დრაცენა
დრაცენა (ლათ. Dracaena) — ხისებრი მცენარეების ან ბუჩქების გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა.
დრაცენა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Dracaena | |||||||||||||
|
150-მდე სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. აქვს დატოტვილი ღერო, ტყავისებრი ფოთოლი, კენკრა ხაყოფი.
ზოგიერთი სახეობის (დრაკონის ხე) ქერქი გამოყოფს წითელ ფისოვან ნივთიერებას, რომელსაც ლაქის დასამზადებლად იყენებენ. ბევრი სახეობა, მეტწილად ჭრელფოთოლა, ოთახისა და ორანჟერეის მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 634.