სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველი (მრავალმნიშვნელოვანი).

გველები (ლათ. Serpentes ან Ophidia) — ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.

გველები

ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ლათინური სახელი
Serpentes ან Ophidia
გავრცელება

გველების გავრცელების არეალი
ზღვის გველების გავრცელების არეალი მოცემულია ლურჯ ფერში

გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.

ცნობილია გველების 3000-მდე სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 18 ოჯახში[1]:

ბინადრობენ ყველგან ახალი ზელანდიის, ზოგი ოკეანური კუნძულისა და პოლარული მხარის გარდა; ყველაზე მეტად კი ტროპიკებში, განსაკუთრებით ინდომალაის ოლქში. ცნობილია შხამიანი გველების 400-მდე სახეობა.

საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებული არიან 4 ოჯახის 10 გვარში:

 
გველების შხამიანი აპარატი, 1- ანკარასებრნი, 2 - ასპიტისებრნი, 3 - გველგესლასებრნი.

გველების ზომა მერყეობს რამდენიმე სმ-იდან 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი); შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდია სამეფო კობრა (4 მ-ზე მეტი). ყველაზე ძლიერი შხამი ზღვის გველებს აქვთ. გველები იკვებებიან ცოცხალი საკვებით, ძირითადად წვრილი ხერხემლიანებით, მხოლოდ ზოგი ფორმის საკვებია ფრინველთა კვერცხები, მწერები, მოლუსკები. გველების უმრავლესობა კვერცხისმდებელია, არიან კვერცხცოცხლადმშობნიც. ბინადრობენ უმეტესად ხმელეთზე. გველების შხამისაგან მზადდება სამედიცინო პრეპარატები ჰემოფილიის, ეპილეფსიის, ნევრალგიის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მას ფართოდ იყენებენ ბიოლიმიური კვლევის დროსაც.

ტროპიკულ ქვეყნებში შხამიან გველებს დიდი ზიანი მოაქვთ. შხამიანი გველების უსისტემო ჭერამ ბევრ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მათი რიცხვი. ამის გამო შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მთავრობის დადგენილებები გველების დაცვის შესახებ.

მათ ყველაზე ახლო ნათესაობა აკავშირებთ ხვლიკებთან. არსებობს რამდენიმე ხვლიკების უკიდურო სახეობებიც, რომლებიც გარეგნულად გველების იდენტურნი არიან. მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია.

გველების მიმართ ინტერესსა და სიყვარულს ოპიოფილია ჰქვია, ხოლო შიშს ოპიდიოფობია.

გველები მსოფლიო რელიგიებში

რედაქტირება
 
პატანის მეფე, მის უკან კობრითა და ფრინველით

გველი წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა მითოლოგიაში. იგი დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან, მიწასთან, მდედრობით და მამრობით საწყისებთან, სახლის კერასთან და ციურ ცეცხლთან. ზედა პალეოლითის დასასრულის გამოსახულებები გვაძლევენ საშუალებას დავაკვირდეთ გველის კულტის განვითარებას უძველესი დროიდან. თავიდან მითოლოგიური გველი ჩვეულებრივი გველისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებოდა. ზედა პალეოლითის მითოლოგიაში განვითარდა გველის და ფრინველის ბრძოლა, გველი, ქვესკნელის არსება ეომება ფრინველს, რომელიც ცის ძალებს განასახირებდა. (ინდუისტურ მითოლოგიაში ფრინველი გარუდა ეომება ნაგებს). საბოლოოდ, გველი და ფრინველი გაერთიანდა და გახდა ფრთიანი გველი – დრაკონი, რომელიც სიკეთესაც და ბოროტებასაც აღნიშნავს. ინდუისტურ, ელამურ და ზოგ სხვა მითოლოგიებში განვითარდა გველტანიანი და ადამიანისთავიანი არსებები (ინდ.მით. ნაგა). იაპონელთა და ინდიელთა მითოლოგიებში ძალზედ განვითარდა რქიანი გველის ტრადიცია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. უწინ Anilius (ამჟამად Aniliidae), Anomochilus (Anomochilida) და Cylindrophis (Cylindrophiidae) ერთიანდებოდნენ საერთო ოჯახში - Anilidae.