მახრჩობელები (ლათ. Boinae) — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. პითონებისაგან განსხვავებით, მახრჩობელებს არ გააჩნიათ თვალზედა ძვალი და ყბათაშორის ძვლებზე კბილები. ქვეოჯახი აერთიანებს 5 გვარს, 28 სახეობით. გავრცელებულნი არიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. მახრჩობელათა ზომები ძალზე ცვალებადია. ქვეოჯახის ცენტრული გვარია ბოა, რომელიც 3 სახეობას შეიცავს, მათ შორის ჩვეულებრივ მახრჩობელას (Boa constrictor), რომლის სიგრძე 2-3 მეტრს (მაქს. 5,5 მ.) აღწევს, გავრცელებულია მექსიკიდან არგენტინამდე.
გვარი[1]
|
ტაქსონის ავტორი[1]
|
სახეობათა რაოდენობა[1]
|
ქვესახეობათა რაოდენობა[1]
|
სახელწოდება[1]
|
გავრცელების არეალი
|
ბოაT
|
ლინე, 1758
|
4
|
9
|
ბოა
|
მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, მადაგასკარი, რეიუნიონი.
|
Candoia
|
გრეი, 1842
|
4
|
2
|
წყნარი ოკეანის მახრჩობელები
|
ახალი გვინეა, მელანეზია.
|
Corallus
|
Daudin, 1803
|
7
|
2
|
ხის მახრჩობელები
|
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კარიბის კუნძულები.
|
Epicrates
|
Wagler, 1830
|
10
|
21
|
ბრტყელტუჩიანი მახრჩობელები, ცისარტყელასებრი მახრჩობელები
|
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კარიბის კუნძულები.
|
Eunectes
|
Wagler, 1830
|
3
|
1
|
ანაკონდები
|
ტროპიკული სამხრეთ ამერიკა: კოლუმბიიდან და ვენესუელიდან - სამხრეთით არგენტინამდე.
|
T) ტიპური გვარი.