სექცია (გეოლოგია)
სექცია — ზოგადი სტრატიგრაფიული სკალის ერთეული. სექციის შესაბამისი ქანები წარმოიქმნება გეოლოგიური ეპოქის განმავლობაში. სექცია გამოიყოფა მისთვის დამახასიათებელი განამარხებული ფაუნისა და ფლორის საფუძველზე. იყოფა გეოლოგიურ სართულებად. რამდენიმე სექცია ქმნის გეოლოგიურ სისტემას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 307.