პერიფერიული ნერვული სისტემა
პერიფერიული ნერვული სისტემა (პნს) — ნერვული სისტემის ორი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის მეორე კომპონენტია ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს). პერიფერიული ნერვული სისტემა შედგება ნერვებისა და განგლიისგან, ტვინისა და ზურგის ტვინის გარეთ.[1] პერიფერიული ნერვული სისტემის მთავარი ფუნქცია ცენტრალური ნერვული სისტემის კიდურებთან და ორგანოებთან დაკავშირებაა და ძირითადად მოქმედებს, როგორც გადამცემი (დამაკავშირებელი) თავის ტვინს, ზურგის ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის.[2] ცენტრალური ნერვული სისტემისგან განსხვავებით, პერიფერიულ ნერვულ სისტემას არ იცავს ხერხემლის სვეტი და თავის ქალა, არც ჰემატოენცეფალური ბარიერი, რის გამოც ტოქსინებისა და მექანიკური დაზიანებებისგან დაუცველია. პერიფერიული ნერვული სისტემა იყოფა სომატურ ნერვულ სისტემად და ავტონომიურ ნერვულ სისტემად. სომატურ ნერვულ სისტემაში კრანიალური (თავის ქალის) ნერვები არის პნს-ის ნაწილი, გარდა მხედველობის ნერვებისა ბადურასთან ერთად. მეორე თავის ქალის ნერვები მიეკუთვნებიან არა პერიფერიულ ნერვებს, არამედ დიენცეფალონის ტრაქტს.[3] კრანიალური ნერვული განგლია წარმოიქმნება ცნს-ში (ცენტრალურ ნერვულ სისტემაში). თუმცაღა, დარჩენილი ათი კრანიალური ნერვის აქსონი წვდება ტვინს და ამიტომაც მიჩნეულია პნს-ის ნაწილად.[4] ავტონომიური ნერვული სისტემა გლუვი კუნთებისა და ჯირკვლების უნებლიე კონტროლია. ცნს-სა და ორგანოებს შორის კავშირი სისტემას საშუალებას იძლევა, რომ არსებობდეს ორ განსხვავებულ მდგომარეობა: სიმპათიკური და პარასიმპათიკური.
სტრუქტურა
რედაქტირებაპერიფერიული ნერვული სისტემა იყოფა სომატურ ნერვულ სისტემად და ავტონომიურ ნერვულ სისტემად. სომატური ნერვული სისტემა ნებაყოფლობით კონტროლს ექვემდებარება და გადააქვს სიგნალები ტვინიდან კუნთებამდე. სენსორული ნერვული სისტემა არის სომატური ნერვული სისტემის ნაწილი და ისეთი შეგრძნებებიდან, როგორიცაა გემო და შეხება სიგნალები ტვინსა და ზურგის ტვინში გადააქვს. ავტონომიური ნერვული სისტემა არის “თვითრეგულირებადი” სისტემა, რომელიც გავლენას ახდენს ნებითი კონტროლის არმქონე ორგანოების ფუნქციებზე, მაგალითად, გულისცემაზე და საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირებაზე.
სომატური ნერვული სისტემა
რედაქტირებასომატური სისტემა სენსორულ ნერვულ და სომატოსენსორულ სისტემებს მოიცავს და შედგება სომატური, სენსორული და სხვა ნერვებისგან, რომლებიც ორივე ფუნქციას ითავსებენ.
კრანიალურ ნერვებს თავსა და კისერში სომატოსენსორული ინფორმაცია გადააქვთ. არსებობს 12 სახის კრანიალური ნერვი, რომელთაგან ათი იწყება თავის ტვინის ღეროში და უმეტესად თავის ტვინის ანატომიური სტრუქტურების ფუნქციებს აკონტროლებს. ყნოსვისა და მხედველობის ნერვების ბირთვები წინა ტვინსა და თალამუსშია განლაგებული, რის გამოც ნამდვილ კრანიალურ ნერვებად არ მიიჩნევა. ერთი უნიკალური კრანიალური ნერვი არის ცთომილი ნერვი (ვაგუს), რომელიც გულმკერდისა და მუცლის არის ორგანოებისგან იღებს სენსორულ ინფორმაციას. დამატებითი, XI ნერვი პასუხისმგებელია ლავიწ-მკერდის დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების აღგზნებაზე.
მთელი სხეულისთვის, სპინალური ნერვი პასუხისმგებელია სომატოსენსორულ ინფორმაციაზე. იგი წარმოიქმნება ზურგის ტვინში. ჩვეულებრივ, წარმოიქმნება, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ნერვების ფესვების ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ცალკეული ნერვების ჩამოყალიბებას. ეს ნერვები აკონტროლებენ მთელი სხეულის ფუნქციებს. ადამიანებში, 31 წყვილი ხერხემლის ნერვია: 8 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავისა და 1 კუდუსუნის.
სპინალური ნერვები (C1–C4)
რედაქტირებაპირველი 4 სპინალური ნერვი, C1-დან C4-მდე, იყოფიან და ხელახლა ერთდებიან, რომ წარმოშვან ნერვების რამდენიმე სახეობა, რომლებიც უკავშირდებიან კისერსა და კეფას.
ხერხემლის ნერვს C1-ს კეფისქვეშა ნერვი ეწოდება, რომელიც ათავსებს ნერვებს თავის ქალის ძირის კუნთზე. C2 და C3 შეადგენენ კისრის ნერვების უმეტესობას, უზრუნველყოფენ მოტორულ და სენსორულ კონტროლს. მათ შორისაა კეფის დიდი ნერვი, რომელიც უზრუნველყოფს თავის უკანა ნაწილის მგრძნობელობას, კეფის მცირე ნერვი, რომელიც უზრუნველყოფს ყურების უკან მგრძნობელობას, ყურის დიდი ნერვი და ყურის პატარა ნერვი.
დიაფრაგმის ნერვი არის გადარჩენისთვის აუცილებელი ნერვი, რომელიც C3, C4 და C5 ნერვის ფესვებისდან იზრდება. ის ამარაგებს გულმკერდის დიაფრაგმას, რაც გვაძლევს სუნთქვის შესაძლებლობას.
მხრის წნული (C5–T1)
რედაქტირებაკისრის ბოლო ოთხი სპინალური ნერვი, C5-დან C8-ს ჩათვლით, და პირველი გულმკერდის სპინარული ნერვი, T1, ერთიანდებიან რომ შექმნან მხრის წნული - ერთმანეთში გადახლართული ნერვები, რომლებიც ცალკევდებიან, ერთიანდებიან და ქმნიან ნერვებს, რომლებიც ემსახურებიან ზედა კიდურს და ზურგის ზედა ნაწილს. იმის მიუხედავად, რომ მხრის წნული შეიძლება დახლართული ჩანდეს, ის ძალიან ორგანიზებული და პროგნოზირებადია, მცირე განსხვავებით ადამიანებს შორის.
წელ-გავის წნული (L1–Co1)
რედაქტირებაწელის, გავისა და კუდუსუნის ნერვების წინ განლაგებული მონაკვეთები წელ-გავის წნულს წარმოქმნიან. აღწერისთვის ამ წნულს ყოფენ ხოლმე სამ ნაწილად:
ავტონომიური ნერვული სისტემა
რედაქტირებაავტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს უნებლიე რეაქციებს ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებისთვის.[5] თავის და ზურგის ტვინი ცენტრალური ნერვული სისტემიდან განგლიური ნეირონებით გლუვი კუნთების მქონე ორგანოებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, გულთან, შარდის ბუშტთან და სხვა კარდიულ, ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ორგანოებთან. ავტონომიური აქტივობის ყველაზე ცნიბილი ფიზიოლოგიური ეფექტებია თვალის გუგის შევიწროება ან გაფართოება და ნერწყვის გამოყოფა. ავტონომიური ნერვული სისტემა ყოველთვის გააქტიურებულია, თუმცა არც სიმპათიკურ და არც პარასიმპათიკურ მდგომარეობაში არაა. სიტუაციიდან გამომდინარე, ერთ მდგომარეობას შეუძლია დაჩრდილოს მეორე, რის შედეგადაც სხვადასხვა სახის ნეიროტრანსმიტერები თავისუფლდება. ავტონომიური ნერვული სისტემის ნაკლებად ცნობილ განშტოებას ჰქვია ნაწლავების ნერვული სისტემა.[6] ის განლაგებულია მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარშემო. ამ სისტემას სიმპათიკური და პარასიმპათიკური განშტოებებიდან მიღებული სიგნალების გარეშე შეუძლია ადგილობრივი კონტროლი, თუმცა მაინც იღებს და პასუხობს სიგნალებს დანარჩენი სხეულიდან. ნაწლავების ნერვული სისტემა პასუხისმგებელია კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა ფუნქციებზეც.
სიმპათიკური ნერვული სისტემა
რედაქტირებასიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურებულია “ბრძოლას ან გაქცევის” დროს, როდესაც არსებობს ძლიერი გონებრივი სტრესი ან ფიზიკური საფრთხე. ამ დროს თავისუფლდება ისეთი ნეიროტრანსმიტერები, როგორიცაა ნორეპინეფრინი და ეპინეფრინი. ისინი ზრდის გულისცემის სიჩქარეს და სისხლის მიმოქცევას სხეულის ისეთ უბანებში, როგორიცაა კუნთები. პარალელურად, მცირდება არაკრიტიკული ფუნქციების აქტივობა, მაგალითად, საჭმლის მონელება. სისტემები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, რაც გულისხმობს სხეულის გარკვეული უბნების გააქტიურებას, ხოლო დანარჩენების მოდუნებას.
პარასიმპათიკური ნერვული სისტემა
რედაქტირებაპარასიმპათიკური ნერვული სისტემა ძირითადად იყენებს ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინს (ACh) მედიატორად. პარასიმპათიკური სისტემა შესაძლებლობას აძლევს სხეულს, იფუნქიონიროს დასვენების და გადამუშავების მდგომარეობაში. ამის გამო, როცა პარასიმპათიკური სისტემა დომინირებს, სხეულში მატულბს ნერწყვის გამოყოფა და გადამამუშავებელი აქტივობები, ხოლო გულისცემა და სხვა სიმპათიკური რეაქციები ნელდებიან. სიმპათიკური სისტემისგან განსხვავებით ადამიანები ნაწილობრივ აკონტროლებენ პარასიმპათიკურ სისტემას. ამ კონტროლის ყველაზე აშკარა მაგალითებია შარდის გამოყოფა და დეფეკაცია.
დაზიანება
რედაქტირებაპერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები შეიძლება იყოს გავრცელებული ერთ ან რამდენიმე ნერვზე, ასევე მთლიან სისტემაზეც.
შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი ნერვი ან ნერვის ფესვი. ამას ეწოდება მონონეიროპათია და შესაძლოა დაზიანებამ, ტრავმამ ან შეკუმშვამ გამოიწვიოს. ნერვების შეკუმშვა შეიძლება მოხდეს სიმსივნური მასის ან დაიზანებისგან. თუ ნერვი არის არეალში, რომელსაც ფიქსირებული ფარგლები აქვს, სხვა კომპონენტების ზომაში გაზრდის შემთხვევაში ის შეიძლება გაიჭედოს, მაგალითად, მაჯის ძვლის მილის სინდრომი და კოჭის ძვლის მილის სინდრომი. მაჯის ძვლის მილის სინდრომის საერთო სიმპტომები მოიცავს ტკივილსა და მგრძნობელობის დაკარგვას ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში. პერიფერიულ ნეიროპათიაში ერთი ან მეტი ნერვი შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით დაზიანდეს. ტოქსიკური დაზიანება შეიძლება მოხდეს დიაბეტის (დიაბეტური ნეიროპათია), ალკოჰოლის, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების, ასევე ზოგიერთი ინფექციის, ავტოიმუნური და ანთებითი მდგომარების გამო, როგორიცაა ამილოიდური დისტროფია და სარკოიდოზი. პერიფერიული ნეიროპათია კიდურების ბოლოებში სენსორული თვისებების დაკარგვასთან ასოცირდება და ნელ-ნელა ზემოთ პროგრესირდება. მან ასევე შეიძლება მწვავე ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს. პერიფერიული ნეიროპათია არ შემოიფარგლება მხოლოდ სომატოსენსორული ნერვებით, ის ასევე მოიცავს ავტონომიურ ნერვულ სისტემასაც (ავტონომიური ნეიროპათია).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თარგი:DorlandsDict
- ↑ Slide show: How your brain works - Mayo Clinic. mayoclinic.com. ციტირების თარიღი: 17 June 2016.
- ↑ Board Review Series: Neuroanatomy, 4th Ed., Lippincott Williams & Wilkins, Maryland 2008, p. 177. ISBN 978-0-7817-7245-7.
- ↑ James S. White (21 March 2008). Neuroscience. McGraw-Hill Professional, გვ. 1–. ISBN 978-0-07-149623-0. ციტირების თარიღი: 17 November 2010.
- ↑ Laight, David (September 2013). „Overview of peripheral nervous system pharmacology“. Nurse Prescribing. ISSN 1479-9189. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-11. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
- ↑ Matic, Agnella Izzo (2014). „Introduction to the Nervous System, Part 2: The Autonomic Nervous System and the Central Nervous System“. AMWA Journal: American Medical Writers Association Journal (AMWA J). ISSN 1075-6361.[მკვდარი ბმული]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Peripheral nervous system photomicrographs
- Peripheral Neuropathy დაარქივებული 2016-12-15 საიტზე Wayback Machine. from the US NIH
- Neuropathy: Causes, Symptoms and Treatments from Medical News Today
- Peripheral Neuropathy at the Mayo Clinic