პითონები

სწრაფი, ფერადი, უწყინარი

პითონებიგველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა (ან დამოუკიდებელი ოჯახი). გავრცელებულია აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში. ამჟამად ქვეოჯახში შედის 8 გვარი, 35 სახეობით. საკუთრივ ცენტრალურ, პითონის გვარში 7 სახეობაა, გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს. ბინადრობენ უმთავრესად ლერწმიანებში, ლელიანებში, ქვებს შორის. კარგად ცურავენ, შეუძლიათ ხეზე ასვლა. იკვებებიან ძირითადად ხერხემლიანებით, რომლებსაც სხეულის რგონებით გუდავენ. პითონები კვერცხმდებლებია. მათი დამახასიათებელი თვისებაა - ინკუბაცია. დედალი დებს 100-ზე მეტ კვერცხს (გააჩნია სახეობასა და მდედრის ზომას), რომლებსაც შემოეხვევა სხეულით 3-4 რგოლად და წარმოქმნის ცოცხალ კონუსს, რომლის შიგნით ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე 12-15°-ით მაღალია, ხოლო მამრი პითონის ტემპერატურაზე 8-7°-ით მაღალია. ამ დროის მანძილზე მდედრი იცავს კვერცხებს მტაცებლებისაგან. ინკუბაცია გრძელდება თვე, თვე ნახევარი და ამ პერიოდში მდედრი თითქმის არაფერს არ ჭამს.

პითონები
მწვანე პითონი (Morelia viridis)
მწვანე პითონი (Morelia viridis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  მახრჩობელასებრნი
ქვეოჯახი:  პითონები
ლათინური სახელი
Pythoninae
პითონი აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს პროგრამირების ენას
ბადისებრი პითონი Python reticulatus

სხეულის ტემპერატურის მომატების მექანიზმი დაკავშირებულია კუნთების თანმიმდევრულ შეკუმშვასთან, რაც იწვევს t-ს ზრდას. ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატულია იეროგლიფურ, სამეფო და ბადისებრ პითონებში. პითონის სახეობათა შორის ტანად ყველაზე პატარაა სამეფო პითონი (Python regius - 1,5 მ.), ყველაზე დიდი კი ბადისებრი პითონი (Python reticulatus - 10 მ-მდე), რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად ანტილოპებით, ახალგაზრდა ირმებით და გოჭებით. ცნობილია ადამიანებზე პითონების თავდასხმის ცალკეული შემთხვევები. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ბადებრივი პითონი. იგი 10 მეტრამდე იზრდება, თუმცა ძველ დოკუმენტურ მასალებში აღწერილია 15,20 და 30 მეტრის სიგრძის ეს გველი, რაც რეალობას არ უნდა შესაბამებოდეს. პითონები ტყვეობაში ცოცხლობენ 25 წლამდე (სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცალკეულ სახეობაზე). ზოგიერთი პითონის ხორცი იჭმევა, იყენებენ მათ ტყავსაც.

ლიტერატურა

რედაქტირება