მცურავები (ლათ. Colubrinae) — კრებითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს ანკარასებრთა ოჯახის გველების რამდენიმე გვარს. მათი სიგრძე 3,5 მ-ს აღწევს. მცურავების 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ველებზე, ნახევრადუდაბნოებში, უდაბნოებში, დაბლობისა და მთის ტყეებში. მეტად მოძრავი არიან. იკვებებიან წვრილ-წვრილი ხერხემლიანებით (ახალგაზრდები — მწერებით). უმრავლესობა მსხვერპლს სხეულის რგოლებით ან მიწაზე მიჭერით გუდავს. მრავლდებიან კვერცხებით. საქართველოში გვხვდება 7 სახეობის მცურავები, ამათგან 3 ეკუთვნის Coluber-ის გვარს, 4 — Elaphe-ს გვარს.

მცურავები
მცურავი-მარტორქა (Rhynchophis boulengeri)
მცურავი-მარტორქა (Rhynchophis boulengeri)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
ქვეოჯახი:  მცურავები
ლათინური სახელი
Colubrinae

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. მუსხელიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984