კამბრიული სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან კამბრიული პერიოდი)
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
კამბრიული სისტემა Furongium 10. Stufe 488,3–492
Jiangshanian 492–496
Paibium 496–499
Miaolingian Guzhangium 499–503
Drumium 503–506,5
Wuliuan 506,5–510
2. Serie 4. Stufe 510–517
3. Stufe 517–521
Terreneuvium 2. Stufe 521–528
Fortunium 528–542
წინა
კამბრიული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

კამბრიული სისტემა (პერიოდი) (< ლათ. Cambria — უელსის ძველი სახელწოდება) — პალეოზოური ჯგუფის პირველი სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის პირველი პერიოდი). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით კამბრიული სისტემა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 70 მლნ. წელიწადს. კამბრიული სისტემა დაადგინა ინგლისელმა გეოლოგმა ადამ სეჯუიკმა (1835) უელსში. იყოფა ქვედა, შუა და ზედა სექციად. ამ სისტემას საყოველთაოდ მიღებული სართულებად დანაწილება არ აქვს.

ადრინდელ კამბრიულ ეპოქას ახასიათებს ვრცელი ტრანსგრესიები. თანამედროვე კონტინენტების დიდი ნაწილი ამ დროს თბილი ზღვით დაიფარა, რომლის ფსკერზე კარბონატული ქანები და მარილები ილექებოდა. შუაკამბრიულში დაიწყო რეგრესიები, რომლებიც ზედაკამბრიულშიც გაგრძელდა. გაჩნდა ხმელეთის ახალი უბნები, რაც კალედონიურ დანაოჭებასთან იყო დაკავშირებული. ამაზე მიუთითებს გეოსინკკლინურ აუზებში ძლიერი მაგმატიზმის ნიშნები და გვიანდელ კამბრიულ ეპოქაში წარმოქმნილი ლაგუნური წითელი ფერის ნალექები.

კამბრიული სისტემაში დიდი რაოდენობით გვხვდება ლურჯ-მწვანე და წითელი წყალმცენარეები. კამბრიული სისტემაში 3 პალეოზოოგეოგრაფიული ოლქი ჩაისახა — ატლანტიკური, წყნაროკეანური და აღმოსავლეთ აზიის. ამ დროს, პირველად დედამიწის გეოლოგიის ისტორიაში, გაჩნდნენ ჩოჩხიანი ორგანიზმები და პერიოდის დასასრულისათვის ცხოველთა სამყაროს თითქმის ყველა ტიპი არსებობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული ცხოველები იყვნენ არქეოციათები და ტრილობიტები. გვიანდელ კამბრიულ ეპოქაში ჩნდება ტაბულატები და გრაფტოლითები. კამბრიული სისტემის ქანები ფართოდაა გავრცელებული. მათთანაა დაკავშირებული ფოსოფრიტების, ნავთობის, ტყვიის, მარმარილოს და სხვა საბადოები.

კამბრიული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა

რედაქტირება
ჩინეთი ჩრდილოეთი ამერიკა რუსეთი-ყაზახეთი ავსტრალია Regional
Furongian Ibexian (part) Ayusokkanian Idamean Dolgellian
Sunwaptan Sakian Mindyallan Festiniogian
Steptoan Aksayan Payntonian Maentwrogian
Marjuman Batyrbayan
შუაკამბრიული Maozhangian მაიური Boomerangian
Zuzhuangian Delamaran ამგური Undillian
Zhungxian Florian
Templetonian
  Dyeran Ordian
ქვედაკამბრიული Longwangmioan Toyonian ლენური
Changlangpuan Montezuman ბოტომური
Qungzusian ატდაბანური
Meishuchuan ტომოტური
Nemakit-Daldynian

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 5, გვ. 344-345, თბ., 1980
  1. ICS Timescale Chart.