ანტილოპები
(გადამისამართდა გვერდიდან ანტილოპა)
ანტილოპები — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ჯგუფი ძროხისებრთა ოჯახისა. აერთიანებს სხვადასხვა გარეგნობისა და ზომის ცხოველებს, რომლებსაც ცხოვრების ნირიც განსხვავებული აქვთ. ანტილოპები ჯოგებად ცხოვრობენ, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით, იშვიათად ხის ფოთლებით. ცნობილია მათი 1500-ზე მეტი სახეობა.
ანტილოპებზე ნადირობენ, იყენებენ მათ ხორცს, ტყავს, რქებს, მაგრამ მრავალი სახეობის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ მათზე ნადირობა ნაწილობრივ ან მთლიანად აიკრძალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 488.