ნამდვილი კობრები

(გადამისამართდა გვერდიდან კობრა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნამდვილი კობრები (ლათ. Naja) — გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად მოიცავს 20 სახეობას. აქვთ სხეულის წინა მესამედის ვერტიკალურად აქევისა და კისრის გაფართოების უნარი. თავი ამ დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ზედა ყბის წინა ნაწილში უმოძრაო ღარიანი შხამიანი კბილები აქვთ. კობრას გვარიდან აღსანიშნავია სათვალიანი გველი ანუ ინდური კობრა (Naja naja ან Naja tripudians), რომლის 10-მდე ქვესახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, მაგრამ ამათგან ყველაზე ცნობილია ინდური კობრა, რომელსაც ზურგის მხარეზე გადაბრუნებული სათვალის მსგავსი გამოსახულება აქვს (აქედანაა სახელწოდება). მისი სიგრძე 160-180 სმ აღწევს. სამხრეთ თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გვხვდება „უსათვალო“ სახეობა შუააზიური კობრა (Naja oxiana), ბინადრობს ბუჩქნარში, ქვაყრილებში, მღრღნელების სოროებში, მიტოვებულ შენობებში და ა. შ. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით. მრავლდება კვერცხებით. აქვს მეტად ძლიერი ნეიროტოქსიკური შხამი. ცნობილია ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. სამეფო კობრა (Naja hannah ან Naja bungarus), რომელსაც დღეისათვის ცალკე გვარად (Ophiophagus) გამოყოფენ, ტანად ყველაზე დიდი შხამიანი გველია, მისი სიგრძე 5,5 მ აღქევს. ბინადრობს სამხრეთ აზიის ჯუნგლებში. იკვებება ძირითადად სხვა გველებით. მისი შხამი ზოგჯერ ნახევარ საათში კლავს ადამიანს. ცნობილია სპილოების დაღუპვის შემთხვევებიც.

ნამდვილი კობრები
ეგვიპტური კობრა ანუ გაია (Naja haje)
ეგვიპტური კობრა ანუ გაია (Naja haje)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ასპიტისებრნი
გვარი:  ნამდვილი კობრები
ლათინური სახელი
Naja

ლიტერატურა

რედაქტირება