ნერვი (ბერძ. neuron) — ნერვული ბოჭკოების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ტვინს ან ნერვულ კვანძებს სხეულის სხვა ნაწილებთან აკავშირებენ. ადამიანისა და ხერხემლიანების ნერვები მთლიანად მიელინიანი ბოჭკოებისაგან შედგება. ნერვულ ბოჭკოებთან ერთან ნერვის შექმნაში მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილი. ბოჭკოების მიხედვით განასხვავებენ მგრძნობიარე, მამოძრავებელ და შერეულ ნერვებს. ნერვები ნერვულ კვანძებთან ერთად შეადგენენ პერიფერიულ ნერვულ სისტემას, რომელშიც განასხვავებენ ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ნერვებს. ძუძუმწოვრების თავის ტვინს 12 წყვილი ნერვი აქვთ, აქედან 4 გრძნობათა ორგანოებისაა, 6 მამოძრავებელი და 2 შერეული (სამწვერა და ცთომილი). ადამიანის ზურგის ტვინს 31 წყვილი ნერვი აქვს.

ნერვები (ყვითლად) მკლავში

ლიტერატურა

რედაქტირება