ჩვეულებრივი მახრჩობელა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor; Constrictor constrictor) — მახრჩობელა გველი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2-3 მ. (5,5, მეტრამდე). ზურგის მოხატულობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ არსებობს უამრავი ვარიანტი. მოძრაობისას, მზის სხივებზე მახრჩობელას კანი ელვარებს მეტალისებურად, ტალღისებურად და ცისარტყელასებრ ბზინავს. საცხოვრებელი არეალი ფართოა - დაწყებული მექსიკიდან, მთელი ტროპიკული და ეკვატორული ამერიკის გავლით, ცენტრალური არგენტინის რაიონებამდე. ამ ტერიტორიაზე მახეჩობელას 6 (10) ქვესახეობა ბინადრობს. უმეტესობა მათგანი გარეგნულად და ბიოლოგიური მონაცემებით ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ ადრე დამოუკიდებელ სახეობებად იყვნენ მიჩნეულნი.

ჩვეულებრივი მახრჩობელა
ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor)
ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  მახრჩობელასებრნი
ქვეოჯახი:  მახრჩობელები
გვარი:  ბოა
სახეობა:  ჩვეულებრივი მახრჩობელა
ლათინური სახელი
Boa constrictor
ლინეი, 1758
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 197462

ქვესახეობები

რედაქტირება
 
ნომინალური ქვესახეობა (წითელ-კუდიანი მახრჩობელა)
 
იმპერატორული მახრჩობელა
 
არგენტინული მახრჩობელა

ცხოვრების წესი

რედაქტირება

ჩვეულებრივი მახრჩობელას ცხოვრების წესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მაგ: ბრაზილიური ქვესახეობა (Boa constrictor constrictor) ხშირ ტყეებში ბინადრობს, კარგად დაცოცავს ხეებზე, ხშირად გვხვდება მდინარეებისა და ნაკადულების პირას, თუმცა წყალში არ ჩადის, შესაძლოა იმიტომაც, რომ ხსენებულ რაიონებში ბინადრობს და ნადირობს მწვანე ანაკონდა. საკვებს ძირითადად ხმელეთზე დაეძებს. იკვებება წვრილი ძუძუმწოვრებით, ხვლიკებითა და ფრინველებით. იმპერატორული მ. ბინადრობს როგორც ტყეებში, ისევე ბუჩქნარებში, მშრალ ადგილებში, მთების ფერდობებზე. არგენტინული მახრჩობელა კი საერთოდ არ ეკარება არც წყალს, არც ტყიან ტერიტორიებსა და უპირატესობას მშრალ, გაშლილ ლანდჩაპტებს ანიჭებს. ჩვეულებრივი მ. ხშირად გვხვდება ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს, სადაც მღრღნელებსა და ხვლიკებზე ნადირობს. ზოგიერთ რაიონში ეს გველი მოშინაურებულია და სახლში სპეციალურად ჰყავთ თაგვებისა და ვირთხების დასაჭერად.

საკვები მეტად მრავალფეროვანია: ხვლიკები, მღრღნელები, ჩანთოსნები, ოპოსუმები, ფრინველები, მანგუსტები და სხვა წვრილი ცხოველები.

გამრავლება

რედაქტირება

მდედრი შობს 15-64 ცოცხალ ნაშიერს, თითოეული 50 სმ. სიგრძისაა. 2 წლის შემდგომ ისინი 3 მ-მდე იზრდებიან და უკვე შეუძლიათ გამრავლება.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

რედაქტირება

მახრჩობელები ბუნებაში მიახლ. 23 წლამდე ცოცხლობენ, ტყვეობაში კი - 10 წლამდე.