ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გველის შხამი არის რთული კომპლექსი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების: ფერმენტების, ძირითადად ჰიდროლაზა, ტოქსიკური პოლიპეპტიდები, ნეირო ტოქსინები, სპეციფიკური ცილები და არაორგანული კომპონენტები.

შხამიანი აპარატის აგებულება

რედაქტირება
 
გველების შხამიანი აპარატი, 1- ანკარასებრნი, 2 - ასპიტისებრნი, 3 - გველგესლასებრნი.

ევოლუციის პროცესში, გველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდა განსაკუთრებული ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევთ მათ გადაყლაპონ დიდი ზომის ნადავლი: ჩამოყალიბდა შხამიანი აპარატი, რაც განაპირობებს მსხვერპლის დადამბლავებას (მოძრაობის უნარის დაკარგვას). ქვედა ყბა ზედა ყბას შეიძლება დაშორდეს 90 გრადუსიანი კუთხით (მაქს. 150 გრადუსი), ამის გარდა არსებობს სპეციალურ კავშირები, რაც საშუალებას აძლევს გველს ყბის თითოეული ნაწილი დააშოროს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ შეუძლია მას საკუთარ თავის ქალაზე გაცილებით დიდი და მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. გველის ნერწყვის შხამიანობა განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიჭარბით. ევოლუციის პროცესში, ზედა ყბის სანერწყვე ჯირკვლებმა დაიწყეს შხამის სეკრეტის (ნერწყვის) გამოყოფა. ზოგიერთი კბილი, რომელიც მდებარეობდა ზედა ყბის უკანა, ან წინა ნაწილში გაიზარდა. მის წინა ზედაპირზე (წვერზე) გაჩნდა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა შხამი. შხამიანი ჯირკვლები მოთავსებულია ზედა ყბაზე, თვალის უკან. შხამიან კბილს შეუძლია მოძრაობა 90 გრადუსიანი კუთხით. პირის დახურვისას შხამიანი ეშვები არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გახსნისას - ვერტიკალურ. პირის გაღების დროს ყბის კუნთები იკუმშება, აწვება შხამიან ჯირკვლებს, საიდანაც შხამი სპეციალური არხით გადადის შხამიან ეშვებში, იქიდან კი - მსხვერპლის სხეულში.

მოქმედება

რედაქტირება

ზოგიერთი გველის შხამის მოქმედება, ნეირო ტოქსინების შემცველობის გამო, იწვევს ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას და ორგანიზმი იღუპება სუნთქვის გაჩერების გამო. ზოგიერთი გველის შხამი კი იწვევს ჰემორაგიული შეშუპების განვითარებას, სისხლის შედედებას, ჰემოლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლა), წნევის დავარდნას, შეშუპებას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

მკურნალობა

რედაქტირება

მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, ანუ სეროთერაპია. არსებობს შრატიანტიგიურზა, ანტიკობრა და სხვ.

გველისგან დაკბენილი ადამიანი უნდა დავაწვინოთ ჩრდილში, თავი უნდა იყოს სხეულზე ქვემოთ, რათა არ მოხდეს ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა. მოვახდინოთ ნაკბენიდან შხამის გამოწოვა 5-7 წთ. განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს დაახლ. 40% შხამი გამოვწოვოთ ნაკბენიდან. (თუ ნაკბენი მაგ. ხელზეა ეს პროცესი შეიძლება თავად ავადმყოფმა გააკეთოს). ნერწყვი გადმოვაფურთხოთ, პირი გამოვირეცხოთ კალიუმის პერმანგანატიანი წყლით. თუ პირის ღრუში დაზიანებაა, გამოწოვა არ შეიძლება. თუ დაიწყო შეშუპება ნაკბენთან ახლოს, გამოწოვას აზრი არ აქვს. ნაკბენ კიდურს უნდა მივცეთ უძრავი მდგომარეობა. არ შეიძლება მომჭერის დადება, ნაკბენის გაჭრა ან დასერვა, რადგან წარმოიქმნება ძნელადშესახორცებელი წყლულები და ვითარდება მეორადი ინფექციები. ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე, დიდი რაოდენობით სითხის მიღება (მაგარი ჩაი ან ყავა). არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება. ამის შემდგომ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს შხამსაწინააღმდეგი შრატი.

უსაფრთხოების წესები

რედაქტირება
  1. არ მიუახლოვდეთ გველებს.
  2. იხმარეთ მაღალყელიანი ფეხსაცმელი იმ ადგილას, სადაც გველები ბინადრობენ.
  3. მოერიდეთ ხშირ ბალახიან ადგილებსა და თხრილებს.
  4. ღამით ისარგებლეთ ფანარით. გაითვალისწინეთ, რომ გველები აქტიურები არიან თბილ ღამეებში.
  5. ებრძოლეთ მღრღნელებს, რომლებიც ჩვენს ახლოს ბინადრობენ, რადგან ისინი გველების საყვარელ საკვებს წარმოადგენენ.
  6. ერიდეთ ღამის გათევას ფუღუროიან ხეებთან, გამოქვაბულებში, დამპალ კუნძებთან...
  7. თუ გამოიღვიძებთ და თქვენს საწოლში დაინახავთ გველს შეეცადეთ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და დაუცადეთ როდის წავა იგი.

გველის შხამი მედიცინაში

რედაქტირება

გველის შხამი მედიცინაში გამოიყენება სამკურნალოდ და შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების დასამზადებლად, აგრეთვე სამეცნიერო კვლევებისათვის. მოთხოვნა შხამზე დიდია, მაგრამ მოპოვება — რთული. გველებს უმრავლესობა ძნელად ეგუებია ტყვეობას და ცოცხლობენ საშუალოდ 1 წელი მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წელი და მეტია. შხამის რაოდენობა, რომელიც მიიღება ერთი გველიდან, დამოკიდებულია გველის ზომაზე, სახეობაზე, წელიწადის დროზე, აღების სიხშირეზსა და შხამის მიღების მეთოდზე, მაგალითად ელექტროსტიმულაციით 142 სმ. გიურზადან მიიღება 2570 მგ. შხამი, 67 სმ. სიგრძის ჩვეულებრივი გველგესლა იძლევა 31 მგ.-ს, ხოლო 141 სმ. სიგრძის კობრა — 2321 მგ.-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ, გვ. 100-103
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გველის_შხამი“-დან