ტრიასული სისტემა
სისტემა, პერიოდი |
სექცია, ეპოქა |
სართული, საუკუნე |
საუკუნე (Ma) | |
---|---|---|---|---|
მომდევნო | მომდევნო | მომდევნო | უფრო ახალგაზრდა | |
ტრიასული | ზედა ტრიასული | რეტული | 199,6–203,6 | |
ნორიული | 203,6–216,5 | |||
კარნიული | 216,5–228,7 | |||
შუა ტრიასული | ლადინური | 228,7–237 | ||
ანიზური | 237–245,9 | |||
ქვედა ტრიასული | ოლენიკური | 245,9–249,5 | ||
ინდური | 249,5–251 | |||
წინა | წინა | წინა | უფრო ძველი | |
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა, სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1] |
ტრიასული სისტემა (პერიოდი), მეზოზოური ჯგუფის რიგით პირველი სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის მეზოზოური ერის პირველი ჯგუფის პერიოდი). აბსოლუტური გეოლოგოგიური ქრონოლოგიით ტრიასული სისტემა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 35 მლნ. წელი. ტრიასული სისტემა იყოფა სამ სექციად, დასავლეთ ევროპაში ამ სექციებს, ძირითადად გერმანიის აუზის ფარგლებში, უწოდებენ ბუნტზანდშტაინს (ჭრელი ქვიშა), მუშელკალკს (ნიჟარიანი კირქვა) და კოიპერს. სართულებად დაყოფა რეგიონების მიხედვით მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.
ტრიასული სისტემის დასაწყისში აღინიშნება ზღვის მნიშვნელოვანი რეგრესია, რომელიც მალე ტრანსგრესიით შეიცვალა. მან მაქსიმუმს მიაღწია გვიანდელ ტრიასულ ეპოქაში; ამავე ეპოქაში ამავე ეპოქაში შეიმჩნევა ყველაზე ინტენსიური ტექტონიკური მოძრაობები. შუა და გვიანდელ ტრიასულ ეპოქებში წყნარი ოკეანის პერიფერიაზე აღნიშნულია ინტენსიური ფუძე ვულკანიზმი. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ფაუნაში - გაჩნდა ბელემნიტები, წყლის პირველი რეპტილიები, მცირე ზომის პირველი ძუძუმწოვრები. მცენარეთაგან ჭარბობდნენ გვიმრები, გინკგოსნაირნი და წიწვიანები.
ტრიასული სისტემის ნალექები მეტ-ნაკლებად ყველა კონტინენტზეა ცნობილი. საქართველოში ტრიასული სისტემის ნალექებს მიეკუთვნება დიზის წყების ზედა ნაწილები (სვანეთი, კახეთის კავკასიონი).
ტრიასული სისტემის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის (ყოფილი სსრკ, აშშ, იაპონია, ავსტრალია და სხვა, ნავთობისა და აირის (ყოფილი სსრკ, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა), ალმასის (ყოფილი სსრკ), ურანის (აშშ), ქვამარილის (ცენტრალური ევროპა), მარმარილოს (იტალია —კარარა) და სხვა საბადოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
- ქსე, ტ. ,10 გვ. 46-47, თბ., 1986