გრძელი მცურავი, ასევე ესკულაპის გველი (ლათ. Zamenis longissimus, ყოფ. Elaphe longissima) — უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა (მცურავები). მისი სხეულის სიგრძეა 100–150 სმ. გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, მოლდოვაში, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, ყირიმში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარში, მთის ფერდობზე ზ. დ. 2000 მ-მდე. იმალება ნაპრალებში, ფუღუროებში და ა. შ.; კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით (ძირითადად თბილსისხლიანებით). ივნისსა და ივლისის დასაწყისში ფხვიერ მიწაზე ან ხმელ ფოთლებში დებს 4–10 კვერცხს. ნაშიერები იჩეკებიან აგვისტო-სექტემბერში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

გრძელი მცურავი

ლიტერატურა

რედაქტირება