებიც ლაპარაკობდნენ ქუშიტურ ენებზე: აფარელები და სომალელი ისას ხალხი. V—VII საუკუნეებში ჯიბუტის ტერიტორია შედიოდა აქსუმის სამეფოს შემადგენლობაში.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაVII საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე შემოღწევა დაიწყო ისლამმა და ამ დროიდან ჯიბუტი მოხვდა არაბული მუსულმანური სასულთნოების ხელისუფლების ქვეშ, რომლებიც, ასევე სწრაფად იშლებოდნენ. XIV—XVI საუკუნეებში სომალის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სომალის მუსულმანური სასულთნოების მუდმივი ომები ქრისტიანული ეთიოპიის წინააღმდეგ. XVI საუკუნეში მთელი სომალის ნახევარკუნძული, და მასთან ერთად ჯიბუტის ტერიტორიაც მოხვდა პორტუგალიის კოლონიების ხელისუფლების ქვეშ. მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ მამლუქები და თურქები, რომლებმაც გამოიყენეს ადგილობრივი სომალელების მხარდაჭერა. პორტუგალიის მხარეს ბრძოლაში ჩაება ეთიოპია. 1530-1559 წლებში აფრიკის რქის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი და დაუნდობელი ომი — ერთის მხრივ სომალელების, მამლუქების და თურქების და მეორეს მხრივ ეთიოპელების და პორტუგალიელებს შორის. ომმა მასში მონაწილე ყველა მხარეს ძალა გამოაცალა, სომალის ნახევარკუნძული კი გაპარტახებამდე მიიყვანა, რომელიც XVII საუკუნეში გადავიდა არაბების, კერძოდ ომანის სასულთნოს, კონტროლ ქვეშ. მკვიდრი მოსახლეობა ინარჩუნებდა მომთაბარე ცხოვრების წესს, ხოლო არაბები შეადგენდნენ რეგიონის მმართველობით და სავაჭრო ელიტას.
კოლონიალური პერიოდი
რედაქტირებაXIX საუკუნის შუაში სუეცის არხის მშენებლობის გამო ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ბრძოლა ჯიბუტის დაუფლებისათვის. საფრანგეთის მიერ ჯიბუტის ტერიტორიის დაპყრობა გაფორმდა 1862 წელს სულთან გობაადთან (Gobaad) ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც საფრანგეთმა მიიღო აფარის ხალხით დასახლებული უდაბნოს ნაწილი და ძირითადი საყრდენი — ქალაქი ობოკი. 1869 წელს სუეცის არხის გახსნის შემდეგ ჯიბუტის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. 1885 წელს ფრანგებმა შეძლეს ჯიბუტის ტერიტორიაზე არსებულ სასულთნოებისთვის (გობაადი, ქალაქი ტაჯურა, რაჰეიტა) თავს მოეხვია შეთანხმება ტაჯურის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე პროტექტორატის შესახებ, ხოლო 1885 წლის 26 მარტს ისას ტომის „ხელმძღვანელებს“ ხელი მოაწერინეს შეთანხმებას ტაჯურის ყურის სამხრეთი სანაპიროს პროტექტორატის შესახებ. პროტექტორატს სახელად დაერქვა ობოკი. 1888 წელს საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიწყო ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა იმ ადგილას, სადაც დღეისათვის იმყოფება ქალაქი ჯიბუტი, ხოლო 1892 წელს აქ გადმოიტანეს პროტექტორატის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოები. პროტექტორატის პირველი გუბერნატორი იყო ლეონს ლაგარდი.
1888 წლის თებერვალში ხელი მოეწერა ინგლის-საფრანგეთის შეთანხმება, რომლის თანახმადაც დიდმა ბრიტანეთმა აღიარა საფრანგეთის სამფლობელო აფრიკის რქის რეგიონში. იმავდროულად დაფიქსირდა საფრანგეთის პროტექტორატის სამხრეთი საზღვრები. ტერიტორიის ჩრდილოეთი საზღვრები დადგინდა საფრანგეთ-იტალიის შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოეწერა 1900 წლის იანვარში და 1901 წლის ივლისში[7]. ეთიოპიასთან საზღვრების დემარკაცია განხორციელდა 1897 წელს იმპერატორ მენელიკ II-სთან შეთანხმებით (ეს შეთანხმება დაადასტურა იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა 1945 და 1954 წლებში.
1889 წელს რუსეთის ჯიბუტიში დასახლებულმა ქვეშევრდომებმა ნიკოლაი აშინოვის ხელმძღვანელობით სცადეს საფრანგეთის სომალის სანაპიროს ტერიტორიის ნაწილის კოლონიზაცია. მას შემდეგ, რაც კოლონიის დამაარსებლის უფლებამოსილება და რუსეთის გეგმები არ დადასტურდა, საფრანგეთის ფლოტმა გაყარა კოლონისტები.
1896 წლის 20 მაისს ობოკის პროტექტორატი გახდა საფრანგეთის სომალის სანაპიროს კოლონია (ფრანგ. Côte française des Somalis).
ქალაქის და პორტ ჯიბუტის ეკონომიკური მნიშვნელობის ზრდა გამოწვეულია იტალია-ეთიოპიის ურთიერთობის გაუარესებით, რის გამოც მოხდა პირველი იტალია-ეთიოპიის ომი 1895—1896 წლებში. ამ დროს ჯიბუტი რჩებოდა ერთადერთ პორტად, რისი მეშვეობითაც მიმდინარეობდა ეთიოპიის ვაჭრობა გარე სამყაროსთან. 1897 წლის ოქტომბერში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ჯიბუტი ადის-აბებასთან. 1903 წელს რკინიგზამ მიაღწია დირე-დაუას, ხოლო 1917 წლის 7 ივლისს — ეთიოპიის დედაქალაქს.
1912 წლიდან დაიწყო სუფრის მარილის მოპოვება ასალის ტბის რაიონში. მაგრამ მოსახლეობის ძირითად საქმიანობად რჩებოდა ნახევრად მომთაბარე მესაქონლეობა, ხოლო სანაპირო პაიონებში თევზჭერა და მარგალიტების მოპოვება. მიწადმოქმედება ნაკლებად იყო განვითარებული. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული იყო ჯიბუტის პორტის მომსახურეობის სამუშაოებზე. კოლონიაში ხანმოკლე ეკონომიკურმა ბუმმა გამოიწვია მეორე იტალია-ეთიოპიის ომი, რომელმაც მოიტანა ტვირთგადაზიდვების მოცულობის მკვეთრი ზრდა ჯიბუტის პორტის გავლით.
მეორე მსოფლიო ომის დრო
რედაქტირებასომალის საფრანგეთის ნაპირს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომის მოვლენებში. 1940 წლის ივნისში კოლონიაში საფრანგეთის ჯარების მეთაური პოლ ლეჟენტილიომი გამოვიდა გერმანიასთან და იტალიასთან ზავის წინააღმდეგ და გამოხატა ბრძოლის გაგრძელების სურვილი ინგლისის მხარეს. მაგრამ მან ვერ შეძლო თავის მხარეზე გადაეყვანა კოლონიის ადმინისტრაცია, რომელმაც მხარი დაუჭირა ვიშის რეჟიმთან ერთგულების შენარჩუნებას. 1940 წლის 2 აგვისტოს ლეჟენტილიომი გადავიდა ბრიტანეთის სომალის ტერიტორიაზე და შეუერთდა დე გოლის მოძრაობას. იმავდროულად ინგლისელებმა მოაწყვეს სომალის საფრანგეთის სანაპიროს საზღვაო ბლოკადა, რომ აეძულებინათ კოლონიის ვიშის რეჟიმის მხარდამჭერი ადმინისტრაცია გადასულიყო გოლისტების მხარეს. 1941 წლის 6 აპრილს ბრიტანეთის ჯარების მიერ ადის-აბების აღების შემდეგ ბლოკადა ორმაგი გახდა: საზღვაო და სახმელეთო (სარკინიგზო მოძრაობა ჯიბუტი-ადის-აბების მარშრუტზე შეწყდა). ამის შედეგად კოლონიაში დაიწყო შიმშილი. მაგრამ ინგლისელებმა ვერ შეძლეს ჯიბუტის ტერიტორიის მთლიანი ბლოკირება, რადგანაც ვერ შეძლეს საზღვაო და სახმელეთო კონტრაბანდასთან გამკლავება, რომელიც საკმაოდ განვითარებული იყო ადგილობრივ მომთაბარეებს შორის. მაგრამ მთლიანად ბლოკადამ შეასრულა თავისი მიზნები და 1942 წლის 4 დეკემბერს ვიშის რეჟიმის გუბერნატორმა პიერ ნუაილეტამ (Nouailhetas) შეწყვიტა თავისი უფლებამოსილების შესრულება, ხოლო 28 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომალის საფრანგეთის სანაპიროს მართვა გადაეცა გოლისტებს. კოლონიის გუბერნატორად დაინიშნა ანდრე ბაიარდელი.
1944 წელს საფრანგეთის სომალის ბატალიონი მონაწილეობას იღებდა პარიზის განთავისუფლებაში.
ომისშემდგომი პერიოდი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კოლონიის ადგილობრივი მოსახლეობის ფენებში გაძლიერდა საფრანგეთის სომალისათვის ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მინიჭების სასარგებლო განწყობილობები. ასეთი მოძრაობების გაჩენა და განვითარება დაკავშირებული იყო როგორც საფრანგეთის საერთო პოლიტიკური პოზიციების დასუსტებამ საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის წლებში, ასევე მთელ მსოფლიოში ანტიკოლონიური მოძრაობის გაძლიერებამ.
საფრანგეთის კავშირის (ფრანგ. Union française) ჩამოყალიბების შემდეგ (საფრანგეთის კონსტიტუციის VIII თავის თანახმად) სომალის საფრანგეთის ნაპირის კოლონია გარდაიქმნა „საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიად“ (ფრანგ. Territoire d'outre-mer), რითაც მიიღო ერთი სადეპუტატო ადგილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში და სენატორის ერთი ადგილი საფრანგეთის რესპუბლიკის საბჭოში.
1958 წლის 28 სექტემბერს საფრანგეთის სომალიში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე — უნდა მიერთებოდნენ თუ არა სომალის რესპუბლიკას, რომლის დამოუკიდებლობაც სულ მალე უნდა გამოცხადებულიყო (ეს მოხდა 1960 წელს) ან დარჩენილიყვნენ საფრანგეთთან ასოცირებულები[8]. რეფერენდუმში მონაწილეთა 75 %-მა მხარი დაუჭირა საფრანგეთთან ხანგრძლივ ასოცირებას[9], თუმცა სომალელი ისას ტომის ხალხმა ძირითადად მხარი დაუჭირა მომავალ სომალის სახელმწიფოსთან ინტეგრაციას, ხოლო აფარელებმა და საფრანგეთის სომალიში მცხოვრებმა ევროპელებმა მხარი დაუჭირეს სტატუს-კვოს შენარჩუნებას[8].
1966 წლის აგვისტოში მოხდა არეულობები, რომელთა მიზეზი იყო ქვეყანაში მცხოვრები ორი ძირითადი ხალხის სხვადასხვა შეხედულებები მომავალზე. ისას ხალხს უნდოდა ქვეყნის მიერთება დამოუკიდებელ სომალისთან, მაშინ როდესაც აფარელები ამის წინააღმდეგები იყვნენ. 1967 წლის 19 მარტს ჩატარდა ახალი რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა უმრავლესობამ (რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის 95 %-იდან 60,6 %[10]) მხარი დაუჭირა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას, მაგრამ გაფართოებული ავტონომიით. 1967 წლის 12 მაისს სომალის საფრანგეთის სანაპიროს ტერიტორიალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა შეეცვალა ქვეყნის დასახელება, რომელსაც ამ მომენტიდან უნდა რქმეოდა აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია. მართვის სტრუქტურაში პრინციპული ცვლილებები არ მომხდარა. მხოლოდ ტერიტორიის ხელმძღვანელს აღარ ეწოდებოდა გუბერნატორი და მას დაერქვა უმაღლესი კომისარი.
მაგრამ ქვეყანაში თავისი პოლიტიკური ბატონობის შენარჩუნება საფრანგეთმა ვერ შეძლო. მოძრაობა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის სულ უფრო მეტ მხარდამჭერებს იძენდა. ასეთ პირობებში 1977 წლის 8 მაისს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე; იმავდროულად ჩატარდა არჩევნები ახალ დეპუტატთა პალატაში. ხმის მიმცემთა 99,8 %-მა მხარი დაუჭირა ტერიტორიის დამოუკიდებლობას. ახალ სახელმწიფოს დაერქვა ჯიბუტის რესპუბლიკა. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ჰასან გულედ აპტიდონი, მმართველი პარტიის — აფრიკის სახალხო ლიგა დამოუკიდებლობისათვის ლიდერი, ეროვნებით ისა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
რედაქტირება1979 წლის 4 მარტს მმართველი სახალხო ლიგა გარდაიქმნა ახალ პოლიტიკურ პარტიად — პროგრესისათვის სახალხო მოძრაობად (ფრანგ. Rassemblement populaire pour le Progrès (RPP)), რომლის ამოცანა იყო ეთნიკური დაპირისპირების მოწესრიგება აფარელებსა და ისას ხალხს შორის და ეროვნული ერთიანობის მიღწევა. 1981 წლის ოქტომბერში ჯიბუტიში შემოვიდა ერთპარტიული სისტემა. მიუხედავად პოლიტიკურ ცხოვრებაში მკაცრი მმართველობის მეთოდებისა, ჯიბუტის ეკონომიკა იზრდებოდა. მაგრამ ქვეყნის ორ ძირითად ერს შორის წინააღმდეგობების გადალახვა ვერ მოხერხდა. 1991 წლის ნოემბერში ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო აფარელი მოსახლეობის ამბოხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერთიანობისა და დემოკრატიის აღდგენის ფრონტი (ფრანგ. le Front pour la restauration de l’unité et la démocratie (FRUD)). FRUD პროტესტს აცხადებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დისპროპორციის წინააღმდეგ და აფარელების არასაკმარისი წარმოდგენით ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში. ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს ქალაქებს ტაჯურუს და ობოკს, ხოლო 1991 წლის 18 დეკემბერს გამოიყვანეს საკუთარი მომხრეები დედაქალაქის ქუჩებში, აფარელებით დასახლებული არიბას (Arhiba) რაიონში. არმიამ ცეცხლი გაუხსნა მანიფესტანტებს და 59 ადამიანი იქნა მოკლული[11]. 1992 წლის თებერვალში კონფლიქტში მთავრობის მხარეზე ჩაერია საფრანგეთი, მაგრამ იმავდროულად მან სცადა გამოსულიყო შუამავალი მოლაპარაკებებში RPP-სა და FRUD-ს შორის (ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 1992 წლის ნოემბერში და 1993 წლის მაისში). 1993 წლის 5 ივლისს სამთავრობო ჯარები გადავიდნენ შეტევაზე ქვეყნის ჩრდილოეთში და შეძლეს დაემარცხებინათ აფარელი ამბოხებულები. მაგრამ სამოქალაქო ომის გაგრძელებამ აიძულა ათასობით ჯიბუტელი გაქცეულიყო მეზობელ ეთიოპიაში[12].
FRUD-ის ზომიერმა ფრაქციამ 1994 წლის 26 დეკემბერს ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას ხელისუფლებასთან, ხოლო რადიკალური ოპოზიცია აგრძელებდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას 2001 წლამდე, როდესაც მანაც დადო თავისი საკუთარი სამშვიდობო შეთანხმება RPP-თან. FRUD-ის წევრებმა მიიღეს 2 ადგილი მთავრობაში და 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აფარელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს სამთავრობო კანდიდატს ისმაილ ომარ გელეს[13].
2005 და 2011 წლებში ისმაილ ომარ გელე ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე.
პოლიტიკური სტრუქტურა
რედაქტირებასახელმწიფო
რედაქტირებაჯიბუტი — რესპუბლიკაა. 1896—1946 წლებში — საფრანგეთის სომალის კოლონია. 1946 წლიდან — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. 1967 წელს ტერიტორიამ მიიღო შიდა თვითმმართველობა და დაერქვა აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორია. 1977 წლის 8 მაისს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
1977 წლის 27 ივნისს გამოცხადდა დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს დაერქვა ჯიბუტის რესპუბლიკა. ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელსაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 4 სექტემბრის რეფერენდუმის დროს და ძალაში შევიდა 1992 წლის 15 სექტემბერს.
სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი. იგი ირჩევა საყოველთაო არჩევნების დროს 6 წლის ვადით და მისი ხელმეორედ არჩევა შესაძლებელია კიდევ ერთი ვადით. პრეზიდენტს აქვს სერიოზული გავლენა მთავრობაზე და ჯიბუტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.
საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან პარლამენტს — ეროვნულ კრებას, რომელიც შედგება 65 დეპუტატისაგან. დეპუტატები ირჩევიან საყოველთაო არჩევნებზე 5 წლის ვადით. არჩევნებზე დაიშვებიან ჯიბუტის მოქალაქეები 18 წლიდან, ხოლო არჩეულები შეუძლიათ იყვნენ — 23 წლიდან.
აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და მთავრობა (მინისტრთა საბჭო). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. მაგრამ, ქვეყანაში ჭარბობს კლანური საზოგადოებრივი იერარქია, რის შედეგადაც ამ ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ დაეუფლონ მნიშვნელოვან პოსტებს აღმასრულებელ სფეროში და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე დანიშნონ მათთვის სასურველი პერსონა.
სასამართლო სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე, მუსულმანურ და ტრადიციულ (ჩვეულებრივ) სამართალზე. სასამართლო სისტემას წარმოადგენს 1979 წელს დაფუძნებული უმაღლესი სასამართლო. ასევე არსებობს უმაღლესი სააპელაციო სასამართლო და პირველი ინსტანციის სასამართლო, უსაფრთხოების ტრიბუნალი, შარიათის სასამართლოები, საოლქო სისხლის სამართლის სასამართლოები, ასევე შრომის პრობლემების შესახებ სასამართლოები.
პოლიტიკური პარტიები
რედაქტირებაჯიბუტიში არსებობს მრავალპარტიული სისტემა (მოქმედებს 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია). მათ შორის ყველაზე გავლენიანებია:
- „სახალხო გაერთიანება პროგრესისათვის, სგპ“ (Rassemblement populaire pour le progrès, RPP), ლიდერი — ისმაილ ომარ გელე (Ismael Omar Gelleh), გენერალური მდივანი — მოჰამედ ალი მოჰამედი (Mohamed Ali Mohamed). მმართველი პარტია, ერთადერთი ლეგალური პარტია 1981—1992 წლებში;
- „დემოკრატიული განახლების პარტია, დგპ“ (Parti du renouveau démocratique, PRD) თავმჯდომარე — აბდილაჰი ჰამარეიტე (Abdillahi Hamareiteh), გენერალური მდივანი — მაკი ჰუმედ გაბა (Maki Houmed Gaba). გამოდის დემოკრატიული მთავრობის შექმნის მოთხოვნით, რომელიც ჩამოყალიბდება პარლამენტში უმრავლესობის საფუძველზე;
- „დემოკრატიული ალიანსის კავშირი, დაკ“ (Alliance républicaine pour la démocratie, ARD), მმართველი — აჰმედ დინი აჰმედი (Ahmed Dini Ahmed). ძირითადი ოპოზიციური პარტია;
- „ერთიანობის და დემოკრატიის აღდგენის ფრონტი, ედაფ“ (Front pour la restauration de l "unité et de la démocratie, FRUD), ხელმძღვანელი — ალი მოჰამედ დაუდი (Ali Mohamed Daoud), გენერალური მდივანი — უგურეჰ კიფლეჰ აჰმედი (Ougoureh Kifleh Ahmed). დაარსდა 1991 წელს, როგორც აფარელების სამხედრო დაჯგუფება.
შეიარაღებული ძალები
რედაქტირებაჯიბუტის შეიარაღებული ძალები (სომ. Ciidanka Jabuuti, არაბ. الجيش الجيبوتي) — ჯიბუტის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. იგი შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან, სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან და ეროვნული ჟანდარმერიისაგან.
2013 წლის მდგომარეობით, ჯიბუტის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება სახმელეთო ჯარების 8000 ჯარისკაცი, რომლებიც დაყოფილია რამდენიმე პოლკად და ბატალიონად და დგანან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა გარნიზონებში[14] ჯარი დაყოფილია 4 სამხედრო ოლქად (ტაჯურის, დიკილის, ალი-საბიეს და ობოკის ოლქები).[15] 2008 წელს ერიტრეის ჯართან შეტაკებამ, აჩვენა ჯიბუტის შეიარაღებული ძალების შესანიშნავი მომზადება და ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მცირერიცხოვანი სამხედრო ძალები ვერ შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან, მას რომ არ ჰყოლოდა სუსტად შეიარაღებული ჯარი. არმია კონცენტრირებული იყო ისეთი სამხედრო იარაღის შესყიდვაზე, რომელიც საჭირო იყო საპატრულო მოვალეობისთვის და კონტრშეტევებისთვის, მაგრამ ვერ გამოდგებოდა ჯავშანტექნიკით სამხედრო მოქმედებებისათვის. 2008 წლის სასაზღვრო შეტაკებებმა დროებით გაზარდა ჯიბუტის ჯარის რიგები და შეიარაღება, მაგრამ სამხედრო ძალები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა 1990-იანი წლებიდან. ჯიბუტის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ამოცანაა ქვეყნის დაცვა გარე თავდასხმისაგან და სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვა. ჯიბუტის ჯარი აგრძელებს ერიტრეასთან საზღვრის კონტროლს შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
ჯიბუტის ჯარის რეფორმირებაში ყველაზე უფრო მეტი ფინანსური რესურსები მიმართულია სახმელეთი ჯარების განვითარებისთვის. წლების განმავლობაში, ჯიბუტის ჯარმა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა საფრანგეთის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოს და აშშ-ის სამხედროებთან. დღეისათვის თანხა, რომელიც გამოყოფილია თავდაცვისათვის წარმოადგენს ყველაზე უფრო დიდ მოცულობას ქვეყნის ბიუჯეტში.
ჯიბუტის სამხედრო-საზღვაო ფლოტი — ჯიბუტის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობაა. იგი პასუხს აგებს ქვეყნის სანაპირო ზოლის უსაფრთხოებაზე, რომლის სიგრძე შეადგენს 314 კმ-ზე მეტს.
იგი შეიქმნა 1977 წელს ჯიბუტის დამოუკიდებლობის მიღებიდან ორი წლის თავზე. თავდაპირველად ფლოტი შედგებოდა ჟანდარმერიის ნარჩენებისაგან და მისი ძირითადი ფუნქცია იყო პორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გემების მოძრაობის კონტროლი. ჯიბუტის სანაპირო წყლებს აქვს თევზის მნიშვნელოვანი რესურსი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რაციონის მთავარ ნაწილს შეადგენს, და თევზსარეწი დარგი 1000-ზე მეტ სამუშაო ადგილს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას. 2006 წელს ჯიბუტის აშშ-მა აჩუქა 5 საპატრულო გემი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფლოტის მოქმედების რადიუსი. ასევე იზრდება ურთიერთმოქმედება იემენის ფლოტთან, რადგანაც აშშ-იც და იემენიც ისწრაფვიან დაიცვან და უზრუნველყონ საზღვაო გზების უსაფრთხოება.
ჯიბუტის სამხედრო-საჰაერო ძალები (DAF) (ფრანგ. Force Aérienne du Djibouti (FAdD)) — ჯიბუტის ჯარის ავიაციის შენაერთია. შეიქმნა როგორც ჯიბუტის შეიარაღებული ძალების ნაწილი 1977 წლის 27 ივნისს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თავდაპირველად მასში შედიოდა სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი Nord N.2501 Noratlas და ვერტმფრენი Allouette II, რომელიც ჯიბუტის საფრანგეთმა მიაწოდა.
1982 წელს ჯიბუტის სამხედრო-საჰაერო ძალები შეივსო Aerospatiale AS.355F Ecureuil II-ის 2 ვერტმფრენით და Cessna U206G Stationair-ის თვითმფრინავით. 1985 წელს შეძენილი იქნა Cessna 402C Utiliner. 1985 წელს Allouette II-ის ვერტმფრენები ამოღებული იქნა ექსპლოატაციიდან და დემონსტრაციისთვის გამოიტანეს Ambouli-ის ავიაბაზაზე. ორი წლის შემდეგ N.2501 Noratlas-ის სამი თვითმფრინავი დაუბრუნეს საფრანგეთს. 1991 წელს ნაყიდი იქნა Cessna 208 Caravan. 1990-იანი წლებიდან დაიწყო საბჭოთა ავიატექნიკის შესყიდვა: შეძენილი იქნა Ми 2-ის 4 ვერტმფრენი, 6 ცალი Ми-8 და 2 ცალი Ми 17, ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан 28. პილოტების სწავლა მიმდინარეობს საფრანგეთში. ახალ მფრინავებზე მოთხოვნა დიდი არ არის, სულ 250 ადამიანი მსახურობს ჯიბუტის სამხედრო-საჰაერო ძალებში. DAF-ს ჯარში არ აქვს ცალკეული ნაწილები, მისი ერთადერთი ბაზა მდებარეობს Ambouli-ში. ყველა თვითმფრინავის სამოქალაქო რეგისტრაცია J2-MAA-დან MAW-მდე.
ჯიბუტის ეროვნული ჟანდარმერია — ჯიბუტის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მისი მოვალეობაა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფა, პოლიციური მოვალეობების შესრულება ქვეყნის მოსახლეობაში.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაჯიბუტის ტერიტორია იყოფა ხუთ რეგიონად და ქალაქ ჯიბუტის ტერიტორიად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 11 რაიონად. მათ რესპუბლიკის კომისრები, ანუ პრეფექტები განაგებენ.
№ | რეგიონი (ქართ.) | რეგიონი (ფრ.) |
ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა[1][2][3], ად. (2009 წელი) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ალი-საბიე | Region d’Ali Sabieh | ალი-საბიე | 2200 | 86 949 | 39,52 |
2 | არტა | Region d’Arta | არტა | 1800 | 42 380 | 23,54 |
3 | დიკილი | Region de Dikhil | დიკილი | 7200 | 88 948 | 12,35 |
4 | ჯიბუტი | Ville de Djibouti | ჯიბუტი | 200 | 475 332 | 2376,66 |
5 | ობოკი | Region d’Obock | ობოკი | 4700 | 37 856 | 8,05 |
6 | ტაჯურა | Region de Tadjourah | ტაჯურა | 7100 | 86 704 | 12,21 |
სულ | 23 200 | 818 169 | 35,27 |
მოსახლეობა
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა — 828 324 ადამიანი (2015 წლის ივლისის შეფასება).
წლიური ზრდა — 2,23 % (2014 წლის შეფასება).
ურბანიზაცია:
- ქალაქის მოსახლეობა: 77,1 % მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან (2011 წელი)
- ურბანიზაციის ტემპი: 1,96 % ცვლილების წლიური ტემპი (2010-15 წლების შეფასება)
საშუალო ასაკი:
- სულ: 22,8 წელი
- მამაკაცები: 21,1 წელი
- ქალები: 24,1 წელი (2014 წლის შეფასება)
სიცოცხლის ხანგრძლივობა:
- მოსახლეობის საერთო რაოდენობა: 62,4 წელი
- მამაკაცები: 59,93 წელი
- ქალები: 64,94 წელი (2014 წლის შეფასება)
შობადობის ჯამური კოეფიციენტი (ფერტილობა) — 2,8 დაბადებული ერთ ქალზე (2010 წელი).
ჩვილთა სიკვდილიანობა — 57 ბავშვი 1000 ადამიანზე (2010 წელი).
შიდსით დაავადებულები — 3,1 % (2007 წლის შეფასება).
განათლების დონე:
- 15 წლის ასაკის და მასზე უფროსებმა იციან წერა-კითხვა
- მოსახლეობის საერთო რაოდენობა: 67,9 %
- მამაკაცები: 78 %
- ქალები: 58,4 % (2003 წლის შეფასება)
ეთნიკური შემადგენლობა: ისა და სხვა სომალელი ხალხები — 60 %, აფარელები — 35 %, სხვები (ფრანგები, არაბები, იტალიელები, ბერძნები) — 5 %.
ენები: ოფიციალური — ფრანგული და არაბული, სალაპარაკო — სომალური ენა და აფარული ენა.
ძირითადი რელიგია — სუნიტური მიმართულების ისლამი (94 %). ქრისტიანები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 6 %-ს.
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებაჯიბუტი მრავალეროვანი ქვეყანაა. ორი ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია სომალელები (60 %) და აფარელები (35 %). სომალელები ძირითადად შედგება ისას ქვეჯგუფის ხალხისაგან. ჯიბუტის მოსახლეობის დანარჩენი 5 % ძირითადად შედგება არაბებისაგან, ეთიოპელებისაგან და ევროპელებისაგან (ფრანგები და იტალიელები). ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 76 % ქალაქებში მცხოვრები ადამიანებია, დანარჩენები — მესაქონლეები.[16]
ენები
რედაქტირებაჯიბუტი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 828 324 ადამიანია (2015 წლის ივლისის შეფასება), მრავალენოვანი ერია.[16] ეთნოლოგიური თვალსაზრისით, მოსახლეობის უმრავლესობის პირველი სალაპარაკო ენებია სომალური ენა (297 000 ადამიანი) ან აფარული ენა (99 200 ადამიანი), რომლებიც მშობლიური ენებია შესაბამისად სომალელი და აფარელი ეთნიკური ჯგუფებისათვის. ორივე ენა მიეკუთვნება უფრო დიდ აფრაზიული ენების ოჯახს. ჯიბუტიში ორი ოფიციალური ენაა: არაბული ენა (აფრაზიული) და ფრანგული ენა (ინდოევროპული ენები). არაბული ენა სოციალური, კულტურული და რელიგიური მნიშვნელობისაა. ფორმალურ პირობებში, ის შედგება თანამედროვე სტანდარტული არაბული ენისაგან. ერთმანეთში ლაპარაკისას, დაახლოებით 36 000 ადგილობრივი მოსახლე ლაპარაკობს არაბული ენის სამხრეთიემენულ დიალექტზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჯიბუტური არაბული. ფრანგული ენა შემორჩენილია კოლონიალური პერიოდიდან და ძირითადი ენაა განათლების სფეროში. დაახლოებით 10 200 ჯიბუტელი ლაპარაკობს მასზე, როგორც მშობლიურ ენაზე. ჯიბუტიში იმიგრანტული ენებია: არაბული ენის ომანური დიალექტი (38 900 ადამიანი), ამჰარული ენა (1400 ადამიანი), ბერძნული ენა (1000 ადამიანი) და ჰინდი ენა (600 ადამიანი).[17]
რელიგია
რედაქტირებაჯიბუტის მოსახლეობა უპირატესად მუსლიმია. ისინი შეადგენენ ქვეყნის საერთო მოსახლეობის 94 %-ს (დაახლოებით 740 000 ადამიანი 2012 წლის შეფასებით), ხოლო მოსახლეობის დანარჩენი 6 % ქრისტიანია.[16]
ჯიბუტის კონსტიტუციის თანახმად ისლამი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა, იგი ასევე ითვალისწინებს ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანების თანასწორობას (თავი 1) და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას (თავი 11).[18] ადგილობრივი მუსულმანების უმრავლესობა სუნიტური დენომინაციის მიმდევარია. ადგილობრივი მუსულმანები ძირითადად მიეკუთვნებიან სუფიზმის მიმდევრობის სხვადასხვა სკოლებს.[19] საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის 2008 წლის მოხსენების თანახმად, ჯიბუტელ მუსულმანს სარწმუნოების შეცვლის გარეშე აქვს კანონიერი უფლება დაქორწილდეს სხვა სარწმუნოების წარმომადგენელზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია მას შეექმნას სერიოზული პრობლემები ოჯახის და კლანის, ან საზოგადოების მხრიდან და ისინი ხშირად ექცევიან წნეხის ქვეშ, რაც მათ აიძულებთ ისევ დაუბრუნდნენ ისლამს.[20]
ჯიბუტის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპერქიას მიეკუთვნება მცირერიცხოვანი ადგილობრივი კათოლიკური მოსახლეობა, რომელთა რაოდენობა 2006 წლისათვის შეადგენდა დაახლოებით 7000 ადამიანს.[21]
ეკონომიკა
რედაქტირებაჯიბუტი — აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლასიფიკაციით). ეკონომიკა უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია საპორტო, საბანკო და სატრანსპორტო მომსახურების სფეროზე. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი განვითარება მიიღო ტურიზმმა და ტელეკომუნიკაციებმა.
ქვეყნის ეკონომიკა დამყარებულია საზღვაო პორტის ექსპლოატაციაზე და თავისუფალ სავაჭრო ზონაზე. თავისი დაარსების დღიდან ჯიბუტის დედაქალაქი ეთიოპიისთვის მთავარი სავაჭრო პორტია. ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, ამიტომ მრეწველობა პრაქტიკულად განუვითარებელია. იშვიათი ნალექების შედეგად სოფლის მეურნეობა ნაკლებპროდუქტიანია (იმპორტზე გადის ქვეყანაშივე მოსახმარი საკვების დიდი ნაწილი). ჯიბუტი დიდათაა დამოკიდებული უცხოურ დახმარებებზე. ქვეყანა შედის საერთაშორისო ორგანიზაციაში — აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.
2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე — 2,8 ათასი დოლარი. (167-ე ადგილი მსოფლიოში). სიღარიბის ზღვარს ქვევით — მოსახლეობის 42 % (2007 წელი), უმუშევრობის დონე — 59 % (2007 წელი).
სოფლის მეურნეობა (მშპ-ს 3 %) — მომთაბარე მეცხოველეობა (თხები, ცხვრები), მცირე რაოდენობით მოჰყავთ პომიდვრები, ასევე საზამთროები და ნესვები.
ექსპორტი (0,34 მილიარდი დოლარი 2008 წელს): ძირითადად რეექსპორტი ეთიოპიიდან, ასევე ტყავები.
ძირითადი მყიდველები: — სომალი — 80 %, არაბთა გაერთიანებული საამიროები — 4 %, იემენი — 4 %.
იმპორტი (1,56 მილიარდი დოლარი 2008 წელს): საკვები პროდუქტები, სასმელები, სატრანსპორტო საშუალებები, ნავთობპროდუქტები.
ძირითადი მიმწოდებლები — საუდის არაბეთი — 21 %, ინდოეთი — 17 %, ჩინეთი — 11 %, აშშ — 6 %, მალაიზია — 6 %.
საგარეო ვალი — 0,5 მილიარდი დოლარი.
მრეწველობა
რედაქტირებამრეწველობა ჯიბუტიში სუსტადაა განვითარებული. ძირითადად მუშაობენ კვების მრეწველობის საწარმოები და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნები. შენდება რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის ნავთობსაქაჩი და ცემენტის ქარხნები.
სახელმწიფო სექტორი მოიცავს ელექტროსადგურებს, ნავთობკომპანიას, ტრანსპორტს (ნაწილობრივ) და კავშირგაბმულობას, მინერალური სასუქების ქარხანას და რძის ქარხანას.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებასოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებებია — მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე მეცხოველეობა. სოფლის მეურნეობას მოაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,5 %. საძოვრების რაოდენობა (ტერიტორიის 11 %) ხელს უწყობს მეცხოველეობის განვითარებას. თხების სულადობაა — 507 000, ცხვრების — 470 000, აქლემების — 60 000.
მიწადმოქმედება პრაქტიკულად არ არსებობს. დამუშავებული მიწის ფართობი — დაახლოებით 1 %-ა. სოფლის მეურნეობას დიდ ზიანს აყენებენ ხშირი გვალვები. 1982 წლიდან დაწყებულმა გვალვამ მოიტანა ის, რომ 1985 წლისთვის ჯიბუტელი მწყემსების 85 %-მა დაკარგა 50 %-დან 60 %-მდე სული პირუტყვი.
ჯიბუტის ყოველწლიურად შემოაქვს მოხმარებული კვების პროდუქტის დაახლოებით 90 %. განვითარებულია თევზჭერა, მარგალიტის, მარჯნის, ღრუბლების მოპოვება, ზღვის წყლებიდან მარილის მიღება.
ტრანსპორტი
რედაქტირებატრანსპორტი ეკონომიკის ყველაზე უფრო განვითარებული დარგია. ჯიბუტის საზღვაო პორტი ერთ-ერთი მთავარი პორტია ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ეს სახელმწიფო საწარმოა 1,5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთების და 2 მილიონი ტონა სველი საწვავის გამტარუნარიანობით წელიწადში. 2006 წლიდან ფუნქციონირებს დორალის ახალი ღრმაწყლიანი პორტი საკონტეინერო ტერმინალით 1,2 მილიონი კონტეინერი წელიწადში სიმძლავრით და თავისუფალი ვაჭრობის ზონით.
მთავარი მნიშვნელობა აქვს ადის-აბება — ჯიბუტის რკინიგზის ხაზს. ის იმყოფება ჯიბუტი-ეთიოპიის კომპანიის ერთობლივ მფლობელობაში. ჯიბუტის მონაკვეთის სიგრძეა — 98 კმ. 1998 წლიდან ეთიოპიისთვის ერიტრეის საზღვაო პორტების დაკეტვის გამო, რაც გამოწვეული იყო ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შედეგად, ტვირთგადაზიდვები მარშრუტზე ადის-აბება — ჯიბუტი — ადის-აბება გაიზარდა 4-5-ჯერ.
საავტომობილო გზების სიგრძე — 3000 კმ-ზე მეტი, მათ შორის ასფალტირებული — დაახლოებით 500 კმ.
ქალაქ ჯიბუტიში მუშაობს საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც მართავს დუბაის კომპანია.
აეროპორტები
- სულ — 13
- მყარი საფარით — 3
- მყარი საფარის გარეშე — 10
საზღვაო პორტები
- სულ გემები — 1
- მთავარი პორტი — ჯიბუტი
მაკროეკონომიკა
რედაქტირებაწელი | მთლიანი შიდა პროდუქტი (მილიარდი დოლარი) |
ინფლაცია (პროცენტი) |
---|---|---|
1980 | 0,309 | 11,7 |
1985 | 0,366 | 3,4 |
1990 | 0,452 | 7,8 |
1995 | 0,498 | 4,9 |
2000 | 0,551 | 1,6 |
2006 | 0,748 | 2,2 |
ტურიზმი
რედაქტირებატურიზმი ჯიბუტიში ეკონომიკის ერთ-ერთი სექტორია. ამ ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, მაგრამ ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა თანდათანობით იზრდება.
ტურიზმი არ შედის იმ დარგების რაოდენობაში, რომლებსაც მოაქვთ ძირითადი შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკაში (ძირითადი შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში შედის მომსახურების, მრეწველობის, უპირატესად მომპოვებელი, და სოფლის მეურნეობის სფეროდან)[16][22]. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ქვეყანას სტუმრობს უფრო და უფრო მეტი ტურისტი. ტურიზმის განვითარებას კურირებს ჯიბუტის ტურიზმის ეროვნული ოფისი (ფრანგ. Office National de Tourisme de Djibouti)[23]. 2000 წელს ქვეყანას ესტუმრა დაახლოებით 20 ათასი უცხოელი ტურისტი, 2005 წელს — დაახლოებით 30 ათასი, რომელთაგან დაახლოებით 65 % იყვნენ საფრანგეთის მოქალაქეები. ტურიზმიდან საერთო ფინანსურმა შემოსავლებმა 2004 წელს შეადგინა მხოლოდ 7 მილიონი ამერიკული დოლარი[24].
ჯიბუტიში არ აესებობს რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები ან არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები. პოტენციური ტურისტები შეიძლება მიიზიდნონ ამ ქვეყნის ხელუხლებელი ბუნებით და მისი მოსახლეობის ეგზოტიკური ცხოვრების წესით, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნა ტრადიციული ჩვეულებები[24]. ზუსტად ტურისტული ინტერესების ბუნებრივ ობიექტებზე ამახვილებს ძირითად ყურადღებას ტურიზმის ეროვნული ოფისი[23].
ეკოტურიზმის ობიექტებს პირველ რიგში მიეკუთვნება მომხიბლავი სანაპირო, ტაჯურის ყურის პლაჟები და ბაბ-ელ-მანდების სრუტის სანაპიროები. ტაჯურის ყურეში ასევე მდებარეობს რამდენიმე კუნძული, რომელთა ნაპირები წარმოადგენენ დაივინგისათვის კარგ შესაძლებლობას ზღვის ფაუნის შესანიშნავ მდგომარეობაში ყოფნის გამო. შესაძლებელია ზღვაზე თევზაობის გამართვა, მაგრამ ზღვის ფაუნის ობიექტების და მარჯნების გატანა აკრძალულია. ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს აბეს მლაშე ტბის მონახულება, რომელიც მდებარეობს სახელმწიფო საზღვარზე ჯიბუტისა და ეთიოპიას შორის[23]. განსაკუთრებით მომხიბლავად ითვლება ასალის მლაშე ტბა (დაახლოებით ხუთ კილომეტრში ტაჯურის ყურიდან), რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 153 მეტრით დაბლა და რომელსაც გარს აკრავს ჩამქრალი ვულკანები და გაცივებული ლავის შავი მინდვრები.
ტურისტები შეიძლება ასევე მიიზიდოს ქვეყნის დედაქალაქმა, საკმაოდ კარგად შენარჩუნებული XIX საუკუნის ბოლოს აშენებული კოლორიტული რაიონებით და დიდი მთავარი ბაზარით[24]. სანაპიროზე მდებარე დედაქალაქში, არსებობს რამდენიმე ადგილი ცურაობისათვის, მაგრამ უცხოელი ტურისტებისათვის მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ტურიზმის განვითარების პრობლემები
რედაქტირებაჯიბუტი რჩება საკმაოდ ღარიბ ქვეყანად მწვავე სოციალ-ეკონომიკური პრობლემებით. ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდას პირველ რიგში ხელს უშლის განუვითარებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის არყოფნა. დიდი პრობლემაა კვალიფიციური პერსონალის მწვავე ნაკლებობა და მათი ფრანგულის გარდა სხვა უცხოური ენის არცოდნა. ყველა ამ სიძნელეებს კიდევ უფრო ართულებს ტრანსპორტის და ტელესაკომუნიკაციო მომსახურების საკმაოდ მაღალი ფასები (აფრიკული ნორმებით). სასტუმროების ინფრასტრუქტურა ასევე განსაკუთრებით სუსტადაა განვითარებული. 2007 წლის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში იყო მხოლოდ ორი დიდი ოტელი, შესაბამისად 185 და 177 ნომრით, სხვა სასტუმრო ნომრების რაოდენობა შეადგენდა 655-ს[24]. არასახარბიელო ფაქტორებს ეკუთვნის რთული სანიტარულ-ეპიდემიური მდგომარეობა ჯიბუტიში — ტურისტებმა უნდა შეასრულონ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები ინფექციური მოწამვლისა და ნაწლავების დაავადების საშიშროების გამო.
მაგრამ ჯიბუტის ტურიზმის დარგის მომავალი სპეციალისტების მიერ განიხილება, როგორც საკმაოდ იმედისმომცემი. ჯიბუტის მთავრობა, რომელსაც ესმის ეროვნული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი, ამისათვის ატარებს მრავალმხრივ ღონისძიებებს — მაგალითად, ცდილობს მაქსიმალურად შეამსუბუქოს უცხოური ინვესტიციების რეჟიმი ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. პრიორიტეტი ეძლევა სასტუმროების და ავტოგზების მშენებლობას, რომლებიც შეესაბამებიან თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს[24].
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირებაექსპორტზე გადის: ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ტყავი; იმპორტირდება: საკვები, ნავთობპროდუქტები, სამრეწველო საქონელი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები — საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ეთიოპია, ინდოეთი.
სოციალური სფერო
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირებაქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 62 წელს. შობადობის მაჩვენებელია 2,63 ბავშვი ერთ ქალზე.[16] ქვეყანაში დაახლოებით 18 ექიმი მოდის 100 000 ადამიანზე.[25]
2011 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთა დასახლების ფონდმა გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიოში შობადობის მდგომარეობის შესახებ. 2010 წელს ჯიბუტიში დედათა სიკვდილიანობა ყოველ 100 000 დაბადებულ ბავშვზე შეადგენდა 300 ქალს. ეს მაჩვენებელი 2008 წელს იყო 461,6 და 1990 წელს — 606,5. ამ მოხსენების მიზანია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებელი გზების განხილვა, კონკრეტულად ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირება. ჯიბუტიში მეანეთა რაოდენობა 1000 დაბადებულზე შეადგენს 6-ს და ორსული ქალების სიკვდილიანობის რისკი 1-ია 93-დან.[26]
2005 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებების თანახმად, ჯიბუტელი ქალების და გოგოების დაახლოებით 93,1 % განიცდიდა ქალთა წინადაცვეთას,[27] რაც ქორწინებამდელი წეს-ჩვეულებაა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთის ნაწილში, რომელსაც აქვს თავისი ღრმა ფესვები ძველ ეგვიპტეში.[28][29] მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა იურიდიულად აკრძალულია 1994 წლიდან, იგი ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, რადგანაც მას დიდი ფესვები აქვს ადგილობრივ კულტურაში.[30] წინადაცვეთის მიზნად ადგილობრივი მოსახლეობა უპირველეს ყოვლისა თვლის თავაშვებულობის შემაკავებლად და ქალებზე შესაძლო თავდასხმის ასაცილებლად.[30][31] ჯიბუტის მამაკაცების დაახლოებით 94 % ასევე იყენებს წინადაცვეთის პროცედურას.[32]
განათლება
რედაქტირებაგანათლების სფერო პრიორიტეტულია ჯიბუტის მთავრობისთვის. 2009 წლის მდგომარეობით, იგი თავისი წლიური ბიუჯეტიდან განათლების სფეროსათვის გამოჰყოფს 20,5 %-ს.[33]
ჯიბუტის საგანმანათლებლო სისტემა პირველად ჩამოყალიბდა შეზღუდული განათლების ბაზის დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, სასკოლო განათლების სისტემა მთლიანად ელიტარული იყო და ცუდად ესადაგებოდა ადგილობროვ პირობებს და მოთხოვნებს.[33]
1990-იანი წლების ბოლოს, ჯიბუტის ხელისუფლებამ გადახედა ეროვნული განათლების სტრატეგიას და ჩაატარა ფართე კონსულტაციური პროცესები ადმინისტრაციული ორგანოების, პედაგოგების, მშობლების და ეროვნული ასამბლეის წევრების მონაწილეობით. ამ ინიციატივის ფარგლებში განისაზღვრა საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ და მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები იმაზე, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ მის სრულყოფილებამდე. ხელისუფლებამ შემდგომში მოამზადა რეფორმების კომპლექსური გეგმა, რომელიც მიმართული იყო განათლების სფეროს მოდერნიზაციაზე 2000-2010 წლების პერიოდში. 2000 წლის აგვისტოში, ხელისუფლებამ პარლამენტს ოფიციალურად გადასცა კანონი განათლების დაგეგმარების შესახებ და შეიმუშავა უახლოეს 5 წელზე გათვლილი საშუალოვადიანი განვითარების გეგმის პროექტი. ფუნდამენტალურ აკადემიურ სისტემას ჩაუტარდა მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და გახდა სავალდებულო; დღეს იგი შედგება ექვსწლიანი დაწყებითი სკოლებისაგან და ოთხწლიანი საშუალო სკოლებისაგან. ამას გარდა, ახალმა კანონმა შემოიტანა საშუალო დონის პროფესიული სწავლება და 2006 წლის 7 იანვარს გახსნა უნივერსიტეტი ქვეყანაში.[33]
ამ ახალი კანონის მიღების შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მთელი სასწავლო სექტორის სფეროში.[33] კერძოდ, მოსწავლეთა კონტინგენტის რაოდენობა და დასწრების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ზოგიერთი რეგიონალური განსხვავებებით. 2004-2005 წლებიდან 2007-2008 წლებამდე პერიოდში, გოგონების ჩარიცხვა დაწყებით სკოლაში გაიზარდა 18,6 %-ით; ბიჭებისათვის ის გაიზარდა 8,0 %-ით. საშუალო სკოლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იმავე წლების პერიოდში გაიზარდა 72,4 %-ით გოგონებისათვის და 52,2 %-ით ბიჭებისათვის. საშუალოდ, ყველანაირ სკოლებში ჩარიცხულების ზრდის ტემპმა შეადგინა 49,8 % გოგონებისათვის და 56,1 % ბიჭებისათვის.[34]
ჯიბუტიში ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის და სასწავლო-მეთოდური მასალების, მათ შორის ახალი სასკოლო ოთახების მშენებლობას და სასწავლო წიგნების მიწოდების, განვითარებას და სრულყოფას. სკოლისშემდგომ დონეზე, აქცენტი ასევე აღებულია კვალიფიცირებული ინსტრუქტორების მომზადებაზე და პროფესიონალური მომზადების გაკვეთილებზე სკოლის გამცდენ მოზარდებზე.[33] 2012 წლის მდგომარეობით, ჯიბუტიში განათლების დონე შეადგენს 70 %-ს.[35]
ქვეყანაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა — ჯიბუტის უნივერსიტეტი.
მასმედია
რედაქტირებადედაქალაქ ჯიბუტიში, სატელეფონო კავშირი კოსმოსური თანამგზავრების საშუალებით მყარდება ევროპასთან და დასავლეთთან, ხოლო ხმელეთით ქვეყნის და მსოფლიოს მთავარ ქალაქებთან. 2003 წელს ქვეყანაში არსებობს 9500 ტელეფონის ნომერი და გამოიყენება 23 000 მობილური ტელეფონი.
მასმედიის ყველა საშუალებას აკონტროლებს სახელმწიფო. ჯიბუტიში რადიომ თავისი მაუწყებლობა დაიწყო 1940-იან წლებში, საფრანგეთის სომალის კოლონიალურ პერიოდში.[36] 1983 წელს ჯიბუტიში, საფრანგეთის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დახმარებით, გაიხსნა მძლავრი სახელმწიფო რადიოსადგური, რომელიც AM დიაპაზონზე მაუწყებლობდა. სატელევიზიო მაუწყებლობა პირველად განხორციელდა 1967 წელს. ორივე იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში და მაუწყებლობს არაბულ, ფრანგულ, სომალურ და აფარის ენებზე. 2001 წლის მდგომარეობით მაუწყებლობდა 1 AM და 2 FM რადიოსადგური და 1 სატელევიზიო სადგური. 1997 წელს აღირიცხებოდა 77 რადიო და 37 ტელევიზორი 1000 მოსახლეზე. 2003 წელს ინტერნეტით სარგებლობდა დაახლოებით 6500 აბონენტი.
ჯიბუტიში გამოდის ერთი ყოველკვირეული გაზეთი, სახელმწიფოს ეკუთვნის ლა-ნასიონ დე ჯიბუტი,[37] რომელსაც ჰქონდა 4300-იანი ტირაჟი 2000 წელს. თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება გამოსცეს ჟურნალი. არსებობენ რამდენიმე ოპოზიციური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გამოცემები, რომლებიც მუშაობენ თავისუფლად.
ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, ხოლო ხელისუფლების მტკიცებით იგი იცავს მოსახლეობის ამ უფლებებს.
კულტურა
რედაქტირებაჯიბუტელების სამოსი გამოხატავს რეგიონის ცხელ და მშრალ კლიმატს. როდესაც ჯიბუტელებს არ აცვიათ თანამედროვე ტანსაცმელი, როგორებიცაა ჯინსები და მაისურები, მამაკაცები ჩვეულებრივ ატარებენ macawiis-ის, რომელიც წარმოადგენს წელს ირგვლივ ჩაცმულ სარონგს. ბევრი მომთაბარე ხალხი იხურავს არამჭიდროდ დახვეულ თეთრი ბამბის ხალათს, რომელსაც ჰქვია ტობე. მისი ბოლო მიმართულია ქვემოთ, დაახლოებით მუხლებამდე, რომლის დასასრულიც მხარზეა გადაკიდებული (ისევე როგორც რომაული ტოგა).
ქალებს ჩვეულებრივ აცვიათ დირაკა, რომელიც გრძელი, მსუბუქი, გამჭვირვალე კაბაა, რომელიც დამზადებულია ბამბისაგან ან პოლიესტერისგან, მას იცმევენ მთელ სიგრძეზე. სპორტული აღნაგობის გათხოვილი ქალები თავზე იხურავენ თავსაბურავს, რომელსაც ჰქვია შაში და ხშირად სხეულის ზედა ნაწილს იფარავენ შალით, რომელსაც ჰქვია garbasaar. მაგრამ გაუთხოვარი ან ახალგაზრდა ქალები ყოველთვის არ იფარავენ სახეს. ტრადიციული არაბული სამოსი, როგორებიცაა, მამაკაცის გალაბია (jellabiyaad სომალიში) და ქალის ჯილბაბი ასევე ხშირადაა გამოყენებადი. ზოგიერთი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა ფესტივალი, ქალები ირთვებიან სპეციალური მორთულობების და ქუდების დახმარებით, რომლებიც გავნან მაღრიბის ტომის ბერბერების ჩაცმულობას.[38]
ჯიბუტის დიდ თვითმყოფად ხელოვნებას გადასცემენ და ინახავენ ზეპირი ფორმით, ძირითადად სიმღერის სახით. შეინიშნება ისლამური, ოსმალური და ფრანგული გავლენის ბევრი მაგალითები, ადგილობრივი შენობების კედლებზე ასევე შეინიშნება გულმოდგინედ შესრულებული მოტივები და კალიგრაფია.
მუსიკა
რედაქტირებასომალელებს აქვთ მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც თავმოყრილია ტრადიციულ სომალურ ფოლკლორში. სომალური სიმღერების უმრავლესობა პენტატონიკურია. ანუ, ისინი იყენებენ მხოლოდ ხუთ ხმის სიმაღლეს ერთ ოქტავაზე ჰეპტატონიკური მასშტაბებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაჟორი. სომალური მუსიკა შეიძლება შეცდომით მივამსგავსოთ ახლომდებარე რეგიონებისას, როგორებიცაა ეთიოპია, სუდანი ან არაბეთის ნახევარკუნძული, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოვიცნობთ თავის უნიკალური მელოდიით და სტილით. სომალური სიმღერები სიმღერის ავტორ პოეტებს (midho), სიმღერების ავტორებს (laxan) და ვოკალისტებს (codka ანუ „ხმა“) შორის ურთიერთობის შედეგია. Balwo არის სასიყვარულო თემებზე აგებული სომალური მუსიკალური სტილი, რომელიც პოპულარულია ჯიბუტიში.[39]
ტრადიციული მუსიკა შორიდან გვაგონებს სომალის ნახევარკუნძულის სხვა ადგილების ხალხურ მუსიკას, როგორიცაა ეთიოპია; ის ასევე შეიცავს არაბული მუსიკის ელემენტებს. ჯიბუტის ისტორია ჩაწერილია მომთაბარე ხალხის პოეზიაში და სიმღერებში, რომელიც არა ერთ ათასწლეულს მოითვლის, როდესაც ჯიბუტის მოსახლეობა ვაჭრობდა ძველ ეგვიპტესთან, ინდოეთთან და ჩინეთთან. ზეპირი ლიტერატურა ასევე საკმაოდ მუსიკალურია. ის სხვადასხვა სახეობისაა, მათ შორის საქორწილო, საომარი, საქებარი და სატრაბახო სიმღერები.[40]
ლიტერატურა
რედაქტირებაჯიბუტის აქვს პოეზიის ძველი ტრადიცია. პოეზიის რამდენიმე კარგად განვითარებულ სომალურ ფორმებს მიეკუთვნება გაბაი, jiifto, geeraar, wiglo, buraanbur, beercade, afarey და guuraw. გაბაის (ეპიკური პოემა) აქვს ყველაზე უფრო რთული სიგრძე, რომელიც ხშირად აჭარბებს 100 სტროფს. პოეტური მიღწევის ნიშნად ითვლება, როდესაც ახალგაზრდა პოეტს შეუძლია შეთხზას ასეთი ლექსი. ლექსები ეხება რამდენიმე ძირითად თემებს, მათ შორის baroorodiiq (ელეგია), amaan (შექება), jacayl (რომანტიკა), guhaadin (სატირული), digasho (ბოროტება) და guubaabo (ლიდერობა). baroorodiiq-ში (ელეგია) აღწერილია გამოჩენილი პოეტის ან ადამიანის ხსოვნის პატივისცემა.[41] აფარელებისთვის დამახასიათებელია ginnili, როგორც საომარი-პოეზია და მომავლის მხედველობა, მას აქვს ხალხური მონათხრობების მდიდარი ზეპირი ტრადიციები. მას ასევე აქვს მხედრული სიმღერების ფართე რეპერტუარი.[42]
ამას გარდა, ჯიბუტის აქვს ისლამური ლიტერატურის ძველი ტრადიციები. ასეთი ყველაზე უფრო მეტად ცნობილ ისტორიულ ნაწარმოებს შორისაა შუა საუკუნეების Futuh Al-Habash და Shihāb al-Dīn, რომლებსაც მივყავართ ადალის სასულთნოს არმიის მიერ აბისინიის დაპყრობების XVI საუკუნის ქრონიკებთან.[43] უკანასკნელ წლებში მთელი რიგი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები ასევე წერენ მოგონებებს ან შეხედულებებს ჯიბუტიზე.
სამზარეულო
რედაქტირებაჯიბუტის სამზარეულო წარმოადგენს სომალის, აფარის, ეთიოპიის, იემენის და ფრანგული სამზარეულოების ნარევს, ზოგიერთი სამხრეთ აზიის სამზარეულოს (განსაკუთრებით ინდურის) კულინარიის გავლენის დამატებით. ადგილობრივ საკვებს ჩვეულებრივ ამზადებენ ბევრი ახლო აღმოსავლეთის სანელებლების გამოყენებით, ზაფრანიდან დარიჩინამდე. მწარე საკვებს ამზადებენ ბევრი ვარიაციებით, ტრადიციული ფა-ფადან, ანუ „Soupe Djiboutienne“-დან (სურნელოვანი მოხარშული საქონლის სუპი), yetakelt wet-მდე (სურნელოვანი ბოსტნეულის რაგუში არეული). Xalwo (გამოითქმება „halwo“) ანუ ჰალვა — პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია დღესასწაულების დროს, როგორიცაა ურაზა-ბაირამის დღესასწაულები ან ქორწილები. ჰალვა მხადდება შაქარისაგან, სიმინდის სახამებლისაგან, ილის ფხვნილისაგან, ჯავზის ფხვნილისაგან და გჰისაგან. არაქისს ზოგჯერ უმატებენ გემოვნების გასაუმჯობესებლად.[44]
სპორტი
რედაქტირებაფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ჯიბუტიში. ჯიბუტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ზედმეტსახელად Riverains de la Mer Rouge („წითელი ზღვის ნაპირელები“), ასპარეზობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში. ის შედის ჯიბუტის ფეხბურთის ფედერაციაში, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) და არაბული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UAFA) წევრია. ასევე არსებობენ ასობით ადგილობრივი საფეხბურთო კლუბები, რომლებიც თამაშობენ ეროვნულ დონეზე. კალათბურთი — პოპულარობით მეორე სპორტის სახეობაა ქვეყანაში.
ჯიბუტიმ ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობა დაიწყო 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან და მას შემდეგ არ გამოუტოვებია არც ერთი ზაფხულის ოლიმპიადა. ამასთან ერთად 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჯიბუტელი სპორტსმენები მიწვეულნი იყვნენ მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ისინი სტარტზე არ გამოვიდნენ. სულ ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანა წარადგინა 16-მა მამაკაცმა სპორტსმენმა და ორმა ქალმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ძიუდოს, მძლეოსნობის და აფროსნობის შეჯიბრებებში. ჯიბუტის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჰყავდა 1992 წლის ბარსელონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (8 სპორტსმენი). ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჯიბუტის არასოდეს მიუღია მონაწილეობა.
ერთადერთი ოლიმპიური მედალი მოპოვებული იქნა 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მძლეოსანი ჰუსეინ აჰმედ სალაჰი მესამე იყო მარათონულ გარბენში.
ჯიბუტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1983 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იგი აღიარა 1984 წელს.
დღესასწაულები
რედაქტირებაქვემოთ მოყვანილია სახელმწიფო დღესასწაულების სია ჯიბუტიში. ქვეყანაში გამოიყენება ორი ოფიციალური კალენდარული სისტემა: პირველ რიგში გრიგორიანული კალენდარი და ასევე ისლამური მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულებისთვის.
თარიღი | დასახელება | ||
---|---|---|---|
გრიგორიანული კალენდარი | |||
1 იანვარი | ახალი წელი | ||
1 მაისი | შრომის დღე | ||
27 ივნისი | დამოუკიდებლობის დღე | ||
12 რაბი ალ-ავალი | მაჰმადის დაბადების დღე | ||
1 შავალი | რამადანის დასასრული | ||
1 მუჰარამი | მუსულმანური ახალი წელი | ||
25 დეკემბერი | ქრისტეს შობა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-31. ციტირების თარიღი: 2015-10-26.
- ↑ 2.0 2.1 Citypopulation
- ↑ 3.0 3.1 Statoids
- ↑ 4.0 4.1 Highest Mountains in Djibouti. geonames.org
- ↑ Eritrean coastal desert
- ↑ 6.0 6.1 BBC Weather: Djibouti. ციტირების თარიღი: 11 July 2012.
- ↑ Imbert-Vier, Simon. Invention et réalisations de la frontière djibouto-érythréenne. // Africa (Roma), № 6, 2009
- ↑ 8.0 8.1 Barrington, Lowell, After Independence: Making and Protecting the Nation in Postcolonial and Postcommunist States.- University of Michigan Press, 2006.- P.115
- ↑ Djibouti — History დაარქივებული 2011-09-03 საიტზე Wayback Machine. Africa Travelling
- ↑ Elections in Djibouti აფრიკული არჩევნების სარჩევი
- ↑ Pour la 12ème commémoration du massacre d’Arhiba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2015-10-29.
- ↑ „Thousands Of Djiboutians Flee to Ethiopia.“ The Associated Press, July 12, 1993.
- ↑ Djibouti (07/08)
- ↑ Présentation des forces armées djiboutiennes. Ministère des Affaires étrangères (France). ციტირების თარიღი: 23 March 2013.[მკვდარი ბმული]
- ↑ International Institute for Strategic Studies (IISS) (2012). The Military Balance 2012. London: IISS, გვ. 432.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 Djibouti. The World Factbook. CIA (February 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2020. ციტირების თარიღი: February 26, 2013.
- ↑ Ethnologue, "Languages of Djibouti"
- ↑ Constitution de la République de Djibouti French. Agence Djiboutienne d'Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 March 2013.
- ↑ Chapter 1: Religious Affiliation retrieved 4 September 2013
- ↑ United Nations High Commissioner for Refugees. accessed 13 December 2009 Immigration and Refugee Board of Canada, "Djibouti: Situation and treatment of Christians, including instances of discrimination or violence; effectiveness of recourse available in cases of mistreatment; problems that a Muslim can face if he or she converts to Christianity or marries a Christian (2000–2009)", 5 August 2009. Unhcr.org. ციტირების თარიღი: 2010-06-20.
- ↑ David M. Cheney. Diocese of Djibouti. Catholic-hierarchy.org. ციტირების თარიღი: 28 February 2013.
- ↑ Introducing Djibouti. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2011.
- ↑ 23.0 23.1 23.2 Bienvenue à Djibouti. Office National de Tourisme de Djibouti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2011.
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 Country Profile: Djibouti (PDF). Regional Tourism Investment Conference. East Africa and the Indian Ocean. 27-29 July, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2011.
- ↑ Republic of Djibouti: Humanitarian Country Profile. Irinnews.org (February 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-17. ციტირების თარიღი: 2010-06-20.
- ↑ The State Of The World's Midwifery. United Nations Population Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: August 2011.
- ↑ Prevalence of FGM. Who.int (2010-12-09). ციტირების თარიღი: 2011-04-27.
- ↑ Rose Oldfield Hayes (1975). „Female genital mutilation, fertility control, women's roles, and the patrilineage in modern Sudan: a functional analysis“. American Ethnologist. 2 (4): 617–633. doi:10.1525/ae.1975.2.4.02a00030. ISSN 0094-0496.
- ↑ Herbert L. Bodman, Nayereh Esfahlani Tohidi, Women in Muslim societies: diversity within unity, (Lynne Rienner Publishers: 1998), p. 41 ISBN 1555875785.
- ↑ 30.0 30.1 DJIBOUTI: Women fight mutilation. Irinnews.org (2005-07-12). ციტირების თარიღი: 2011-04-27.
- ↑ Suzanne G. Frayser, Thomas J. Whitby, Studies in human sexuality: a selected guide, (Libraries Unlimited: 1995), p. 257 ISBN 1563081318.
- ↑ Eric Werker, Amrita Ahuja, and Brian Wendell. Male Circumcision and AIDS: The Macroeconomic Impact of a Health Crisis (PDF). NEUDC 2007 Papers: Northeast Universities Development Consortium Conference: Center for International Development at Harvard Un. ციტირების თარიღი: 2011-04-27.
- ↑ 33.0 33.1 33.2 33.3 33.4 Hare, Harry (2007) ICT in Education in Djibouti, World Bank
- ↑ Djibouti Assistance to Education Evaluation დაარქივებული 2012-11-12 საიტზე Wayback Machine. . USAID (April 2009)
- ↑ (2012) Compact Atlas of the World. Penguin, გვ. 138. ISBN 0756698596.
- ↑ Dubnov, Helena (2003). A Grammatical Sketch of Somali. Koln: Rudiger Koppe Verlag, გვ. 10.
- ↑ La Nation de Djibouti.
- ↑ Image of Djibouti women in head-dresses. discoverfrance.net.
- ↑ Mohamed Diriye Abdullahi, Culture and Customs of Somalia, (Greenwood Press: 2001), pp.170–172.
- ↑ Djibouti – Culture Overview. Expedition Earth. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 27, 2004. ციტირების თარიღი: September 28, 2005. – Website no longer exists; link is to Internet Archive
- ↑ Mohamed Diriye Abdullahi (2001) Culture and Customs of Somalia, Greenwood Press, pp. 75–76
- ↑ Matt Phillips, Jean-Bernard Carillet (2006) Lonely Planet Ethiopia and Eritrea, Lonely Planet. p.301.
- ↑ Shihāb al-Dīn Aḥmad ibn ʻAbd al-Qādir ʻArabfaqīh, Translated by Paul Stenhouse, Richard Pankhurst (2003). The conquest of Abyssinia: 16th century. Tsehai Publishers & Distributors, გვ. 77.
- ↑ Barlin Ali, Somali Cuisine, (AuthorHouse: 2007), p.79