ტრილობიტები (ლათ. Trilobita) — პალეოზოური ერის ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანების ერთ-ერთი კლასი. აერთიანებს ზღვის ამჟამად გადაშენებულ ცხოველებს. მათი მოგრძო-ოვალური და სეგმენტირებული სხეული ღარებით გამიჯნული 3 ნაწილისაგან (თავი, მკერდი და მუცელი) შედგებოდა. ამიტომ ჰქვია ამ კლასს ტრილობიტები ანუ სამნაწლავიანები. სხეული, თანამედროვე კიბოსნაირთა მსგავსად, დაფარული ჰქონდათ კიროვანი ჯავშნით, რომელიც განსაკუთრებით მტკიცე იყო ზურგის მხრიდან. ტრილობიტების კლასში შედის ორი ქვეკლასი Miomera და Polymera.

ტრილობიტები
Isotelus brachycephalus
Isotelus brachycephalus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ტრილობიტები
ლათინური სახელი
Trilobita


ლიტერატურა

რედაქტირება