ხვლიკიჭამია გველი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხვლიკიჭამია გველი (ლათ. Malpolon) — შხამიანი გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. 2 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამიერკავკასიაში ბინადრობს ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (М. monspessulanus), სიგრძით 1,7 მეტრი. ზურგი შეფერილია მონაცრისფრო-მოლურჯო ფერად, გასდევს განივი ზოლები, მუცელი — ყვითელია. ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, ხვლიკებით, გველებით (მათ შორის შხამიანებითაც). პატარა ცხოველებისათვის მისი ნაკბენი სასიკვდილოა. კვერცხისმდებია. მდედრი დებს 20-მდე კვერცხს.

ხვლიკიჭამია გველი
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Malpolon

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება