დამბლა
დამბლა — კუნთური ძალის დაკარგვით გამოწვეული ნებითი მოძრაობების უუნარობა ნერვული სისტემის დაზიანების გამო. დამბლა დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე და მის კავშირზე თავის და ზურგის ტვინის სხვადასხვა განყოფილებებთან, პერიფერიულ ნერვებთან ან კუნთებთან. განსხვავდება პარეზისაგან.[1]
გამოიყოფა დამბლის შემდეგი სახეობები: საბავშვო ცერებრიალური დამბლა; ძილის დამბლა (მდგომარეობა, როცა ძილის დროს არ ფიქსირდება დამბლა).
ცერებრული დამბლა შედეგია განვითარებადი თავის ტვინის დაზიანებისა, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ნაყოფის მუცლადყოფნის, მშობიარობის ან სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე. მისი გავრცელების არეალი და სიხშირე დაუზუსტებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, საშუალოდ მისი სიხშირე არის 2,5–4 ყოველ 1000 ახალშობილზე.
ცერებრულ დამბლას მოტორული (მოძრაობის) დისფუნქციის გარდა თითქმის ყოველთვის ახლავს სხვა დარღვევებიც, მათ შორის, კოგნიტური (შემეცნებით), მხედველობის, სმენის, მეტყველების, ყურადღების, ქცევის. ცერებრული დამბლას ხშირად ახლავს ეპილეფსიაც. ასევე ხშირია ქცევის დარღვევები (ჭირვეულობა, დაუმორჩილებლობა), შედარებით მსუბუქი ფორმების დროს კი – სწავლის სიძნელეები.
ძილის დამბლის მეცნიერული ახსნა დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა, თანამედროვე ნეირომეცნიერება მას REM (Rapid eye movement – თვალის სწრაფი მოძრაობის) ფაზაში ტვინის მიერ ნეირონების გადაცემის დარღვევას უკავშირებს.
ძილის დამბლის არაპირდაპირი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა, რომ იყოს: ინსომნია, ძილის აპნოე, გულაღმა ძილი, ზოგიერთი მედიკამენტი, ნარკოლეფსია, დეპრესია, შფოთვა, ზოგადი სახის ცვლილებები გუნება-განწყობაში, სხვადასხვა ტიპის ძილის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორი, ფსიქიკური დაავადებები, ცირკადული რითმის დარღვევა.
ადამიანი ძილის დამბლის დროს გრძნობს სიკვდილის შიშს, განიცდის ძლიერ მღელვარებას. ეს კი იწვევს ტვინის მიერ ვიზუალური და სმენითი სტიმულების გამომუშავებას და ამოქმედებას, რასაც ჰალუცინაცია მოსდევს. მაგალითად, ბნელი ფიგურის შემოსვლა ოთახში ან მისი გამოჩენა ფანჯრის მიღმა. ასევე, წარმოსახული არაამქვეყნიური არსებები და მათი შიში. თავს იჩენს გაგუდვის, მოხრჩობის შეგრძნება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის გაძნელება. ამ დროს ჩნდება საკუთარი სხეულის ტყვედ ყოფნის შეგრძნება, თუმცა, დამბლა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და იგი არ არის სიცოცხლისთვის საშიში.
დაავადების გამომწვევი მიზეზები
რედაქტირება- ტრავმები
- არასწორი მეტაბოლიზმი
- ინფექციური დაავადებების გართულება
- ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაცია
- ონკოლოგიური დაავადებები
- კვების დარღვევა
- გენეტიკური მიდრეკილება
- თანდაყოლილი გართულებები
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
რედაქტირება- სიარულის ცვლილება, კუნთების სისუსტე, დაცემის შემდეგ წამოდგომის შესაძლებლობის არქონა;
- თვალების ერთ ან მეორე მხარეს მიტრიალება, სიელმის განვითარება;
- გადაბმული, ცხვირისმიერი საუბარი;
- გაურკვეველი საუბარი, რომლის დროს ენა ვარდება პირიდან და იხრება გვერდით.
დიაგნოსტიკა
რედაქტირებადაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა: სისხლის საერთ, ტოქსიკოლოგიური ანალიზი; ელექტრონეირომიოგრაფია; ელექტროენცეფალოგრაფია; თავისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია; თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; მაგნიტო-რეზონანსული ანგიოგრაფია.
მკურნალობა
რედაქტირებააუცილებელი მკურნალობა მოიცავს: ანგიოპროტექტორებს; ნოოტროპულ პრეპარატებს; ანტიბიოტიკებს; ნეიროტროფიკულ პრეპარატებს; ქირურგიულ ჩარევას; А, В, С ჯგუფის ვიტამინებს; სამკურნალო მასაჟს და ვარჯიშს.
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები: საშარდე სისტემის დაავადებები; ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი; სახსრების კონტრაქტურა, ანკილოზი.
პროფილაქტიკა
რედაქტირება- ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა
- კვების რეჟიმის დაცვა
- არტერიული წნევის კონტროლი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგიჩაძე გ. „სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი“. თბილისი. „მერიდიანი“. 2009. 496გვ. — გვ. 394-395. — ISBN 978-9941-10-174-8.